კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ გვრჩება კეთილი ზრახვები აღუსრულებელი

თუ გსურთ, მტრის ცთუნებათაგან დაიხსნათ თავი და სძლიო მათ, დაუყოვნებლივ აღიჭურვე მისი საწინააღმდეგო საჭურვლით, საქმითაც მყისვე გამოაჩინე მორჩილება ღმრთისგან გამოგზავნილი კეთილი ზრახვებისა და შთაგონებებისა, რომლითაც სინანულისკენ მოგიწოდებს, ნუ დაუშვებ გადაუხვიო ამ გზიდან და უთხრა შენს თავს: „მტკიცედ გადავწყვიტე, შევინანო მომავალში და ამ გზას აღარ გადავუხვევ“. ნუ მოიქცევი ამგვარად, ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის მომატყუებელია, და მრავალნი, რომელნიც მას მიენდნენ, სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილან სინანულის გარეშე სხვადასხვა მიზეზის გამო.
ა) პირველი ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებანი არ ემყარება საკუთარი თავისადმი უნდობლობასა და ღმრთისადმი მტკიცე სასოებას. ამიტომ ჩვენთვის უცხო არ არის ამპარტავნული წარმოდგენა საკუთარ თავზე, რასაც აუცილებელ შედეგად მოჰყვება საღმრთო მადლის განშორება ჩვენგან და გარდაუვალი დაცემა. ამის გამო ის, ვინც გადაწყვეტს: ხვალიდან დაუტევებ ცოდვას,  მიიღებს საწინააღმდეგოს – არა ცოდვისადმი წინააღმდეგობას, არამედ უძვირეს დაცემას, ამის შემდეგ კი დაცემას დაცემა მოჰყვება. ზოგჯერ ღმერთის განგებულებით ხდება ამგვარად, რომ საკუთარ თავს მინდობილმა ადამიანმა საკუთარი უძლურება შეიცნოს და ღმრთის შემწეობის მოძიებისთვის აღძრას, რაც ერთადერთი საშუალებაა მისგან გათავისუფლებისთვის. გსურს იცოდე, ადამიანო, როდის იქნება შენი გადაწყვეტილება მტკიცე და კეთილსაიმედო? როდესაც შენს თავს არ მიენდობი და შეუდგები ღმერთს მორჩილებითა და მტკიცე სასოებით.
ბ) მეორე ის, რომ ჩვენ მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებში მხედველობაში უპირატესად გვაქვს სათნო საქმის მხოლოდ გარეგანი შვენიერება და ნათელი მხარე, ისინი იზიდავენ თავისკენ ჩვენს ნებისყოფას, რაოდენ სუსტი და უძლურიც უნდა იყოს. ამ დროს სათნო საქმის სირთულე ყურადღების მიღმა რჩება. ამჟამად ეს ხდება იმიტომ, რომ სათნო საქმის სიწრფოება ძლიერად იპყრობს თავისუფალ ნებას, ხვალ კი, როდესაც ჩვეული საქმე და საზრუნავი გამოგვიჩნდება, ეს მიზიდულობა ისეთი ძლიერი აღარ იქნება, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება დავიწყებული არ არის. შესუსტებული სურვილის გამო ნებისყოფაც სუსტდება და მისთვის ჩვეულ უძლურებას უბრუნდება, ამასთან, სათნო საქმის სირთულეც წინ წამოიწევს და თვალწინ წარმოგვიდგება იმიტომ, რომ სათნოებათა გზა არსებითად რთულია. ურთულესია ის პირველი ნაბიჯის გადადგმისას. სცადოს გუშინ  გადაწყვეტილების მიმღებმა და ამჟამად შედგეს ამ გზაზე – მას უკვე აღარ ექნება არანაირი ნუგეში: სურვილს ძალისხმევა აკლია, ნებისყოფაც მოუძლურებულია, თვალწინ ერთი მხოლოდ წინაღობებია – საკუთარ თავშიც, ჩვეული ცხოვრების წესშიც და სხვებთან ჩვეულ ურთიერთობებშიც. ისიც გადაწყვეტს: დავიცდი ცოტას, ძალებს მოვიკრებ. და უცდის ასე დღითიდღე და შეიძლება, მთელი ცხოვრებაც იცადოს. გუშინ რომ შედგომოდა საქმეს, ანუ გამოსწორების სურვილის გაჩენისთანავე რაიმე მისი შესაბამისი რომ მოემოქმედა, ამჟამად სურვილიცა და ნებისყოფაც ესოდენ მოუძლურებული არ ექნებოდა, და წინააღმდეგობის გამო არ განუდგებოდა მას. წინააღმდეგობას ვერ აიცდენს, მაგრამ საკუთარ თავში საყრდენი რომ ჰქონოდა, ძნელად, მაგრამ მაინც დაძლევდა მათ. მთელი დღის განმავლობაში წინააღმდეგობა რომ გაეწია მათთვის, მეორე დღეს ისინი ბევრად შეუმჩნეველნი იქნებოდნენ და ესრეთ განმტკიცდებოდა კეთილ გზაზე.
