კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რის გამო ჰქონდა ზურა ბალანჩივაძეს დიდი ტრაგედია და რისგან იცავს ის თავს თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ახალი სეზონიდან განახლებული „იმედის დილის“ ახალი თანაწამყვანი ყველასთვის კარგად ცნობილი ზურა ბალანჩივაძეა, რომელსაც საზოგადოება მრავალფეროვანი ინტერესებითა და ცხოვრების სტილით იცნობს.
ზურა ბალანჩივაძე: ივლისში დამიკავშირდა „იმედის დილისა“ და „შუადღის“ პროდიუსერი და მითხრა, რომ ქასთინგი ჰქონდათ, ტიპაჟურ ადამიანს ვეძებთ და ერთ-ერთ კანდიდატად შენც მოგიაზრებთო. ტიპაჟთან ერთად, ჟურნალისტური ბეგრაუნდის მქონე ადამიანი სჭირდებოდათ, რადგან ფორმატი უფრო ამბებზე ორიენტირებული ხდებოდა. გავიარე ქასთინგი და სამ კვირაში გამომიცხადეს, რომ დამამტკიცეს. სიმართლე გითხრათ, არ გამხარებია, რადგან ეს წელიწადი სულ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი.
– ასეთი რა გეგმები გქონდა, რომ წამყვანობა არ გაგიხარდა?
– კონკრეტულ პროექტში ტრენერი უნდა ვყოფილიყავი, ცოტა უნდა მემოგზაურა. პიარკომპანიაში, სადაც ვმუშაობ, მიმდინარე პროექტებზე უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა. მოკლედ, ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი და ამ ყველაფრის მოშორება ერთი ხელის მოსმით არ გამოვა. ამ პასუხისმგებლობებს რომ კიდევ ერთი ემატებოდა, მივხვდი, რომ რთული ამოცანის წინაშე ვიდექი. თუმცა გადავწყვიტე, თავი არაფრისთვის დამენებებინა და ახალი საქმე უკვე არსებულებისთვის შემეთავსებინა.
– ეკრანი და ჟურნალისტობა შენთვის ახალი არაა, მაგრამ ეს ამპლუა სიახლეა. როგორ მოირგე?
– ტელევიზორში გამოჩენის გამო ნერვიულობის მომენტი არ მქონია. სცენაზე უფრო რთულია ამ შიშის დაძლევა, როცა უამრავი ადამიანის პირისპირ დგახარ, რაც მე უკვე გამოვლილი მაქვს. გარდა ამისა, გიდი ვარ და ყოველდღიურად მაქვს ტურები. შესაბამისად, პრეზენტაბელურობა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი აქამდეც იყო, ეკრანზე მხოლოდ დეტალებშია სხვაობა. თქვენ წარმოიდგინეთ და არც დილით ადრე გაღვიძების პრობლემა მაქვს. უფრო დაძინება მიჭირს. ასე იყო აქამდეც და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. სხვათა შორის, ამ სიახლის შესახებ ჩემ გარშემო თითქმის არავინ იცოდა, მშობლებისთვისაც კი არ მითქვამს. სანამ ეთერში არ დამინახეს, არაფერი გაუგიათ.
– მშობლებს რატომ დაუმალე?
– წინასწარ ისედაც ბევრი სანერვიულო გაქვს ადამიანს და მათგან დამატებითი კითხვები და ემოციები კიდევ უფრო დამამძიმებდა და ამიტომ მოვერიდე ზედმეტი ტვირთის აღებას. ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. სჯობს, პირდაპირ შედეგი ნახონ, ვიდრე წინასწარ შექმნა ალიაქოთი. ახლა მთავარია, დროულად „მოვჯდე“, რეალობა კარგად გავითავისო და რაც მთავარია, ზუსტად ისეთი ვიყო, როგორიც ვარ. ამიტომაც შემარჩიეს მე და ამიტომაც მივედი ბაფთით (იცინის).
– შენი სტილი ყოველთვის გამორჩეულია, როდის დაიწყე სამოსზე განსაკუთრებულად ზრუნვა?
– გამორჩეული სტილი ბავშვობიდან მიტაცებდა. ძალიან მიყვარს ბერძნულ-რომაული ტანისამოსი – მხარზე მოგდებული ფარდები (იცინის). ერთხელ ლოგინის გადასაფარებელი შემოვიხვიე და ორი წუთით ისე გამოვედი გარეთ, ყველა მე მიყურებდა და სახეზე ეწერათ – ვინ არის ეს გიჟიო?! საბოლოო ჯამში, დავიხვეწე და პალტომდე და მის ატრიბუტებამდე მივედი. ძალიან მომწონს ბრიტანელების სტილი. სხვათა შორის, ჩემი ჩაცმის სტილი საზოგადოებისგან დამალვაში მეხმარება. თუ მინდა, შეუმჩნეველი ვიყო, კეპით და ქუდით გამოვდივარ და კაციშვილი ვერ მცნობს. მეგობრებს ისე ჩაუვლიათ გვერდით, ვერ მიმხვდარან, რომ მე ვიყავი. ასე რომ, ჩემი იმიჯი მიცავს.
