კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ დაჯავშნა ბილეთები მზია ორველაშვილმა მუცლად მყოფი ალექსანდრესთვის და რას აკეთებდა ის მეუღლის დასანახად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


მზია ორველაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა. პატარა ალექსანდრე საკეისროთი დაიბადა და აქტიური ფეხმძიმობის შემდეგ, მზია ახლაც არ აპირებს მოდუნებას. რამდენიმე დღეში ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება და უკვე ფორმაზეც განსაკუთრებულად ზრუნავს.
მზია ორველაშვილი: საკეისრო დაგეგმილი მქონდა. ბავშვი მჯდომარე მდგომარეობაში იყო და იმის გათვალისწინებით, რომ პირველი მშობიარობა ძალიან რთული იყო, საკეისრო მოვითხოვე. ძალიან ვნერვიულობდი, სულ იმის შიში მქონდა, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და საოპერაციოდან რომ გამომიყვანეს, ვამბობდი, ყველას საკეისროს გაკეთებას ვურჩევ-მეთქი. პატარა რომ დავინახე ხომ ყველაფერი დამავიწყდა. ჩვენმა ნათესავმა გადაიღო ვიდეო, ტატოს რომ ბავშვს აწვენენ გულზე და საოპერაციოში შემომიტანა. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და ტატოს მსგავსად, ცრემლები ვერც მე შევიკავე. ქვემოთ, ჩემებთან რომ ჩასულა, იქაც უტირია, საოცრად ელოდა შვილს.
– ბოლო პერიოდს, თბილისურ სიცხეებს როგორ გაუძელი?
– ტატო მეუბნებოდა, ერთ ადამიანს მიჭირს სუნთქვა და შენ – წარმომიდგენიაო. ცეკვიდან ბავშვები „ზბორებზე“ გვყავდა წაყვანილი, მაქსიმალურად ვიყავი საქმებში ჩართული. მერე ბებია გაგვიხდა ცუდად და მას ვუვლიდით.
– ცხრა თვის ორსული?
– კი. სამშობიაროში მეუბნებოდნენ, შენ არ ხარ ნორმალურიო. ოპერაციის შემდეგ, პალატაში რომ გადამიყვანეს, ერთ საათში ექიმს წვეთოვნების მოხსნას ვთხოვდი, უნდა ავდგე-მეთქი. რამდენიმე გოგო იყო საკეისრო ხუთი-ექვსი დღის გაკეთებული ჰქონდათ და ვერ დადიოდნენ. ექიმი გაგიჟდა, მე რომ იმავე საღამოს ფეხზე დავდექი. მეკითხებოდნენ, გამაყუჩებელი მაინც არ გინდაო? არ მტკიოდა და რა მექნა? მითხრეს, სპორტულად რომ ცხოვრობ, ამიტომ გადაიტანე ასე ადვილადო.
– სახელი როგორ შეურჩიეთ პატარას?
– ტატომ დაარქვა ალექსანდრე, ბავშვობიდან მომწონსო და პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ თუ ბიჭი დაიბადებოდა, ეს სახელი ერქმეოდა. ახლა ამბობს, ჩემი ალექსანდრე მაკედონელიაო. ყველა ასე კითხულობს, მაკედონელი როგორ არისო? ალექსანდრე ჯერჯერობით კარგი ბიჭია და მერე ვნახოთ. გუშინ ღამის პირველ საათზე რომ ვაჭამე, დილის რვის ნახევრამდე ეძინა.
– უკვე ორი შვილის დედა ხარ...
– ლევანი ძალიან მეხმარება ალექსანდრეს მოვლაში და მაკონტროლებს კიდეც. მეუბნება ხოლმე, დე, თავი ცუდად უჭირავს, გაუსწორეო და ასე შემდეგ. მე გოგო მინდოდა, მაგრამ ორი ბიჭის დედობა ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა. ესეც წამოიზრდება და სერიოზული დაცვა მეყოლება (იცინის).
– ტატომ როგორ მოირგო მამის ამპლუა?
– იმიტომ კი არა, რომ ხალხს მოვაწონო ჩემი ქმარი, მართლა ძალიან კარგად უვლის ბავშვს. როცა ხედავს, რომ ტირის, მაშინ ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ძალიან თამამადაა. რა ლამაზი ჰყავხარ მამასო, სულ ასე ეფერება და ამბობენ, რომ მამას ჰგავს. ტატო ბავშვებზე გიჟდება, შვილზე ოცნებობდა და რომ დაიბადა, წარმოიდგინეთ, რა ემოცია ექნებოდა.
