კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ვინ აპირებს ნუცა შანშიაშვილის მთიდან გადაჩეხვას და რამ მისცა მას ძალა ნარკოტიკის დასამარცხებლად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ნუცა შანშიაშვილი საქმიანობას ჩვეული ენერგიით განაგრძობს და როგორც ყოველთვის, წინ დიდი გეგმები აქვს. წლების განმავლობაში ბევრი რამე ისწავლა ცხოვრებაზე და ახლა უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ ძველი ნუცასგან აღარაფერი დარჩა. მისი შეხედულებები და დამოკიდებულებები სრულიად შეიცვალა...
ნუცა შანშიაშვილი: ამერიკაში საქველმოქმედო სკოლას ვხსნი. ეს იქნება ცენტრი, სადაც ბავშვებს ხელოვნების სფეროში ყველაფრის სწავლის საშუალება ექნებათ. „ნუცა სტუდიო“ ძალიან მალე გაიხსნება. გარდა ამისა, ბევრს ვხატავ და ჩემი სოლო კონცერტისთვის ვემზადები, სადაც ჩემი ფერწერული ნახატებიც იქნება წარმოდგენილი. ჩავიცვამ თინათინ მაღალაშვილის ხელნაკეთ კოსტიუმებს და უნიკალური ქართველი მხატვრის, ნინო ანთელიძის ნამუშევრებს წარმოვადგენ. მან ჩემი ფერწერული ნახატები სამკაულებზე გადაიტანა და ამ ივენთზე მის სხვა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება. გვეყოლება მაღალი დონის სტუმრები: კონგრესმენები, პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები და ბევრი ისეთი ადამიანი, ვისზეც ნიუ-იორკი დგას.  ამის შემდეგ ფლორიდაში მაქვს კონცერტი. შემოთავაზება მივიღე  არაჩვეულებრივი პიროვნებისგან – დიანა ბაგრატიონისაგან, რომლის საქველმოქმედო ფონდი ყველასთვის ცნობილია. ძალიან ნიჭიერ მუსიკოს ნიკო ნადირაშვილთან ერთად, მიწვეული ვარ ქართული რადიოს გახსნაზე. სადაც შემდგომში ერთი საათი მექნება დრო მსმენელთან ჩემი ისტორიებით საურთიერთოდ.
– წერდით, ძველი ნუცასგან აღარაფერი დარჩა, სრულიად შეიცვალა ჩემი აზროვნებაო. რას გულისხმობდით?
– ყოველ წელს ძალიან დიდ ტრანსფორმაციას განვიცდი. იმდენად ბევრი ინფორმაცია შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძველი აზროვნებისგან აღარაფერი დარჩა. უფრო თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი გავხდი, სამწუხაროდ, ნაკლებად მგრძნობიარეც. ყოველდღე ძალიან საინტერესო ჩინურ ვარჯიშებს ვასრულებ. დაკავებული ვარ იოგით და დილას აუცილებლად ლოცვით ვიწყებ. ჩემს თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ბევრ რამეს, რისიც ადრე მეშინოდა, დღეს თავისუფლად ვუყურებ.
– ნუცა შანშიაშვილი წარმატებულ და შემდგარ ქალთან ასოცირდება. რისი შიში აქვს მას?
– ბავშვობიდან ვლოცულობდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, ჩემი საყვარელი ოჯახის წევრები, ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყვნენ. მე ძალიან ამტანი, რკინის ადამიანი ვარ. საკუთარ თავს ისე ვუყურებ, როგორც ჯარისკაცს, ბევრი რამის ატანა და განეიტრალება შემიძლია. ყველაზე დიდ ტკივილს მაშინ ვგრძნობ, როცა ჩემს ახლობელს რამე უჭირს და ეს ჩემი ყველაზე დიდი შიშია. დღემდე ვთხოვ უფალს, თუ რამე სატკენია, მე მეტკინოს და არა ჩემს საყვარელ ადამიანებს.
– როგორ იქეცით რკინის ქალად?
– ცხოვრებამ ძალიან ბევრი მასწავლა, ბევრი მატკინა და ამიტომაც გავხდი ასეთი, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი სულიერი საწყისი თავიდანვე ძლიერი იყო. გარეგნულად შეიძლება, ძალიან ნაზი, შეყვარებული ქალი ვიყო, რომელსაც მოფერება სჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშია. სინამდვილეში, შინაგანად ძალიან ძლიერი ვარ და ახლა განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვამ ამ ძალას.
– მეუღლისა და შვილის მიმართ როგორი ხართ?
– ვცდილობ, შვილთან ისეთი მკაცრი ვიყო, როგორიც ჩემს თავთან ვარ. მაგრამ მეუღლისა და საერთოდ, კაცების სიყვარულს როცა ეხება საქმე, მანდ ვიჭრები. მგონია, რომ თბილი და ტკბილი უნდა იყო, არადა ასე არაა. ამით იმ ადამიანს უკეთებ ცუდს. კაცს რომ ხელისგულზე დაისვამ, ის მერე თავზე გადაგივლის. იმიტომ კი არა, რომ არ დაგიფასებს, კაცის ქარიზმაა ის, რომ მონადირე იყოს. მისი შინაგანი სამყარო ასეთია. კაცს სულ უნდა ეშინოდეს, რომ დაგკარგავს და სულ შენი მოპოვება უნდოდეს. რამდენი ოცი წელიც არ უნდა იყო მისი ცოლი, სულ იმას უნდა ფიქრობდეს, აბა, ახლა რა გაგიკეთოს. აი, მაშინ არის კარგ ფორმაში და სტიმულს არ კარგავს.
