კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ მეორე ნახევარი და როდის ხდებიან ადამიანები ქრისტიანი წარმართები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

საკუთარ ცხოვრებას მუდმივად უნდა გადავავლოთ თვალი – როგორი ქრისტიანი ვარ, როგორი მამა, როგორი ქართველი, როგორი სარძლო, როგორი სასიძო, როგორია ჩემი ცხოვრება. მოგეხსენებათ, რომ მაცხოვარი იუდეველ ერს იგავებით ესაუბრებოდა, რადგან ეს ხალხი ჩვენსავით ამპარტავანი იყო და მათთვის პირდაპირ რომ ეთქვა, ვერ გაიგებდნენ. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– მექორწილეების იგავში წერია, როგორ ეპატიჟება მასპინძელი სტუმრებს, მხოლოდ ებრაელ ერს და ისინი რაღაც სისულელეებს იმიზეზებენ: აგარაკი შევიძინე, სავაჭროდ მივდივარ, ცოლი მოვიყვანე... ისე, როგორც ჩვენ ვიცით, როდესაც წირვაზე არ მივდივართ. ღმერთი გაბრაზდება. ლიბერალებს რომ ჰგონიათ, ღმერთი არ ბრაზდებაო, პირდაპირ წერია, რომ მისი გაგზავნილი ხალხი დახოცეს, არ მოუსმინეს და ღმერთი გაბრაზდა და ააოხრა იქაურობა. რა მდგომარეობაში იყო და არის ებრაელი ხალხი, ეს თქვენ ნახეთ. იგავში ეუბნება ღმერთი ადამიანებს: გადით გზაჯვარედინებზე და ბოროტი, კეთილი, ყველა მოიყვანეთ ქორწილშიო. ყოველი წირვა-ლოცვა, ეს არის ქორწილი ძის. იესო ქრისტე ნეფეა და ეკლესია – მრევლი, ჩვენ ვართ სძალი, ანუ საპატარძლო უფლისა. თუ ჩვენ მოვინათლეთ, ესე იგი, საქორწილი შესამოსელი მოგვეცა. ამ ქორწილში ერთი ადამიანი იჯდა, რომელსაც საქორწილე სამოსი არ ეცვა და მას უთხრა ოჯახის უფალმა, უფროსმა: შენ აქ როგორ მოხვდიო. ვისაც ნათლისღება არ აქვს მიღებული, არ იცავს საეკლესიო წესებს, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება, არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, მას ეტყვიან: შენ ქორწილში მოსვლის ღირსი არ ხარო. გააძევებენ მას იქ, სადაც არის წამება და ტანჯვა დაუსრულებელი. გგონიათ, უფალი ვერ აიტანდა ადამის სამოთხეში ყოფნას, თავად ადამი ვერ აიტანდა სამოთხეში, სინათლეში ყოფნას?!
– დღეს ადამიანების დიდი ნაწილი დაბოღმილია, ერთმანეთს მტრობენ, პრობლემებს უქმნიან, ერთმანეთის სიხარული არ უხარიათ.
– წარმოიდგინე, შენ გვერდით მეზობელს აქვს ლხინი და ამ დროს შენი შინაგანი მდგომარეობა სულაც არ არის საქორწილო, სალხინო. დაზიანებული გაქვს ბუნება, გინდა რომ განიკურნო. ამისთვის კი საჭიროა იაროთ ეკლესიაში, რომელიც არის საქორწილი ნადიმის ადგილი, ყოველკვირა ჩვენ ვეგებებით ნეფეს ზიარებით, აღსარებით. ადამიანები მოდიან, ბავშვს მომაჩეჩებენ, აზიარებენ და მიდიან – ეს არის მაგია. შემდეგ სადღაც გარბიან. ღმერთს არ უთქვამს, ბავშვები აზიარეთო. გამოუშვით ისინი და თუ მაგათნაირები არ იქნებით, ვერ შეხვალთ სასუფეელშიო. ჩვენ იმიტომ ვაზიარებთ ბავშვებს, მორწმუნეები ვართ, მაგრამ ბავშვმა რომ გკითხოთ: შენ რატომ არ ეზიარებიო, რას უპასუხებთ – მზად არ ვარო?! ის ბავშვი როგორც კი გაიზრდება, აღარ მოდის წირვაზე, რადგან ხედავს, არ იქცევი სწორად. ერთხელ გაბრიელ ბერს ერთმა უთხრა, ძალიან მიყვარხარო. მან კი უპასუხა: ყველა ადამიანი ისე რომ გიყვარდეს, როგორც მე, ნამდვილი სიყვარული ეს იქნებოდაო. წმიდა ნიკოლოზი მე მეტყვის: ამდენი ხანი წინამძღვარი იყავი და ხალხს ლოცვა ვერ ასწავლე, რას ეუბნებოდი მათო. მანამდე უნდა იქადაგო, სანამ ადამიანი ყველაფერს არ გაიგებს. ლოცვა რომ იწყება, არ უნდა იხმაურო, არ უნდა დააგვიანო წირვაზე, არ უნდა გადაადგილდებოდე ეკლესიაში. თუ მცირედში არ ხარ ერთგული, დიდში როგორ იქნები? მინდა, მათ ვუთხრა, ვისაც დაქორწინება, ოჯახის შექმნა სურს, ახლა ძალიან კარგი პერიოდია ამისთვის. როცა ოჯახის შექმა სურთ, ამბობენ: მორწმუნე მინდა, იყოსო. არა არიან მართალნი, რადგან შეიძლება მორწმუნე იყოს, მაგრამ უსაქმური. მორწმუნეობა, სტიქაროსნობა არ არის შირმა. შეიძლება, მღვდელი იყოს და ურწმუნო ან ეპისკოპოსი და მწვალებელი.
