№36 რატომ სთხოვენ ხატია წერეთელს ქალები ქმრების დაბლოკვას და რატომ არის მისთვის სექსი ნარკოტიკი
ხატია წერეთელი საზოგადოებაში ყოველთვის სკანდალური ვიდეოკლიპებით ჩნდება და ხშირადაც ეხვევა კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა ის ამ ყველაფერს მშვიდად ხვდება და ისევ განაგრძობს სკანდალური კლიპებზე მუშაობას, რომელსაც შვილი უღებს. ხატია მასაჟისტია, ბევრ ქვეყანაში შეისწავლა ეს პროფესია და შექმნა „ქართული მასაჟი“, რომლის სალონიც პოლონეთში გახსნა. რატომ იღებს ხატია სკანდალურ კლიპებს, რატომ დასჭირდა მას თავისი ენერგიის მართვის სწავლა და როგორ ყურადღებას იჩენენ მის მიმართ პოლონელი კაცები, თავად გვიამბობს.
ხატია წერეთელი: ეს ბიზნესი პოლონეთშიც მაქვს და თბილისშიც. საქართველოში მასაჟის სალონი გავხსენი და შევქმენი ქართული სტილის მასაჟი – „ჯორჯიან მასაჟ“. ვისწავლე სხვადასხვა ქვეყანაში და ერთი სტილი ამოვარჩიე. ქართული მასაჟის სალონი მაქვს, ასევე, კრაკოვში, ქალაქის ცენტრში. წავიყვანე ქართველები, მასაჟი ვასწავლე და სულ წინ მივდივარ. ძალიან პოპულარულები ვართ. ჟურნალ „კრაკოვის ტურისტულ გიდში“ ყველაზე მოთხოვნად სერვისებს ამატებენ, იქ ჩვენი სალონიც შევიდა და ეს ჩემთვის ძალიან მაგარი მომენტი იყო.
– ალბათ, პოლონელი მამაკაცების ყურადღებაც არ გაკლია...
– პირდაპირ ვიტყვი, რომ პოლონელი მამაკაცი საოცნებო კაცია. პოლონელებს ძალიან უყვართ ქართველი ქალები. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ყურადღება მაკლია, მაგრამ პოლონეთში ლამაზ თაიგულებს მიგზავნიან, უმეტესწილად – ფოსტით. როგორც კი გაიგებენ, პოლონეთში ვარ, ეგრევე მოდის ყვავილების თაიგულები. აქაური კაცები ძვირფას საჩუქრებსაც არ ინანებენ. შეუძლიათ, ძალიან უბრალოდ, ძვირფასი ოქროს ნივთიც გაჩუქონ. ქართველ კაცებს და პოლონელ კაცებს შორის ის განსხვავებაა, რომ პოლონელები შინაგან სამყაროს უფრო აფასებენ, გარეგნობა მათთვის მეორე ადგილზეა და ეს ძალიან მომწონს. თაყვანისმცემლები საქართველოშიც ბევრი მყავს. სოციალურ ქსელში ხშირად მწერენ კომპლიმენტებს, მეც მადლობას ვუხდი. ყველაზე კომიკური მომენტია, როდესაც ცოლები მწერენ, ამას ცოლი ჰყავს და ნუ სწერო. ვეუბნები, კარგი, დამილინკე და დავბლოკავ-მეთქი. ამასობაში დაბლოკილები 18 ათასზე ავიდა.
– შენ გვერდით პოლონელ მამაკაცს ხომ არ ვიხილავთ?
– გამორიცხული არაფერია, სიმპათიურებიც არიან, ყურადღებიანებიც და რატომაც არა. ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ამ ეტაპზე ბიზნესზე ვარ გადართული...
– როგორც ვიცი, ტიბეტშიც იყავი?
– ყველაზე ცოტა, 50 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მე როცა მასაჟის სწავლა დავიწყე, მაშინ შორეულ აღმოსავლეთში ვცხოვრობდი. გავისინჯე ბიოენერგეტიკა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ბიოენერგია მაქვს, აპარატმა ვერ განსაზღვრა და მაშინ მითხრეს, შენ ტიბეტში უნდა წახვიდე და იქ ისწავლო, შენი ბუნებრივი ენერგია როგორ მართოო. იქ შინაგანი ენერგიის მართვა და გაწონასწორება ვისწავლე. უამრავჯერ ვარ ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ შინაგანად იმხელა სიძლიერე მაქვს, აბსოლუტურად მშვიდად შემიძლია, წინ აღვუდგე.
– საქართველოში ხშირად ხარ კრიტიკის ქვეშ, უარყოფით კომენტარებზე რეაქცია გაქვს?
– გამოხატონ აგრესია, არ მაქვს პრობლემა. მე ასე არ ვიქცევი. ერთადერთი, მაშინ გამოვხატე აგრესია, როდესაც დამიწერეს – კუბოში რატომ არ წევხარო, მე ვუთხარი: გელოდები, შენ როდის ჩაწვები-მეთქი.
– შენი პირადი ცხოვრება არასდროსაა ცნობილი. არის შენს ცხოვრებაში მამაკაცი?