– გიდი როგორ გახდი?
– ეს არის უფასო საფეხმავლო ტურები, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია, უბრალოდ, მადლობა გადაუხადო გიდს და წახვიდე. ძირითადად, ასე არ ხდება, თუმცა ეს მათი კულტურისა და შეგნების ამბავია. ვისაც რამდენი უღირს, იმდენს ტოვებს, რაც უკვე გიდის მონდომებაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივი შოუ იდგმება, რადგან ამ ტურის გიდმა იცის, რომ ფული უნდა გამოიმუშაოს, შესაბამისად, მეტად მონდომებულია. თუმცა, ამას უარყოფითი მომენტიც აქვს: მიუხედავად ყველაფრისა, ვიღაცამ შეიძლება, ძალიან მცირე თანხა დაგიტოვოს, თუმცა ამას სხვა აკომპენსირებს.
– როგორც ვიცი, შენი განსაკუთრებული ნიჭითაც – სტვენით დიდ შთაბეჭდილებას ახდენ მათზე. საზოგადოებაში ზუსტად ამით გამოჩნდი, თუმცა, ბოლო დროს, მგონი, ნაკლებ ყურადღებას უთმობ.
– ამ რესურსს ტურისტებს უფრო ვახმარ. ცოტა ზარმაციც გამოვდექი, ამ სფეროში მეტი რომ არ ვეცადე. ეს არ არის აღიარებული ჟანრი და ამიტომ მთელი ტვირთი ჩემზე მოდის. რეალიზების საშუალებაც ნაკლებია. ხელოვნებაში ან მფარველი უნდა გყავდეს, ან შენ თვითონ უნდა შეუწყო თავს ხელი. უნდა გაყიდო შენი ნახატები და შენვე იყიდო, ოღონდ ჩუმად, უნდა დაფიქსირდეს, რომ შენი ნახატები გაყიდვადია. მერე მოდის ის ეტაპი, როცა შენს გადაფურთხებულს ფასი აქვს. ხელოვნებაში ასეა, მერე რა, რომ ამ სფეროში ერთადერთი ვარ. ჩემი ერთადერთობა, ამ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ვერავის შემადარებენ.
– გარდა ამისა, ხარ ლექტორი და ძალიან პატარა ასაკიდან ხატავ კიდეც.
– ასეა. ლექტორობა „ნიჭიერმა“ მოიტანა, ხატვით კი ერთი წლიდან ვხატავ და ამისთვის გაზეთებს ვიყენებ. ეს ჩემი ავტობიოგრაფიაა, გარემოს ჩემეული აღქმა. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ჩემში, რაც კარგიცაა, თუმცა, ზოგჯერ ცუდიც, ვიღაცისთვის შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს. ფიზიკურადაც ძალიან დამღლელია, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც იმ მომენტში მომაწვება.  რაც მთავარია, ყოველთვის ის ვარ, რაც ვარ, „ტრიპაჩის“ გარეშე.
– წარმატებას, ეკრანს არ მოაქვს რაღაც დოზით „ტრიპაჩი“?
– მოსაუბრეს გააჩნია. თუ „ტრიპაჩს“ ესაუბრები, მაშინ გჭირდება „იტრიპაჩო“. ვიღაცას თავზე არ უნდა დააფურთხებინო, მაგრამ ზოგადად, „ტრიპაჩი“ ადამიანი ჩემთვის „ბანძია“. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში ცოტანი არიან, მაგრამ ვინც არის, იმას უნდა გადმოულაგო, რაც გაგიკეთებია და „ეტიპო“, რაც მეზიზღება.  
– შენი ცხოვრების ამ სიახლეს, პირადი ცხოვრებისადმი ინტერესის გაზრდაც მოჰყვება და აქვე გკითხავ, აქ რა ხდება?
– ამ ეტაპზე ურთიერთობაში არ ვარ არავისთან. რამდენიმე ადამიანი მიყვარს, მათაც ვუყვარვარ მეგობრულად და ხანდახან სექსი გვაქვს. თავისუფალი სექსუალური ცხოვრება მაქვს. იყო პერიოდი, როცა ერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეგ ამბავი არ დამთავრდა კარგად და ძალიან განვიცადე. ამიტომ, სანამ ბოლომდე არ აღვიდგენ დაკარგულ ემოციებს, ვერიდები. ამის გამო შარშან ჩვეულებრივი ტრაგედია მქონდა, განშორებას ბევრი მტკივნეული ემოცია მოჰყვა. ახლა შეიძლება რაღაც მომენტში თავს ვიცავ.
– როგორია შენთვის სასურველი გოგოს ტიპაჟი?
– სექსი უფრო ისეთ ადამიანებთან მაქვს, ვისთანაც ვმეგობრობ. თუ ადამიანთან საერთო ინტერესები არ მაქვს, სხვაც არაფერი მექნება. ისევ იმიტომ, რომ თავი დაცულად ვიგრძნო. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა ძირითადად, მოდის, თეატრის და ზოგადად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელ ადამიანებთან მაქვს. რომლებსაც აქვთ კარგი გარეგნობა და უყვართ ყველანაირი ექსპერიმენტი.
скачать dle 11.3