– ყოველთვის ფორმაში ხართ და თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს განიცდით. არა მგონია, მეუღლეს მოდუნების საშუალებას აძლევდეთ.
– (იცინის) მეუღლე თვითონ პროდიუსერია და იცის, ვინ მოიყვანა ცოლად. მე არ შემიძლია აღფრთოვანებისა და აპლოდისმენტების გარეშე არსებობა. თვითონაც ძალიან მსუბუქი და დადებითი პიროვნებაა, მაღალი შინაგანი სამყაროთი. ამ ყველაფერს ჩემი საქმის ერთ-ერთ მხარედ აღიქვამს.
– „ცხელი ქალი“ ხართ. სულ რომ არსად გამოჩნდეთ, სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებიც საკმარისია და დარწმუნებული ვარ, საპირისპირო სქესისგან შემოტევებიც გაქვთ ხოლმე.
– კი, საოცრებებს მწერენ. თუმცა, ადრე უფრო მწერდნენ ჩემთან დაკავშირებული თავიანთი კოშმარული სურვილების შესახებ. ბევრი ვერ იგებს ჩემს თავისუფლებას. „თავისუფალი ქალი ვარ, აბა მოდით, აქ ვარ და გენაცვალოთ ჩემი თავი“. ასე არაა, ეს თავისუფლება ჩემთვის სტიმული და ხელოვნების წყაროა. ორ წელიწადში ორმოცდაათი წლის ვიქნები, სახეზე არ ვამბობ, მაგრამ სხეული მართლა 27 წლის გოგოსავით მაქვს, კარგ ფორმაში ვარ და მინდა, ეს მისაბაძი იყოს ქალებისთვის და გოგოებისთვის.
– აბეზარი თაყვანისმცემლების ამბავიც მომიყევით.
– უიმე, რას აღარ მწერენ, ვის რა და როგორ უნდა. ერთმა მომწერა, ისე მიყვარხარ, მთიდან გადაგჩეხავდი, მერე ჩამოგვყვებოდი და ზემოდან დაგეცემოდიო. დანარჩენ მარაზმებს ვერ მოვყვები, არ დაიბეჭდება (იცინის).
– მეუღლე რას ამბობს ხოლმე მსგავს ამბებზე?
– კიდევ კარგი ქართული არ ესმის (იცინის). მეუღლე მოფარიკავეა, შესაბამისად, ძლიერი ტიპია და არავის ვურჩევდი მასთან კონფლიქტს (იცინის).
– მემუარების დაწერას ვაპირებ, პოპულარულ ადამიანებთან რომანებზეო. რა გეგმები გაქვთ?
– თუ მივაღწიე სიბერემდე, მერე დავწერ. ჯერ როგორ დავწერ, მათგან ბევრი ახლობელია, ოჯახები ჰყავთ, ბედნიერი ცხოვრება აქვთ აწყობილი და უცბად მე რომ ჩვენი რომანის  ამბები გამოვაქვეყნო (იცინის). თუმცა, როცა იქნება, საშინლად სკანდალური გამოვა, სასწაულად სკანდალური, მაგრამ ქართველ კაცებზე არა. ქართველებთან არც მქონია ისეთი საინტერესო და სკანდალური ისტორიები. მაგრამ ძალიან ცნობილი ხალხია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემს მეორე გათხოვებამდე ხდებოდა. მას შემდეგ ჩვეულებრივი ირანელი ქალი ვარ (იცინის).
– ყველა დროის აქტუალურ პრობლემაზე – ნარკოტიკსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი.
– ამაზე ბავშვებს სკოლიდანვე სხვა განათლება უნდა მივცეთ. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ნარკოტიკთან დაკავშირებული ყველაფერი ბადესავითაა, გიჭერს, ენერგიას გართმევს და ბოლოს გკლავს. ეს რომ კარგი იყოს, მე პირველი ნარკომანი ვიქნებოდი.  მე სიტუაციამ, „ტუსოვკებმა“ და ასეთ ხალხთან შეხვედრამ მიმიყვანა ამ პრობლემამდე, მაგრამ ღმერთის წყალობით, ლოცვით, ჩემი შინაგანი ძალითა და რწმენით გადავრჩი. მივხვდი, რომ ხმას ვკარგავდი, ჩემთვის კი ყველაზე დიდი ნარკოტიკი სცენა და სიმღერაა, ამიტომ არ მიღირდა. ძალიან რთული იყო, ჯანმრთელობის, განცდებისა და დიდი ტკივილის ფასად დამიჯდა, მაგრამ არჩევანი გავაკეთე – უნდა მეცოცხლა და მემუშავა, თავის მოკვლას არ ვაპირებდი.
скачать dle 11.3