– ასეთ დროს რა უნდა გაითვალისწინონ?
– უპირველეს ყოვლისა, შენს მომავალ მეორე ნახევარს ჰკითხე: უნდა თუ არ უნდა შვილები, რადგან ოჯახის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გამრავლებაა. მეორე: მუშაობს? თუ წლების განმავლობაში არაფერს აკეთებს, არ შექმნა მასთან ოჯახი, რადგან სულ პრობლემები გექნება და ნუ გგონია, რომ მისი მშობლები შეგინახავენ, ან მისი და, რომელიც უცხოეთში თავს იკლავს მუშაობით. ვიღაც იტყვის: სამსახურები არ არისო, მაგრამ თუ ხელს გაატოკებ, ყველაფერი კარგად იქნება. მესამე: არ შექმნათ ოჯახი ისეთ კაცთან, რომელიც ლოთია, ნარკომანი, მამათმავალი და უკეთური. მერე გამოსწორდება, დაანებებს თავს – არ გამოსწორდება, რადგან შვილებს სასმელი, ნარკოტიკი ურჩევნია. ასეთ ადამიანს მოერიდეთ, რადგან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და მე არ მინდა, ვნახო დანგრეული ოჯახები, დანევროზებული ბავშვები, რომლებიც შემდეგ ციხეებში აღმოჩნდებიან. მეოთხე: თუ მორწმუნეც იქნება, ძალიან კარგია. მაგრამ მორწმუნე იმას კი არ ნიშნავს, რომ ამბობ ამა და ამ ეკლესიის მრევლი ვარ და დიდი ხანია, არ ყოფილხარ ეკლესიაში.  ნუ იტყუები, ქორწილში ყველაფერი გამოჩნდება: ვის გაცვიათ თეთრი შესამოსელი და ვის – შავი. ადრე ძალიან იყო მოდაში მორწმუნეობა და ბევრი თამაშობდა. დღეს კი, პირიქით, მალავენ, ამბობენ: ხანდახან ავდივარ ეკლესიაში, მოძღვარი არ მყავსო. სოციალურ ქსელებში მღვდლების, ეპისკოპოსების ლანძღვა-გინების ისეთი კორიანტელია, ბევრ ადამიანს ერცხვინება იმის თქმა: მორწმუნე ვარ, მოძღვარი მყავს, ეკლესიაში დავდივარო. მინდა იცოდეთ, რომ სახარება ძალიან კატეგორიული მოთხოვნების წიგნია. ორი ყველაზე მკაცრი შეგონება, მოთხოვნა დაიმახსოვრეთ: ეძებეთ სასუფეველი ცათა, სიმართლე მისი და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ. ბევრი ამბობს: ხომ ვეზიარები, აღსარებას ვამბობ, რატომ ვერ ვიღებ იმას, რაც მინდაო. გახსოვდეს, რომ წარმართი არ ხარ და მამამ იცის, რა გინდა. თუ შენ იმისთვის მიდიხარ ეკლესიაში, რომ მატერიალური რაღაც გინდა, ქრისტიანი წარმართი ხარ. ამიტომ ვერ მიიღებ სასუფეველს ცათა. მაშინ რატომ უნდა ვილოცოო, იფიქრებს ვინმე.  ლოცვა დიდებისმეტყველება, მადლიერებაა. ბევრი ადამიანი წარმართივით ლოცულობს და ვერაფერს იღებს. ღმერთმა იცის, რა გაკლია და ის ყველაფერს მოგცემს, თუ ეს არ გახსოვს, წარმართი ხარ და ღმერთი არ მოგცემს. თუ იტყვი, მე რომ პარაკლისი გადავიხადე, ხშირად ვეზიარებოდი და იმიტომ მომცა უფალმაო, მართლმადიდებელი წარმართი გახდები. ზოგს ჰგონია, რადგან ყველაფერი კარგად არის ჩემთან, ესე იგი, ღმერთი არის ჩემთანო. ვინც საპატიმროშია ან ავად არის, მასთან არ არის ღმერთი? ყველაზე ძალიან რომ გიჭირს, რომ გიჭირს მეუღლის შერთქვა, პოვნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა მიგატოვა? შენ გაქვს პრობლემები. შეიძლება, ღმერთმა ბევრჯერ გამოგიგზავნა კარგი ადამიანი, მაგრამ ვერ დაინახე. ყველაფერს დანახვა და შეცნობა უნდა. როცა ყველაზე ძალიან გიჭირს, გტკივა, გშია, გწყურია, განერვიულებული ხარ, გავიწროებენ, მაშინ არის უფალი შენთან ახლოს და შენი ლოცვა მასთან მიდის.

скачать dle 11.3