– პირადი არის ის, რასაც კარგად ვფუთავ. მე მარტო არასდროს ვარ. ჩემ გვერდით სულ არის მამაკაცი, იმიტომ არ ვამბობ, რომ მას ვიცავ. მე მაქვს ძალა, გავუძლო, მაგრამ ყველას არ აქვს. ჩემ გვერდით მყოფი მამაკაცი ოცდამეერთე საუკუნესთან შეუფერებლად პატიოსანია, სიმპათიურიც არის და ძალიან უღალატოა. ერთხელ ვჩიჩქნე, ვეცადე რამე მეპოვა, სადღაც ღალატს წავწყდომოდი, თუნდაც მიწერილ ესემესს და რომ ვერაფერი ვიპოვე, გავბრაზდი. იდეალური ურთიერთობა არ გვაქვს, ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა, რომ ერთად ვართ და ამ რაღაცების გამო არ ვშორდებით.
– ხშირად ხარ ხოლმე შეყვარებული?
– პირდაპირ გეტყვი, მე არ მიყვარს ხშირად. ამ ეტაპზეც არის ეს მომენტი, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი. შემიძლია მქონდეს იდეალურად კარგი ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული ის არის, რაც დებილივით დამარბენინებს აქეთ-იქით. ჩემს ცხოვრებაში იყო ორი ასეთი სიყვარული, ერთი დიდხანს გაგრძელდა – რამდენიმე წელი, და ამ ეტაპზეც არის მსგავსი. მიხარია, რომ სიყვარული ისევ შემიძლია. შეყვარებული არც ისე კარგი ვარ, არ ვარ დამთმობი.
– ეჭვიანი ხარ?
– ეჭვიანი არ ვარ, ჯერ ადამიანს ვამოწმებ და მერე ვიყვარებ, ვისაც არ ვენდობი, არ მიყვარს. სიყვარულში გული არ უტკენიათ, თავად ბევრისთვის მიტკენია. ჩემზე ახლაც ეჭვიანობენ. ბიზნესპარტნიორი მყავს, ვისთანაც დიდ დროს ვატარებ, საკმაოდ სიმპათიურია, ფულიანიც და ჩემი შეყვარებული ეჭვიანობს. მენდობა, მაგრამ კაცი კაცია და მაინც იეჭვიანებს. ცოტას თუ არ იეჭვიანებს და „დამიკიდებს“, ეგეც არ მინდა. ქართველი კაცების მოთხოვნაა, რომ ცოლი მაქსიმალურად არასექსუალურად გამოიყურებოდეს. რადგან ის გოგონა მოეწონა, მასში იყო რაღაც, რამაც მიიზიდა, დროთა განმავლობაში ცოლში კლავენ სექსუალობას – იმან ეს არ თქვას, ამან ეს არ თქვას, ჩემს ცოლს ვიღაცამ არ შეხედოსო... ამ ქალებსაც არ უნდათ, ოჯახში უსიამოვნებები ჰქონდეთ, ითრგუნებიან და ერთი პრობლემიდან მეორე პრობლემას აწყდებიან, თავის თავში კლავენ სექსუალობას. შენი ტემპერამენტის გამომჟღავნება ერთგვარი ნიჭია. ეს არის ვულკანი, შენ თუ ამ ვულკანს მოკლავ, ჩათვალე, რომ ის მიძინებული ვულკანი მაინც ამოხეთქავს და ეს ან ნევროზი იქნება, ან ბოღმა, ან რაღაც აგრესია. არ უნდა მოკლა, გინდა სექსუალურად ჩაცმა? ჩაიცვი. სჯობს, ქმარმა იეჭვიანოს, ვიდრე ერთი წლის მერე შენ გაგიხდეს საეჭვიანო. სჯობს, ქუჩაში შენ გიყურონ, ვიდრე სხვა სექსუალურ ქალს. მრგვალი ფორმები რომ მაქვს, მინდა თუ არა, მაინც ვექცევი ყურადღების ცენტრში. თუმცა, შიგნიდან, რომ მომდის სხვა ენერგეტიკაა, როცა ხარ გაშლილი, გახსნილი, ეს უკვე თვისებურად ქმნის ეფექტს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ როგორ იყენებ შენს თავს.
– შენთვის რამდენად კავშირშია სექსი და სიყვარული ერთმანეთთან?
– განუყოფელია. სექსი სიყვარულის გარეშე სად არსებობს? არ არის ის, რაც უნდა იყოს. სიყვარულში სექსი აუცილებელია. აბა, რა, მაზოხისტი ხომ არ ხარ. საყვარელ ადამიანთან სექსი რომ არ გაქვს, მაგას ჰორმონული კივილი ჰქვია. სექსი ჩემთვის ნარკოტიკივითაა. ნარკოტიკს ადამიანები იღებენ იმისთვის, რომ კარგად იგრძნონ თავი. სამედიცინო ენაზე – ორგაზმი ტვინს 75 პროცენტით თიშავს. ნებისმიერი ძლიერი, თუნდაც დიდი ოპერაციების დროს მოხმარებადი ნარკოტიკი ამას მხოლოდ 25 პროცენტით ახერხებს და რომელი ჯობია? რა თქმა უნდა – 75 პროცენტი. სექსი აუცილებელია და ყოველთვის მეცოდებიან ის ქალები, ვისთვისაც სექსი მხოლოდ პარტნიორისადმი დახმარების განცდაა. ზოგ შემთხვევაში, ქალი უთმობს მამაკაცს, რომ მან ისიამოვნოს, ზოგჯერ კაციც უთმობს და ეს დათმობები დიდხანს არ გაგრძელდება, ეს ის მუხტია, რომელიც არის ან არ არის. ჩემთვის სექსში მხოლოდ პედოფილია და პათოლოგიური გადახრებია მუღებელი, მაგრამ დანარჩენი რატომ უნდა უარვყო.