კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ვინ და როგორ იყენებდა „მხედრიონსა“ და ჯაბა იოსელიანს გასული საუკუნის 90-იან წლებში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც „მხედრიონისა“ და მისი ლიდერის სახელი „ქვას ხეთქავდა“, ცნობილი პაროდისტი ობოლა ციმაკურიძე და მისი ძმაკაცები დროს არ კარგავდნენ. ობოლა ჯაბა იოსელიანის ხმით დარეკავდა წინასწარ შერჩეულ რესტორანში, „მაგარ“ სუფრას შეუკვეთავდა და დააყოლებდა: აბა, თქვენ იცით, თხუთმეტი ჩემი არწივი მოვა და არ აწყენინოთო... დათქმულ დროს კი ობოლა და კამპანია მივიდოდა, კარგად მოილხენდა და რა თქმა უნდა, ფულის გადაუხდელად მიდიოდნენ უკან. ერთხელ, „ჯაბამ“ ფეშენ-სუფრა სასტუმრო „მეტეხის“ რესტორანში შეუკვეთა. მივიდნენ კიდეც და შუა ქეიფში რომ იყვნენ, რესტორანში თვითონ ჯაბა იოსელიანი მივიდა  ორ არამხედრიონელ მეგობართან ერთად. ადმინისტრატორი ღიმილით შეეგება „მხედრიონის“ შეფს. ობოლას სუფრასთან მიიპატიჟა და ჰკითხა:
– როგორ მოგწონთ სუფრა, ხომ არაფერი დავამატოთო?
სანამ ჯაბა იოსელიანი სიტუაციაში გაერკვეოდა, ობოლა და მისი მეგობრები სუფრიდან აორთქლდნენ და „მხედრიონის“ სახელით აღარ უსარგებლიათ.
скачать dle 11.3