კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 კანაფის სურნელი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ უძვლო ენის პატრონები

ისე მოხდა, რომ კანაფი ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა: მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის გაუქმების ფონზე კანაფის მოყვანის აუცილებლობამდეც მივედით.
ერთი ნათელი წერტილი შსს-ს დაპირებაა, რომ 21-წლამდე ახალგაზრდები კანაფის ნარკოტიკული მიზნით მოხმარებისთვის დაისჯებიან, ხოლო სხვა შემთხვვებისთვის კი მკაცრი რეგულაციები დაწესდება (იმიტომ რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ვაკუუმი შეიქმნა და გამოვიდა, რომ კანაფი თამბაქოზე უვნებელია).
ამასობაში კი გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანაფის მოშენებასა და პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაზე იმსჯელა, ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური მიზნით (აქვე ვიტყვი ქალბატონების გასაგონად, რომ კანაფის ზეთი სახის კანს ფრიად და ფრიად უხდება).
თუ გავითვალისწინებთ, რომ პროდუქტზე მოთხოვნა არის და საქართველოსაც ჰქონდა კანაფის წარმოების გამოცდილება, ინიციატივა ურიგო არ უნდა იყოს, რომ არა ერთი მაგრამ: კონტექსტი და მარიხუანის გავრცელების საშიშროება, რაც კატასტროფად შეიძლება, მოტრიალდეს სწორედ ქართული ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ საკონსტიტუტიო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის ქუჩებშიც კი ძალუმად იგრძნობა მარიხუანის სურნელი.
თუმცა პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც გუგული მაღრაძის (ანუ თამბაქოსთან ყველაზე ჩაუქი მებრძოლის) განმარტება გახდა: „უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ძალიან რთულია. ახლა უკვე იცით, რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?! ეს (ანუ კანაფი) არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს.“
რაკი ბ-ნი მაღრაძის რუხი ნივთიერება არ ტოვებს მთლად სავალალო შთაბეჭდილებას (ანუ, წესით, უნდა ჰქონდეს) და, თუ გავიხსენებთ, როგორი პათოსით ზრუნავდა თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობაზე, ეს ის შემთხვევა უნდა იყოს, როცა ენას ძვალი არ აქვს (რაც ხსენებულ ქ-ნს იოტისოდენა უხერხულობასაც კი არ უქმნის). აქედან გამომდინარე კი, უდავოა, რომ კვლავაც ცოცხალია პათოსი: მოვგუდავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას!
скачать dle 11.3