კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა ოცნება აიხდინა მშობლების წინააღმდეგ წასვლით თიკა ჯამბურიამ და რატომ არ იტყვის ის უარს მეორედ გათხოვებაზე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ბოლო დროს თიკა ჯამბურია აქტიურად აღარ ჩანს და ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს მან საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა. თავად მომღერალი ჭორებს შეჩვეულია და ამბობს, რომ იმდენი ტყუილ-მართალი გაიგო საკუთარ თავზე, ვეღარაფერი გააკვირვებს.
თიკა ჯამბურია: ბავშვობაში, ვოცნებობდი, ტანსაცმლის გამყიდველი ვყოფილიყავი, მერე პრეზიდენტობა მინდოდა, რომ გავიზარდე, მსახიობობა მოვინდომე და ეს ოცნება, ავიხდინე – სამსახიობოზე ჩავაბარე.
– ოცნება აიხდინე, პროფესიით მსახიობი ხარ, თუმცა თეატრის სცენაზე არ დგახარ. რატომ?
– ბავშვობიდან ყველა ისე მიცნობდა, როგორც მომღერალ თიკა ჯამბურიას და ამის გამო, წარმატებული მსახიობი ვერ გავხდი. ფაქტია, მომღერლის წარმატებულმა კარიერამ მსახიობობაში ნამდვილად შემიშალა ხელი. სხვათა შორის, აბიტურიენტობის დროს სახლში იცოდნენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაბარებდი. მამაჩემს ძალიან უნდოდა, იურისტი ვყოფილიყავი, მაგრამ მისი იმედები, ამ მხრივ, ვერ გავამართლე (იცინის). სკოლაში მოიტანეს ფურცლები – უნდა დამეწერა, სად ვაბარებდი. მივხვდი, ჩემი ოცნების ახდენის დრო დგებოდა და პირველი, თეატრალური ჩავწერე. არ მინდოდა, ჩემი მშობლების გამო, ამ ოცნებაზე უარის თქმა და მათ წინააღმდეგ წავედი. დედაჩემის დაქალს, მსახიობ ეკა კონტრიძეს ვთხოვე მომზადება და ჩავირიცხე.
– თქვი, პოპულარობამ ხელი შემიშალაო. ეს შენს პირად ცხოვრებასაც ეხება?
– კი. თუ ყურადღების ცენტრში არ ვარ მაკომპლექსებს და უცნაურად ვგრძნობ თავს. 9 წლის ვიყავი, როცა ყველა მცნობდა, მაჩერებდა ქუჩაში და მეფერებოდა. ასე გავიზარდე და უყურადღებობას ვერ ვიტან. იმდენად აქტიურად აღარ ვჩანვარ, მაგრამ დღესაც მცნობენ და ის სითბო და სიყვარული, დღესაც მომყვება. იცით, რატომ არ დავავიწყდი ხალხს? საზოგადოების თვალწინ გავიზარდე, ჩემი პირადი ცხოვრება საჯარო გახდა და ყველამ გულთან ახლოს მიიტანა.
– რადგან პირად ცხოვრებას შეეხე, უნდა გკითხო – ქმართან დაშორების შემდეგ, უამრავი ჭორი გავრცელდა, ხან ვისთან დაგაწყვილეს და ხან ვისი საცოლე გაგხადეს. მესმის, ცნობადი ადამიანის პირადით ინტერესდება ყველა, მაგრამ შენი ქმართან გაშორების ამბავი, დიდხანს იყო განხილვის საგანი.