გ) მესამე ის, რომ კეთილი აღძვრა – ცოდვილი ძილისაგან გამომაფხიზლებელი, ძნელად თუ კიდევ მოგიხილავს, რამეთუ უყურადღებოდ დაუტევე, მაგრამ თუ კვლავ მოგიხილა, ნებისყოფაზე ისეთივე კეთილისმყოფელ გავლენას ვეღარ მოახდენს, როგორც პირველ შემთხვევაში. ნებისყოფა არც თუ მსწრაფლ გადაიხრება მისკენ და ამის გამო, გადაწყვეტილებაც, თუკი საერთოდ გაგიჩნდა, სუსტი იქნება, ძალას მოკლებული, მაგრამ თუკი ადამიანმა შეძლო, ბევრად უფრო ძლიერი აღძვრა მეორე დღისთვის გადაედო და შემდეგ სულაც მიევიწყებინა იგი, უკეთესად მოუხერხებს მეორეს, და არანაკლებ მესამე აღძვრას. და რაც უფრო ხშირად გადაიდება მომავლისათვის კეთილი აღძვრის აღსრულება, მით უფრო სუსტი იქნება მათი მოქმედება. ბოლოს ისინი სრულიად უმოქმედონი შეიქნებიან, მოგიხილავენ და უკვალოდ ჩაივლიან, საბოლოოდ კი აღარ მოგიხილავენ. ადამიანი თავის დაცემის ტყვეობაში აღმოჩნდება. მისი გული გაქვავდება და კეთილი აღძვრისადმი სიძულვილი გაუჩნდება. ასე გახდება დაყოვნება პირდაპირი გზა საბოლოო დაღუპვისკენ.
შევნიშნავ კიდევ ერთს, რომ გადადებას ადგილი აქვს არა მარტო მაშინ, როდესაც ცოდვილი ცხოვრების გამოსწორებისთვის შინაგან მოწოდებას გრძნობ და უყურადღებოდ ტოვებ, არამედ მაშინაც თუ კაცი კეთილი ცხოვრებით ცხოვრობს, კეთილი საქმის აღსრულების შესაძლებლობა ეძლევა, ის კი მის აღსრულებას აყოვნებს. ამ დაყოვნებასაც მიესადაგება ყოველივე, რაც ითქვა პირველი შემთხვევისათვის. მისგან გამომდინარე შედეგებიც პირველი შემთხვევის მსგავსი იქნება. უწყოდე, რომ ის, ვინც სიკეთეს ქმნის, შესაძლებლობას ხელიდან უშვებს, არა მარტო მოაკლდება იმ სიკეთის ნაყოფს, რომელიც უნდა აღესრულებინა, არამედ ღმერთსაც შეურაცხყოფს.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელიскачать dle 11.3