კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ შევძლოთ ბედში ცვლილებების შეტანით ცხოვრების გაუმჯობესება

ყველა ადამიანს აინტერესებს, რას უქადის ცხოვრება მომავალში, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ფულიანი თუ უფულო, რამდენ ხანს იცოცხლებს, ვინ იქნება მისი ცხოვრების თანამგზავრი, რამდენი შვილი ეყოლება და ასე შემდეგ. ცნობისმოყვარეობა ადამიანის თვისებაა და ისიც საკუთარი მომავლის შესახებ, თუნდაც სულ მცირე ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა, უმეტეს შემთხვევაში, პრიმიტიული გზით ცდილობს. მაგალითად, მკითხავთან ვიზიტით, ყავაში ან წყალში ჩახედვით, ბანქოს გაშლითა და უამრავი სხვა მეთოდით. სწორედ ამ ადამიანურ თვისებას იყენებენ ათასი ჯურის თაღლითები,  შარლატანები და ტყუილით ცდილობენ ჯიბის გასქელებას.
ბუნებაში, მით უმეტეს, ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს  ხორციელდება. სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას. ბევრი მაგალითი არსებობს და ბევრისთვისაც ცნობილია, როცა პიროვნების ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ წარიმართა. ის, ვისაც არაფერი აკლდა და თავი უბედნიერესი ეგონა, მიუსაფარი და უბედური შეიქნა, ხოლო ღატაკი არნახული სიმდიდრის პატრონი გახდა. ამიტომაც ამბობენ, არავინ იცის, ბედი ვის რას გვიმზადებსო. სწორედ ამ არცოდნის შევსებას ცდილობენ ადამიანები. მომავლის შესახებ ინფორმაცია კი წინასწარ არსებობს და არსებობენ ადამიანებიც, რომელთაც ამ ინფორმაციის წაკითხვა შეუძლიათ.
რაც შეეხება ბედის შეცვლას, მისი შეცვლა კი არა, კორექცია ხდება. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები, რაც ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება. თუმცა, ასეთი კორექტივის შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით.
ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი შეიძლება, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას წინ ვერავინ აღუდგება. თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, როცა ადამიანს არ უმართლებდა, ახლობლებსა და ნაცნობებში უიღბლოს იმიჯი ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, არ ჩაიქნია ხელი და იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, ძალები სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ. თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში, მაშინ კურსი შეიცვალეთ. ეს ბუნებრივია, ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად – არა. ამას თქვენ გარდა ვერავინ მიხვდება. უნდა დაფიქრდე, შეიცვალო სფერო და ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად კი, პროფესია თქვენი კარმისა და ზოდიაქოს მიხედვით უნდა აირჩიოთ, ბედისწერა კი თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, ბედიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ.скачать dle 11.3