№37 10 ათასი „ჩესნობისთვის“
1964 წლის 18 ნოემბრის ტაშკენტის „ოქროს“ მატჩში ცნობილმა ბალტიისპირელმა არბიტრმა, რებენისმა იმსაჯა. თამაშის წინ ცნობილმა ქართველმა იატაკქვეშა მილიონერმა ოთარ ლაზიშვილმა მთავარ მსაჯს 10 ათასი მანეთი მისცა და უთხრა:
– უმორჩილესად გთხოვთ, უბრალოდ, „ჩესნად“ (პატიოსნად) იმსაჯოთ.
რუბენისის „ჩესნობამ“ „დინამოს“ 4:1 მოაგებინა და ჩემპიონი გახდა. წლების მერე ერთ-ერთ ბანკეტზე რუბენისმა თქვა:
– რუსების მონაწილეობით მატჩები რომ „ჩესნად“ მემსაჯა და ამაში იმის ნახევარი გადაეხადათ, რაც ტაშკენტში მომცეს, ახლა მილიარდერი ვიქნებოდიო.