კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რა იწვევს ხელების დაბუჟებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის, რომლებიც განსაზღვრულ მდგომარეობაში მათ ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას – ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვიქმნის და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს. დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია ცხოვრების  განსაზღვრული წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ. კარპული გვირაბული სინდრომი, როგორც დაავადება, მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებამდე თითქმის უცნობი იყო. კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად ეს სინდრომიც გახშირდა. კომპიუტერზე ყოველდღიური ხანგრძლივი ბეჭდვა მისი ერთ-ერთი მიზეზია. პათოლოგია ასევე ხშირად გვხვდება მკერავებს, მუსიკოსებს, მძღოლებს, მღებავებსა და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს შორის, რომლებსაც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ხელის მტევნით ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება უხდებათ.
მყესების მჭიდრო კონები, რომლებსაც თითები მოძრაობაში მოჰყავს, ვიწრო კარპულ არხში გადის. ამავე არხში გადის ნერვი, რომელიც აკონტროლებს ხელისგულის, ცერის, საჩვენებელი და შუა თითების მგრძნობელობას. ჩვეულებრივ, ეს ნერვი დაცულია. როდესაც მტევანი მეტისმეტად ინტენსიურად მუშაობს, მყესები შეშუპებას იწყებენ, ნერვი მკვეთრად იჭიმება, რასაც მოჰყვება დაბუჟება, ჩხვლეტა და თითების ტკივილი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება ღამით და დილით. შორს წასულ შემთხვევებში, შეიძლება ცერის კუნთის ატროფიაც განვითარდეს – ადამიანი კარგავს ამ თითის მოხრის უნარს, უჭირს მუშტის შეკვრა. ზოგი იძულებულია, პროფესია შეიცვალოს. ქალები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ავადმყოფთა საშუალო ასაკი 40-60 წელია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კარპული გვირაბული სინდრომის განვითარება ნაწილობრივ B6 ვიტამინის დეფიციტსაც უკავშირდება. ცილით მდიდარი საკვები, ასევე - ზოგიერთი ნივთიერება (მაგალითად, თარტრაზინი, რომელსაც შეიცავს თმის საღებავი), ორგანიზმში ვიტამინ B6-ის შენარჩუნების უნარს ამცირებს. ამ ვიტამინის ორგანიზმიდან გამოდევნას ასევე ხელს უწყობს კორტიკოსტეროიდებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების მიღება.
ხელების დაბუჟებას ასევე იწვევს დაკბილული კუნთების სპაზმი. ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს კუნთის გადაღლა, სიმძიმის გადატანა, კისრის დიდხანს ჭერა უხერხულ პოზიციაში (ტელეფონით საუბრისას, მწოლიარე მდგომარეობაში კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას), შეუკავებელი ხველა, კისრის მალების ოსტეოქონდროზი. ხელების დაბუჟებას, ასევე, იწვევს სხვადასხვა ნევროლოგიური, ენდოკრინული, ანგიოლოგიური პათოლოგია, ტრავმული დაზიანება, დამწვრობა.
 საკმაოდ ხშირია ენდოკრინული პათოლოგიის ფონზე განვითარებული ხელების დაბუჟება. შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი იწვევს როგორც ცალკეული ნერვული ღეროების, ასევე პერიფერიული ნერვული ბოჭკოების მრავლობით დაზიანებას. კლინიკური სიმპტომატიკა ძირითადი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. შაქრიანი დიაბეტის დროს ხელების დაბუჟება პერიფერიული ნეიროპათიული სინდრომის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს წარმოადგენს. დიაბეტურ პოლინეიროპათიას ახასიათებს მძიმე და პროგრესირებადი მიმდინარეობა, მოითხოვს დროულ მკურნალობას და დინამიკაში მეთვალყურეობას ელექტრონეირომიოგრაფიული მაჩვენებლების კონტროლით.
 ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება. კისრის ოსტეოქონდროზის დროს აღმოცენდება მოვლითი, მწველი ტკივილი კისრის უკანა და გვერდით ნაწილებში, კეფაში, მხრისა და ბეჭის არეებში. ჭირს კისრის მოძრაობა.
ხშირად დაბუჟება ღამით ვითარდება და დილამდე რამდენჯერმე აღვიძებს ადამიანს. არცთუ იშვიათად ეს მდგომარეობა შეუღლებულია მომატებულ აგზნებადობასა და დეპრესიასთან. ასეთი ადამიანები ძნელად ეგუებიან ამინდის ცვალებადობას. შესაძლოა, ამას დაერთოს თავის ტკივილი ან ტკივილი გულის არეში, რომელიც ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს.
 სტენოკარდიული შეტევა იწვევს დაბუჟების შეგრძნებას მარცხენა ხელში. ზოგჯერ ამას თან სდევს სხვა კლინიკური სიმპტომებიც. თავის მხრივ, კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხელების ტკივილი და დაბუჟება შესაძლოა, სტენოკარდიას ჰგავდეს. ამ დროს პირველ რიგში სტენოკარდიული შეტევა უნდა გამოვრიცხოთ.скачать dle 11.3