კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ექიმის რჩევები

კითხვა: მყავს 3 თვის პატარა. მაინტერესებს, რა პერიოდში რა რაოდენობით უნდა ჩამოსდიოდეს თვალიდან ცრემლი?
პასუხი:
დღე ღამეში 1 მილილიტრამდე ცრემლი უნდა გამოიყოფოდეს.
კითხვა: ნორმალურია თუ არა როდესაც 7 წლის ბავშვი ძილის დროს ვერ იგებს და საკმაოდ ხშირად ლოგინში შარდავს.
პასუხი:
ვინაიდან 5 წლამდე ღამის ენურეზი ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, მის მკურნალობას 5 წლიდან ვიწყებთ. ენურეზის დროს ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება (ყოველწლიურად – ასიდან 15 შემთხვევა), თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება.
კითხვა: „მეწაღის გულმკერდი“ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია?
პასუხი:
თუ მკერდის ძვლის მცირე დეფორმაციაა, ანუ მკერდის ძვალი არ აწვება ფილტვებს და გულს, საშიში არაფერია.
კითხვა: მყავს 1 წლისა და 9 თვის გოგონა, 1 წლის და 4 თვის რომ იყო, დაუნიშნეს ვილენსკის ჯოხი, 3 თვის განმავლობაში ეკეთა. მერე, რენტგენი რომ გადავუღეთ, თითქმის ყველაფერი რიგზე ჰქონდა, თუმცა 2 თვე დღეში სამი საათი მაინც უნდა ეკეთოს. ბავშვი ფეხზე ვერ დგება, ხოხვით ხოხავს, მაგრამ ძალიან ზარმაცია და ხოხვაც არ უნდა, არა და სანამ იმ ჯოხს გავუკეთებდით დგებოდა და კედელ-კედელ დადიოდა (კარადას ხელს ჰკიდებდა, დივანს მიჰყვებოდა და ასე დადიოდა). ჩავუტარეთ მასაჟების კურსი. ოდნავ უკეთესობა არის, მაგრამ რომ არ აქტიურობს, მაინც გვეშინია. რაიმე პრობლემა ხომ არ არის?
პასუხი
: საგანგაშო არაფერია. მიჰყევით სპეციალისტების რჩევებს და ყველა რეკომენდაცია შეასრულეთ. პატარას აქტიურობისა და სრული დატვირთვისთვის დრო სჭირდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3