კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 წარმატებული ქირურგი – ოთარ კეპულაძე თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი


ოთარ კეპულაძე – სამუშაო ადგილი: კლინიკა „კარაპს მედლაინი“ – მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტი, ზოგადი ქირურგი. სტაჟირება გავლილი აქვს ევროპის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში. არის საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის წევრი.  
– ქირურგიაში ცნობილი ექიმის – მერაბ კილაძის სკოლის გამგრძელებელი ხართ, რა როლი შეასრულა მან, თქვენს პროფესიონალ ქირურგად ჩამოყალიბებაში?
– გარდა იმისა, რომ მერაბ კილაძე იყო არაჩვეულებრივი პიროვნება და უძლიერესი ქირურგი, მას საოცარი პედაგოგიური ნიჭი და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი უნარი ჰქონდა. მან მაღალ დონეზე აიყვანა ლაპარასკოპიული მინიინვაზიური ქირურგია საქართველოში და უამრავი სხვადასხვა ტიპის ოპერაცია დანერგა. ამ მიმართულებით მუშაობას ახლა უკვე ჩვენ ვაგრძელებთ და წინ და წინ მივდივართ. მეამაყება, რომ მისი მოსწავლე ვიყავი.  ბატონი მერაბისგან ვისწავლე, როგორ შევასრულო ოპერაცია ბევრად უფრო უსაფრთხოდ,  ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე.
– რა ტრადიციებზე და ღირსებებზე დგას დღეს თქვენი განყოფილება?
– ზუსტად იმავე მიმართულებით ვაგრძელებთ სვლას, რაც იყო ბატონი მერაბის დროს. მან ყველაფერი მასწავლა იმისთვის, რომ მისი საქმიანობა წარმატებით გავაგრძელო. მისგან მიღებულ ცოდნას ზოგად ქირურგიასა და მინიინვაზიურ ქირურგიაში დღეს აქტიურად ვიყენებ.
– კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციები კეთდება თქვენთან ლაპარასკოპიული მეთოდით?
– ჩვენთან  კეთდება ყველა ტიპის ოპერაცია მუცლის ღრუზე ღია და ლაპარასკოპიული წესით:  ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საყლაპავის  სხვადასხვა დაავადებების დროს,  ელენთის ამოკვეთა, ჭარბი წონის მკურნალობა, ნაწლავის რეზექცია მსხვილი ნაწლავის დაავადებების დროს.
– მათ შორის, ყველაზე რთულად რომელი ოპერაციები მიიჩნევა?
– შედარებით რთულ ქირურგიულ ჩარევად ითვლება სანაღვლე გზებზე განმეორებითი ოპერაციები, ასევე, ოპერაციები მსხვილ ნაწლავზე, რომლებიც ჩვენს კლინიკაში ძალიან ხშირად კეთდებოდა   და დღესაც  კეთდება.
– რა უპირატესობა აქვს ლაპარასკოპიულ მეთოდს?
– ლაპარასკოპიული ქირურგია გაცილებით უფრო უსაფრთხო და ადვილად გადასატანია, მარტივია პოსტოპერაციული პერიოდი, ადვილად ხდება რეაბილიტაცია და ნაკლებია გართულებების რისკი. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს ნაკლები ტკივილი აქვს, იმავე საღამოს აქტიურდება და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, არ საჭიროებს წოლით რეჟიმს, განსაკუთრებულ დიეტას და კოსმეტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ამ შედეგის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ლაპარასკოპიული ოპერაციული წესით მკურნალობა ბევრად უკეთესია.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– „კარაპს მედლაინში“ ყველა თანამედროვე მეთოდი დანერგილია და  ალბათ, უკვე  დროა,  გადავიდეთ შემდგომ ეტაპზე, რომელსაც რობოტული ქირურგია ეწოდება. ამ შემთხვევაში ქირურგის როლი არ მცირდება, რობოტი არის აპარატი, რომელსაც მართავს ქირურგი და ამ დროს ოპერაციული მკურნალობის ხარისხი იზრდება და გართულებების რისკი მკვეთრად მცირდება.
– თქვენ, როგორც წარმატებული და გამოცდილი ქირურგი, მედიარჩეულის ნომინაციაში დაგასახელეს, რას ურჩევდით ახალგაზრდა ქირურგებს, მათ, ვინც ახლა იწყებენ ამ მიმართულებით განვითარებას?
– ყველა დამწყებმა  ქირურგმა უნდა იცოდეს, რომ ქირურგია ძალიან რთული სამუშაოა. ამ პროფესიაში მიღწევას ძალიან ბევრი დრო, კითხვა, პრაქტიკა და საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება.  ქირურგი შეკვეთით არ გამოდის, ქირურგად უნდა დაიბადო, ძალიან რთულია, მაგრამ თითოეული წარმატებული ოპერაცია დიდი სიამოვნებაა. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი ოპერაცია და თითოეული პაციენტი ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
скачать dle 11.3