კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ ადამიანებს ირჩევს ახალი თამაში „მომო“ და როგორ მიჰყავს ისინი თვითმკვლელობამდე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ბოლო პერიოდში სახიფათო ინტერნეტთამაშები მსოფლიოს საერთო პრობლემად იქცა, რომლის წინაშეც, სამწუხაროდ, საქართველოც დგას. „ლურჯი ვეშაპის“ შემდეგ ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი ახალი საფრთხე – „მომო“ – გამოჩნდა, რომლის მიზანიც, როგორც ჩანს,  ასევე, მოზარდის სუიციდამდე მიყვანაა. ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელს, ალექსანდრე ადამაშვილს ვესაუბრეთ: ჩვენი კვლევებით, ყოველ მეშვიდე არასრულწლოვანს ერთხელ მაინც ჰქონია პირადი შეხება მსგავს ინტერნეტთამაშებთან, ყოველ მესამეს კი – ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ეს ოფიციალური სტატისტიკა არა, მაგრამ პირველადი მონაცემებია. მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში „ლურჯი ვეშაპი“ გამოჩნდა, ინტერესის, მეგობრების რჩევის თუ სხვა მიზეზის გამო, ამ თამაშში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ამის რეგულირება არ ხდება. ძირითად შემთხევებში, მოზარდებს აინტერესებთ, პირადად მას რას მისწერენ. მეგობრებს ეუბნებიან, მე მომეცი კონტაქტი და ნახე, რას ვუპასუხებო – ეს მომენტი განსაკუთრებით ბიჭებშია. აკრძალულის მიმართ ინტერესი კი ყოველთვის დიდია, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში. თუმცა „ლურჯ ვეშაპთან“ კონტაქტი შეიძლება, ბევრმა სცადოს, მაგრამ ის არ გამოეხმაუროს, თუ მას ვინმემ რეკომენდაცია არ გაუწია. დავალებების ჩამონათვალში ერთ-ერთი, სწორედ, ერთი ადამიანისთვის რეკომენდაციის გაწევაა. მოკლედ, ამ თამაშის უკან ძალიან კარგი ფსიქოლოგები დგანან.
– თუმცა, სამწუხაროდ, ეს არა არის ერთადერთი თამაში, რომელიც ამ ტიპის საფრთხეს შეიცავს.
– დიახ. არაერთი მსგავსი თამაში არსებობს, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური „მომო“ გახდა. ეს ძალიან ბევრ ქვეყანას მოედო და ამის მიზეზი ისიცაა, რომ კონტაქტის დამყარება, დაახლოებით, თექვსმეტ ენაზე ხდება, მათ შორის ქართულზეც. შესაძლოა, ეს მიმბაძველი გვერდი იყოს, თუმცა რეალურ გვერდთან ნამდვილ კავშირსაც ვერ გამოვრიცხავთ.
– გავრცელების სიხშირე როგორია?
– ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ბავშვი ამბობს, რომ „მომო“ სწერს. ძალიან ბევრ ჯგუფში შეხვდებით ამის პიარს და დაინტერესებას. მიწერ-მოწერას თითქმის ყოველდღე აქვეყნებენ. ხშირ შემთხვევაში, მოთამაშეები არასრულწლოვნები არიან. „მომო“ ადრესატს თავად ირჩევს, ძირითადად, პროფილის შესწავლის შედეგად. პოტენციური მსხვერპლები ის მოზარდები არიან, ვისაც თვითმკვლელობაზე უწერია გარკვეული ტიპის სტატუსები. „მომო“ უმეტესად მარტოსულ და დეპრესიულ, სუსტი ფსიქიკის მქონე მოზარდებს ირჩევს და დავალებებს შეტყობინებების სახით აძლევს. ჩვენი დაკვირვებით, სამი პოსტი სუიციდზე, უიმედობასა და ზოგადად, დეპრესიის გამომხატველი ფოტოები საკმარისია „მომოს“ მოზარდით დასაინტერესებლად. ვარაუდობენ, რომ ეს ალგორითმია, მაგრამ ეჭვი მეპარება, შესაძლებელი იყოს ისეთი სრულყოფილი პროგრამის დაწერა, რომელიც ძალიან დეტალურად შეისწავლის ადამიანის პროფილს. ამ ყველაფერს შევაფასებდი, როგორც კიბერტერორიზმს, არ შეიძლება, მას სხვა მიზანი ჰქონდეს, თუ არა არასრულწლოვნის, თუმცა არა მხოლოდ მათი, დაზარალება. მისი მიზანია, დაასახიჩროს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ადამიანი. საბედნიეროდ, საქართველოში „მომოს“ მიზეზით სუიციდის მცდელობის ფაქტები არ დადგენილა. