კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როდის უნდა გამოიყენოთ თუთა სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


თუთაში ვიტამინებისა და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ელემენტების შემცველობა შთამბეჭდავია. მასში კონცენტრირებულია მონო- და დისაქარიდები, ორგანული მჟავები, A, B1, B2, C და PP ვიტამინები, ბეტაკაროტინი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი. ყველაზე მეტი თუთაში კალიუმია. ასევე, შეიცავს შაქარსა და რკინას. შავი თუთა სასარგებლოა სისხლის გასაწმენდად, თეთრი თუთა – ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად. თუთა არის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი. ამ თვისების საშუალებით, ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს.
თუთის ნაყოფი კარგია გულსისხლძარღვთა დაავადების დროს. ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გრამ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც. ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს. თუთა სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი სახით. ასევე, ამზადებენ მის მურაბას.
ჰიპერტონიისა და გულსისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე, გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.
თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.
თუთის წვენს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, მისი გამოყენება სასურველია როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე, ინფექციური და გრიპოზული დაავადებების სამკურნალოდ.
თუთის ფოთლების ნაყენს კი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დასაწევად იყენებენ. თუთის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენების, ნახარშებისა და კრემების მეშვეობით ეგზემებს, რევმატიზმებსა და კანის ტუბერკულოზს მკურნალობენ. ისინი თავის ტკივილს, შეშუპებასა და მამოძრავებელი ნერვების დისფუნქციასაც უხდება. თუთის დაუმწიფებელი ნაყოფი გულძმარვის შეტევას ხსნის, მწიფე კი არაჩვეულებრივად ეფექტურია მოწამვლის დროს, ნატურალური ანტიტოქსიკური საშუალების რანგში.
თუთა შარდმდენი და კუჭის მოქმედების მასტიმულირებელი თვისებებით გამოირჩევა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს. თუთა მათთვისაც მისწრებაა, ვისაც ნერვული სისტემის დაავადებები აწუხებს. ძვირად ღირებული და ხშირად ჯანმრთელობისთვის სახიფათო ანტიდეპრესანტების ნაცვლად, მისი გამოყენება შესაძლებელია სტრესების, ნერვული აშლილობების, დეპრესიების და სხვა ნერვული პრობლემების დროს, რაც ძალზე ხშირად აწუხებთ მეგაპოლისების მკვიდრთ. თუთის ნაყოფის ღამით მირთმევა მათთვისაა რეკომენდებული, ვინც უძილობით იტანჯება.
ჰიპერტონიისა და გულსისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. კარგად გარეცხილ, დაქუცმაცებულ 200 გრამ თუთის ფესვებს დაასხით ცივი წყალი, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს: 2 სუფრის კოვზ თუთას (უმჯობესია შავი) დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი და მიიღეთ 50 გრამი ნაყენი 4-ჯერ დღეში, ჭამამდე.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი თუთა, მურაბები.
თუთის მურაბა
1 კილოგრამი მწიფე თუთას დააყარეთ 1 კილოგრამი შაქარი, რამდენიმე საათი გააჩერეთ გრილ ადგილას, შემდეგ 10-15 წუთი ადუღეთ, გადმოდგით და მეორე დღეს ხარშეთ მანამ, სანამ მურაბა მზად არ იქნება. მოხუფეთ და შეინახეთ.
მართალია, თუთის ნაყოფი კომპოტსა და მურაბაში ძალიან გემრიელია, მაგრამ ამ ფორმით მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება. ამიტომ, სასურველია, გამშრალი თუთის ნაყოფის გამოყენება, რადგან ამგვარად შენახული თუთა ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. მაგრამ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუთის ნაყოფი უნდა გამოვაშროთ არა ღუმელში ან და ჩირის დასამზადებელ აპარატში, არამედ მზის სხივებზე.
ვიტამინები არ იკარგება არც გაყინვისას. თუ გამომშრალი თუთისგან ნაყენისა და ნახარშის გაკეთებაა შესაძლებელი, გაყინულისგან წვენის დაწურვაც შეგვიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ თუთა ჰიპერტონიისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, მისი დიდი დოზით მიღება ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის აკრძალულია. გონივრული რაოდენობით მისი გამოყენება სასარგებლოა, დიდი რაოდენობით კი, განსაკუთრებით დიაბეტის დროს – მავნე. თუთა ძლიერი ალერგენია. ამიტომ, მისი მიღება რეკომენდებული არ არის ალერგიული ადამიანებისთვის. თუთის ნაყოფის გამოყენება საჭიროა თანდათანობით, მცირე ულუფებით. თუ თავს რაიმე დისკომფორტს შეამჩნევთ, მასზე უარი უნდა თქვათ. თუთას არ უნდა მიაყოლოთ ცივი წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შებერილობასა და უსიამოვნო შეგრძნებებს თავს ვერ დააღწევთ.скачать dle 11.3