– გეთანხმებით, შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქმარს გავშორდი და ეს თემა დღემდე აქტუალურია. სალონში ვიყავი ამას წინათ და მესმის: ეს ის გოგო არ არის, ქმარს რომ გაშორდაო? (იცინის). ჩემი ბრალია, ბევრი ვილაპარაკე ჩემს პირად ცხოვრებაზე და დავაშავე. უამრავი ჭორი დადიოდა, სულ ვიღაცას მირიგებდნენ, ვიღაცასთან მაწყვილებდნენ. რამდენჯერ გამათხოვეს, არც დამითვლია – ხან ჩემს ჯგუფელზე გამათხოვეს, ხან საუკეთესო მეგობარზე, ხან რეპერ „მასტერის“ ცოლი გავხდი, ხან ჩემი მეგობრის, ფოტოგრაფ-დიზაინერ საშა პირშვინის. მირეკავდნენ: ვაიმე, თიკა, გავიგეთ შენი ამბებიო. არ მანაღვლებს, რას იტყვიან ჩემზე. ხშირად ჟურნალისტებთანაც მიწევდა არასასიამოვნო საუბარი. დაწერეს: თიკა ჯამბურიას, უიღბლო ქორწინებიდან ჰყავს შვილი ნინა ხოფერია, დაშორდა ფეხბურთელს და ახლა „მასტერთან“ დადის, თან, პარალელურად, შენიშნეს, ყოფილ ქმართანო. ამ ჭორიდან იმან კი არ გამაგიჟა და აღმაშფოთა, რომ ვიღაცასთან დავდიოდი, არამედ იმან; რომ თურმე შვილი  უიღბლო ქორწინებიდან მყავს. ამას რა ჰქვია? შეიძლება, ეს დაუწერო ქალს, რომელსაც ჰყავს არაჩვეულებრივი შვილი? მარტო იმის გამო არ ღირს ჩემი სინანული, რომ მყავს ნინა. სულ საშინელებებს მიწერენ და არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ როცა შვილს ეხებიან, იქ დაუნდობელი ვხვდები.
–  ყოფილ ქმართან, როგორი ურთიერთობა გაქვს? ბავშვს ნახულობს?
– მას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი, ნინა კი, არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩვენ  გვაერთიანებს. ბავშვს ხშირად აქვს ურთიერთობა მამასთან. ისეთი ჩასაფრებული არიან ჟურნალისტები ჩემს პირად ცხოვრებაზე, საკმარისია, მეგობარ ბიჭთან დავდო ფოტო სოციალურ ქსელში, ეგრევე ჩემს შეყვარებულად „ნათლავენ“. თუ ჩემ გვერდით საყვარელი მამაკაცი იქნება, სანამ ჭორაობას დაიწყებენ, მე თავად ვიტყვი, არ დავმალავ. მინდა ბევრი ვიშრომო, კარიერას მივხედო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თუ ვინმე გამოჩნდა, ხელი ვკრა და ვუთხრა, არ მცალია პირადი ცხოვრებისთვის-მეთქი. ოჯახსაც შევქმნი, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი ჩემი შვილია.
– თიკა, ბევრ ნეგატიურს წერდნენ შენს ზედმეტ წონაზე.
– ძალიან გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ხორციანი გოგო ვიყავი. ორსულობის დროს მოვიმატე და დაკლება გამიჭირდა. პანიკა რომ ატეხა ხალხმა, ვაიმე, რამსისქეაო – ეკრანი მასუქებს, თორემ, კატასტროფულად მსუქანი არასდროს ვყოფილვარ. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ გამოვედი, ყველა იმას წერდა: დედა, რამხელაა ეს გოგოო, გამაგიჟეს. სულ დიეტაზე ვარ და ვიკლებ და ვიმატებ. ოჯახის დანგრევა, ჭორები და ცხოვრების ბევრი  რთული პერიოდი ისე გადავიტანე, დეპრესია არ მქონია. ხშირად ვფიქრობ გავლილ ცხოვრებაზე, განცდებზე, წარუმატებლობაზე კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, მაგრამ ამის გამო არ ვიკეტები. ბევრჯერ გადავიტანე რთული პერიოდი, მაგრამ სულიერად არ დავეცი. მყავდა ნინა და როგორ შემეძლო, ხელი ჩამექნია, მისთვის მენახვებინა, რომ ვტირი ან ლოგინიდან ვერ ვდგები... არ ვაპატიებ ჩემს თავს, რომ ეს ყველაფერი ნინას ვაგრძნობინო. შვილი არის ის ადამიანი, რომელიც სტიმულს მაძლევს და ასევე, ჩემი ასაკი – ჯერ ახალგაზრდა ვარ.
– ის, რომ უცხოეთში აპირებ წასვლას, ესეც ჭორია?
– ძალიან მინდოდა ამერიკაში წასვლა, მაგრამ ნინას გარეშე სუნთქვა გამიჭირდება. ახლა რაღაც გეგმები მაქვს უცხოეთთან დაკავშირებით და ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა, მერე არ გამომდის ხოლმე.
скачать dle 11.3