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ „მომო“, ისევე, როგორც „ლურჯი ვეშაპი“, ადამიანს შანტაჟის გზით აიძულებს თვითმკვლელობას. ეუბნება, რომ იცის მისი მისამართი, უთვალთვალებს, უკონტროლებს ტელეფონს, კომპიუტერიდან აკვირდება და ასე შემდეგ. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელია. თორმეტი წლის გოგონა უიმედოდ შეყვარებული გახლდათ, რაც
მისი პოსტებით დავადგინეთ. მისი პროფილი ფსიქოლოგების დახმარებით შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ სუიციდთან დაკავშირებით ბევრი პოსტი ჰქონდა. მოვიძიეთ მისი მშობლები და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, რომელიმე მსგავს თამაშს თამაშობდა და ასეც აღმოჩნდა. ღრმად ჩართული არ იყო, მაგრამ რადგან თვითმკვლელობაზე პოსტებს წერდა, ეს უკვე იყო განგაშის სიგნალი. მშობლების, ფსიქოლოგისა და ბევრი სხვა ფაქტორის სწორი ჩართულობით ყველაფერი მოგვარდა და დღეს ის გოგონა ჩვენი ერთ-ერთი „ფეისბუქ-გვერდის“ ადმინისტრატორია, მუშაობს ახალგაზრდებთან და საკუთარი გამოცდილებით სხვებს ეხმარება.
– აქ კონკრეტულად რა ტიპის დავალებები და მუქარებია?
– „მომო“ პირდაპირ სწერს პოტენციურ მსხერპლს, რომ მისი სული უნდა და, რომ უყვარს, როცა მისნაირი ახალგაზრდა ბავშვები იტანჯებიან. ის თავიდანვე ეუბნება მოზარდს, რომ ის უნდა ჩაერთოს თამაშში და თუ ამის შესახებ ვინმეს ეტყვის თვითონაც დაზარალდება და ის სხვაც. რომ მან იცის, მისი ადგილსამყოფელისა და ოჯახის წევრების შესახებ, რითაც მათზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს. ეს ინფორმაცია, სინამდვილეში, ძალიან მარტივად მოსაპოვებელია „ფეისბუქ-პროფილიდან“. შეიძლება გამოაგზავნოს ფოტო, რომლის გახსნისთანავე შემოაღწევს შენს კომპიუტერში, გაიგოს „აიპი“ მისამართი და ჰქონდეს მონაცემებთან წვდომა. ამიტომ, როცა ადამიანები მსგავს თამაშებს თამაშობენ, აუცილებლად უნდა ვურჩიოთ, რომ არ გახსნან გარკვეული ტიპის ფაილები თუ ფოტოები, რომლებიც შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს. თავიდან მისი დავალებები უწყინარია, შემდეგ კი მოითხოვს, მაგალითად, სვირინგის გაკეთება, კერძოდ ხელზე „მომოს“ სახელის ამოკაწვრა და მისი ფოტოს გაგზავნა. დავალებები ყოველდღიურად რთულდება და ფსიქიკაზე მოქმედებს. მოზარდებისთვის საბოლოო დავალება თვითმკვლელობაა და ამის გზებზე „მომო“ პირდაპირ უთითებს – იქნება ეს სიმაღლიდან გადმოხტომა, დანით მიყენებული ჭრილობა თუ ასე შემდეგ. თვითონ „მომო“ ჰკარნახობს, როგორ უნდა გააკეთოს ეს.   მეგობრებმა თუ იციან, რომ ბავშვი ამ თამაშშია ჩართული, აუცილებლად უნდა უთხრან მის მშობლებს. მშობლები უნდა გაეცნონ ინფორმაციას და ეჭვის შემთხვევაში, სამართალდამცავებს მიმართონ. მიუხედავად იმისა, ქალაქში უფრო მეტი ბავშვია ჩართული ამ თამაშში, შედეგები რეგიონებში უფრო მძიმეა, რადგან იქ ნაკლებია ინფორმირებულობა. ეს ძალიან კარგად იციან მათ, ვინც ამ თამაშის უკან დგას და ხშირ შემთხვევაში, ფატალური შედეგები სწორედ რეგიონებში დგება. იგივე სიტუაცია გვაქვს საგამოძიებო სტრუქტურებშიც. რეგიონში მოღვაწე ძალოვან სტრუქტურებს ამ ყველაფრის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ინტერნეტსივრცე ძალიან უკონტროლოა.
скачать dle 11.3