კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რა პროდუქტები უნდა მივიღოთ თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რთული ნახშირწყლები – თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია „საწვავის“ საკმარისი რაოდენობა. სწორედ ასეთ „საწვავს“ წარმოადგენს ნახშირწყლები. რთული ნახშირწყლებია ბურღულეულში, სიმინდში, პარკოსნებში...
თევზი – მასში არსებული პოლიუჯერი ცხიმოვანი და ომეგა-3 ჯგუფის მჟავები, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის მდგომარეობას. როგორც ცნობილია, DHA-ს დაბალი დონე იწვევს მეხსიერების გაუარესებასა და ალცჰაიმერის დაავადებას.
ხილი და ბოსტნეული – ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია. მათ შორის საუკეთესოა: მოცვი, მაყვალი, ჟოლო, შტოში, მარწყვი, ისპანახი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ქლიავი, ჭარხალი, ავოკადო, ფორთოხალი, შავი ყურძენი, წითელი ბულგარული წიწაკა, ალუბალი და კივი.
მწვანე ჩაი – შეიცავს პოლიფენოლებს, რომელიც იცავის თავის ტვინის უჯრედებს ნეიროდეგენერაციული დაზიანებისგან. გარდა ამისა, მწვანე ჩაი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკული საშუალებაა. ის აქვეითებს არტერიულ წნევას.
თხილი და ნიგოზი E ვიტამინის წყაროა, რაც აუცილებელია თავის ტვინისთვის.
გოგირდით მდიდარი პროდუქტები – გოგირდი აუცილებელია ტვინის უჯრედების ჟანგბადით გასაჯერებლად. გოგირდით მდიდარი პროდუქტებია: ნუში, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ნიორი, ლეღვი, მარწყვი, ხახვი, კარტოფილი, ბოლოკი, კვერცხის გული.
კვერცხი – მდიდარია ქოლინით, ვიტამინებით, რაც აუცილებელია თავის ტვინის მემბრანების ჯანსაღი ფუქნციონირებისთვის.
კაკაო – მასში ბევრი ფლავანოიდია, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.
პომიდორი – მასში მძლავრი ანტიოქსიდანტი – ლიკოპენია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინისთვის. პომიდორი ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.
ბროკოლი  K ვიტამინის წყაროა. ეს უკანასკნელი კი ტვინის მუშაობის სტიმულატორია. შეიძლება ითქვას, რომ ბროკოლი იცავს ტვინს დაბერებისაგან.
მოცვი აუმჯობესებს თავის ტვინის კაპილარულ სისხლის მიმოქცევას.
მზესუმზირა შეიცავს მცენარეულ ცხიმებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს აქვეითრებს, რაც ათეროსკლეროზის განვითარებისგან გვიცავს.
ავოკადო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მასში უჯერი ცხიმოვანი მჟავები, დაახლოებით 20 ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა. ავოკადოს რბილობს უმატებენ სალათებსა და სენდვიჩებს. დიეტოლოგების აზრით, სასარგებლო ნივთიერებების ძირითად ნაწილს (დაახლოებით, 70 პროცენტს) მისი კურკა შეიცავს. მასში ბევრია ანტიოქსიდანტი და უჯრედისი.
კვერცხის გული – მართალია კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს და ცხიმს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მათთან ერთად თქვენ იღებთ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა, მაგალითად, ცხიმში ხსნადი ვიტამინები, ცხიმოვანი მჟავები... ერთი კვერცხის გული დაახლოებით 55 კალორიას შეიცავს. მასში მოიპოვება 1,6 გრამი ნაჯერი ცხიმი, 210 მილიგრამი ქოლესტერინი, 8 მილიგრამი ნატრიუმი, 2,7 გრამი ცილები.
გარდა ჯანსაღი კვებისა, მოერიდეთ სტრესებს, გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. შეეცადეთ, შეძლებისდაგვარად დაისვენოთ და კარგი განწყობა და ნათელი გონება უზრუნველყოფილი გექნებათ.
скачать dle 11.3