№37 გაეცანით საკუთარ თავს
მართლაც საინტერესო და განსხვავებული ტესტია. თუ არ დაიზარებთ და გულახდილიც იქნებით, საკუთარი თავის შესახებ ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ. საჭიროა, ერთი წუთით მაინც გამორთოთ ლოგიკა, მოდუნდეთ და უპასუხოთ სამ კითხვას, რომლებიც მიმართულია თქვენი ქვეცნობიერისკენ. ეცადეთ, ბევრი არ იფიქროთ და რაც პირველი მოგივათ თავში, ის უპასუხოთ.
ტესტის ბოლოს თქვენ აღმოაჩენთ სიახლეს თქვენს თავსა და ცხოვრებაზე.
1. დაალაგეთ შემდეგი ცხოველები თქვენი სურვილისამებრ.
ძროხა, ვეფხვი, თხა, ცხენი, გოჭი.
2. დაახასიათეთ ერთი ზედსართავი სახელით თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვა:
ძაღლი, კატა, ვირთხა, ყავა, ზღვა.
3. გაიხსენეთ თქვენთვის ძვირფასი 5 ადამიანი. ყოველი მათგანისთვის შეარჩიეთ ერთი ფერი, ქვემოთ ჩამოთვლილი ფერებიდან. მაგალითად, რა ფერი მოუხდებოდა მას.
ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, თეთრი, მწვანე.
ახლა კი გაეცანით შედეგებს:
1. პირველი კითხვით განისაზღვრება თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები:
ძროხა – კარიერაა, ვეფხვი – თავმოყვარეობა, თხა – სიყვარული, ცხენი – ოჯახი, გოჭი კი, ფულს აღნიშნავს.
2. მეორე კითხვაზე პასუხის გაცემით თქვენ გაიგებთ, თუ როგორ ხედავს თქვენი ქვეცნობიერი თქვენს ცხოვრებას:
თქვენი ასოციაცია ძაღლთან ახასიათებს თქვენს პიროვნებას; კატის ასოციაცია ახასიათებს თქვენი პარტნიორის პიროვნებას; ვირთხის დახასიათება განსაზღვრავს თქვენს მტრებს, ანუ რას წარმოადგენენ ისინი თქვენთვის; თქვენი ასოციაცია ყავასთან – ეს თქვენი დამოკიდებულებაა სექსის მიმართ; ზღვის ასოციაცია – ახასიათებს თქვენს ცხოვრებას ზოგადად.
3. ფერები გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ:
ყვითელი არის ადამიანი, რომლსაც არასდროს დაივიწყეთ და ვინც თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია; ნარინჯისფერი – ადამიანი, რომელიც თქვენი ნამდვილი მეგობარია; წითელი – ადამიანი, ვინც გულწრფელად გიყვართ; თეთრი – თქვენი მონათესავე სულია; მწვანე — ადამიანი, რომლის მოგონებებიც გაგყვებათ მთელი ცხოვრება.
P.S. ამბობენ, რომ ეს ტესტი 97 პროცენტით ამართლებს. როგორია თქვენი შედეგები?