№37 ბრძნული აზრები
ბილ მარი: თუ ჩვენ ვატყუებთ მთავრობას, დანაშაულია, თუ მთავრობა – ჩვენ, პოლიტიკა.
ჩერჩილი: უმჯობესია, დიქტატორი, რომელიც ხალხს ემსახურება, ვიდრე პარლამენტი, რომელიც პარტიას ემსახურება.
შვეიცერი: წარმატება არ არის ბედნიერების გასაღები. ბედნიერებაა წარმატების გასაღები.
რაბლე: მუცელზე მხოხავი არსება წელში რომ გაიმართება, მერე მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
შილერი: ღმერთი ეხმარება მას, ვინც სხვებს ეხმარება.
ტოლსტოი: ჭიანჭველასავით უნდა იშრომო იმისთვის, რომ ფუტკარს შეგადარონ.
ვაშინგტონი: ცოტას თუ ეყოფა ვაჟკაცობა, წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის.
ტვენი: თუ გაზეთებს არ კითხულობთ არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ – დეზინფორმირებული.
მონტენი: ადამიანებს არაფრის ისე არ სწამთ, როგორც იმის, რაც ყველაზე ნაკლებად იციან.
შექსპირი: რა საშინელი ეპოქაა, როცა ასეთი იდიოტები მართავენ ბრძენებს.
ანა ფრანკი: ყველაზე ლამაზი თვალები აქვს იმას, ვინც სიყვარულით გიყურებს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ყავისფერია, ცისფერი თუ მწვანე.
სენეკა: უმადურ ადამიანს მთელი ქვეყანა რომ აჩუქო, ჩათვლის, რომ დიდი ხანია, ის ამის ღირსი იყო.
ფროიდი: ადამიანები საუბრობენ იმაზე, რაც არ ჰყოფნით. ის, ვისაც სექსი არ ყოფნის, საუბრობს სექსზე, მშიერი საუბრობს საკვებზე, უფულო ადამიანი – ფულზე, ოლიგარქები და ბანკირები მორალზე საუბრობენ.
ფოლიე: ნამდვილად ბედნიერია, ვინც ისწავლა საკუთარ თავზე სიცილი.
საფო: მოვა დღე, როდესაც გადაწყვეტ, რომ ყველაფერი დასრულდა. სწორედ ეს იქნება დასაწყისი.
ლაბრიუერი: გულს ვერავინ გატკენს, თუ ამის საშუალებას შენ არ მისცემ.
კონსტანტინე: ახალგაზრდას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათს – უგემური მიშტერება, კარგ წიგნს – ცუდი მკითხველი.
მონრო: ქალები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, საშიშნი არიან.
კრისტი: ყოველგვარი ურთიერთდამოკიდებულება ქალსა და მამაკაცს შორის იწყება ილუზიით, თითქოს ამქვეყნად ყველაფერზე ერთნაირად ფიქრობენ.