კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 გულდათუთქულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ თითქმის ბოსტნის საფრთხობელა

რაკი იგორ გიორგაძე ამ ჩვენი ოკუპანტი რფ-ის ხელისუფლებისთვის თითქმის ბოსტნის საფრთხობელის როლს ასრულებს, აშშ-ს საქართველოში განთავსებულ ლუგარის ლაბორატორია კი დროდადრო უშფოთებთ ხოლმე გულებს, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მსოფლიოს აუწყა, რომ  ლუგარის ლაბორატორიის გამო მოსკოვი აშშ-ს ოფიციალურ განმარტებებს მოსთხოვს (ფაქტები კი, თუ რარიგ „ანადგურებს“ აშშ საქართველოს, იგორ გიორგაძემ გააცნო მანამდე რუს აუდიტორიას).
რუსთა ოკუპანტური გულები იმას შეუშფოთებია, რომ (მომყავს ციტატა ზახაროვას გულისმომკვლელი გამოსვლიდან): „ფაქტები საქართველოში მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში აშშ-ის სამხედრო ძალების კონტინგენტის არაკეთილ როლზე მოწმობენ. ეს ანაღვლებს რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებს, რუს ხალხს, გასაგები მიზნების გამო. საქართველოში ეს არავის ანაღვლებს?!“
უფრო მეტიც, რუს ხალხს გულები (ზახაროვას ვერსიით) იმადაც დასთუთქვია, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ):  „ქვეყანამ (მაშასადამე, საქართველომო) იბრძოლა და მიიღო სუვერენიტეტი არა იმისთვის, რომ მასზე და მის მოქალაქეებზე სხვა ქვეყნის სამხედროებმა ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარონ. იქ სწორედ ეს ხდება.“
და თუმცა ზემომოტანილი შიშველი ცინიზმია, აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ რფ იბრძვის საქართველოს განადგურების ექსკლუზიური უფლებისთვის: რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლუგარის ლაბორატორიაში უსიამოვნო ექსპერიმენტებს ატარებენ, ვითომ დაბომბვებსა და ოკუპაციაზე მძიმე პროცესია?!

скачать dle 11.3