კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორც გავიგე, საფლავის გაფართოება რომელიმე ახლობლის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება, გახდეს. როგორ უყურებს ამას ეკლესია?
პასუხი:
ამგვარ ქმედებას არანაირი უბედურება არ უკავშირდება. ეს ცრურწმენაა და ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ადამიანისა და მისი ოჯახის ბედნიერება მისი ცხოვრების წესსა და ეკლესიურ ცხოვრებაზეა დამოკიდებული.
კითხვა: როდის უნდა ავანთოთ ჯვრისწერისა და ნათლობის სანთლები? უნდა დაველოდოთ თუ არა განსაკუთრებულ დღეებსა და დღესასწაულებს?
პასუხი:
ჯვრისწერისა და ნათლობის სანთლების დიდი ხნის განმავლობაში შენახვა და შემდეგ ბედნიერ ან თუნდაც განსაცდელის დღეებში დანთება, ლამაზი ტრადიციაა. საეკლესიო კანონით კი, მნიშვნელობა არ აქვს, როდის აანთებენ მათ. შეგიძლიათ, ჯვრისწერისა და ნათლობის დღეებშივე დაწვათ. გულით დანთებულ სანთელს უფალი ყოველთვის შეიწირავს.
კითხვა: ვინ შთაგვაგონებს ჩვენს ცოდვიან აზრებსა და სურვილებს?
პასუხი:
ცოდვიან აზრებს ადამიანს, უპირველესად, ბოროტი ძალა – ეშმაკი შთააგონებს, შემდეგ – ცუდი, უკეთური ადამიანები და მისივე მიდრეკილება ცოდვისკენ.
კითხვა: ღირს თუ არა კამათის გაგრძელება, როდესაც მართლები ვართ, მაგრამ მოწინააღმდეგეს ჩვენს სიმართლეს ვერანაირად ვერ ვუმტკიცებთ?
პასუხი:
ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უნდა შეწყვიტოთ კამათი და განერიდოთ სიტუაციას. წმიდა მამები ამბობენ: როგორც მდარე წყალი აფუჭებს საუკეთესო ღვინოს, ასევე ხრწნის ბოროტი საუბრები კეთილმორწმუნე და ზნეობრივ ადამიანებს.
კითხვა, რატომ ვუწოდებთ სასულიერო პირს „მამას“?
პასუხი:
სასულიერო პირისადმი მსგავსი მიმართვა უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. პავლე მოციქულის ეპისტოლეში ტიმოთესადმი ნათქვამია: „შვილო ჩემო, გაძლიერდი მადლითა იესო ქრისტესითა“ (ტიმ. 2,1). რაც ადასტურებს, რომ პავლე მოციქული ტიმოთეს სულიერი მამა იყო.
კითხვა: რატომ ითვლება ეს ორი მცნება – უფლისადმი სიყვარული და მოყვასის სიყვარული ძირითად, უდიდეს მცნებებად?
პასუხი:
ეს ორი მცნება იმიტომ ითვლება უდიდეს და უმთავრეს მცნებებად, რომ მათი დახმარებით განხორციელდება უფლის ყველა დანარჩენი მცნება. პავლე მოციქული შეგვაგონებს: „წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე, ყველა საიდუმლო და მქონდეს ძლიერი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არარა ვარ! (1 კოგ. 13,2).скачать dle 11.3