– ტატო, საოცრად ემოციური ვიდეო იყო, გულზე რომ დაიწვინე ახალშობილი.
ტატო: ყველა ადამიანს ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას, მადლობა უფალს და ჩემს მეუღლეს ამ სიხარულისთვის! ეს ბედნიერების პიკია, ახლა ჩემში სრული ქაოსია. ბავშვი რომ დავინახე, ტირილი არ მინდოდა. ვცდილობდი, ცრემლები შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი. გულზე რომ დამაწვინეს და ტირილი შეწყვიტა, ეს ხომ საოცრება იყო და შოკიდან ჯერაც ვერ გამოვსულვარ. ამ ემოციას, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავხარჯავ. მეგობრებთან ერთად სადმე რომ გავდივარ ამ სიხარულის აღსანიშნავად, ყოველ წუთს სახლში ვრეკავ და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. შემიძლია, დღე და ღამე არ დავიძინო, ოღონდ მან არ იტიროს.
– როგორი იყო ორსული მზია?
– პირადად ჩემთვის არ შეცვლილა, მაგრამ ძალიან გულჩვილი გახდა, ყველაფერზე ეტირებოდა. თორემ მოთხოვნილებები რაც ჰქონდა, ის ყველაფერი ორსულობაშიც სრულდებოდა და მომავალშიც ასე იქნება.
– ნერვიულობდი, მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა?
– ბოლო სამი დღე ძალიან ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა. ზედმეტსაც არ ვსაუბრობდი და დაპროგრამებულივით დავდიოდი. თუ მზიკო რამეზე მეტყოდა, გააკეთეო – ვაკეთებდი. ბოლო დღეს ძმაკაცებთან ერთად დავჯექი და ვამბობ: ხვალ ათი საათი გახდება და მამა გავხდები, მიშველეთ რამე-მეთქი.
მზია: სამშობიაროში ვერ ვცნობდი, შოკში იყო. იმ დონეზე ნერვიულობდა, სურათიც მაქვს, საოპერაციოს კართან მგლოვიარის სახით რომ ზის. დედაჩემი საერთოდ დასამარხს ჰგავდა თურმე, ჩემი პირველი მშობიარობა რომ ახსოვდა – მაშინ დედიკოს უთხრეს, ან ბავშვი გადარჩება ან დედაო და ძალიან იყო შეშინებული.
– ბოლო წუთამდე საქმეებში იყავი ჩართული, ახლა რას აპირებ?
– ხუთი რიცხვიდან ისევ საქმეებში ვერთვები.
ტატო: ყველა ორსული ცდილობს, დაჯდეს, დაისვენოს. ეს რომ მთელი ცხოვრება მოძრაობას არის მიჩვეული, ალბათ, ამიტომ. ბოლოს უკვე კამათში გადამდიოდა დაძალება, გაჩერდი, დაჯექი, დაწექი. როგორც შენ არ დაგინახავს ეგ ყველაფერი, ისე ამას არ გაუგონია. ჩემს დასანახად ორი წუთით დაჯდებოდა და მერე ისევ აგრძელებდა.
მზია: ახლაც ერთი სული მაქვს, ხუთი რიცხვი მოვიდეს და სამსახურში გავიდე. ალექსანდრე ათი-თერთმეტი დღის იქნება და მე და ტატო ისე გადავანაწილებთ დღეებს, რომ ხან ერთი ვიქნებით მასთან, ხან – მეორე.
ტატო: ძიძა ჯერ არ გვინდა, რომ მოინათლება, მერე – კი. ოჯახის წევრებიც დაგვეხმარებიან და ყველაფერს ჩვენ თვითონვე გავუმკლავდებით.
მზია: მე უკვე დიეტას ვიცავ პირველივე დღიდან. სამშობიაროში ყველა გავაგიჟე. კარაქიანი პური, „ქაშები“ და მსგავსი საჭმელები მოჰქონდათ და მე მარტო ჩაის ვსვამდი და მოხარშულს ვჭამდი. სამშობიაროში რომ შევედი ოთხმოცდაათი კილოგრამი ვიყავი, თვრამეტი უკვე დავიკელი და კიდევ ბევრი მინდა. სარკეში რომ ვიხედები, ყოველდღე შედეგს ვხედავ. მინდა, ხუთ რიცხვამდე ჩავდგე ფორმაში. თან ბავშვი ჩემს კვებაზე არაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ხელოვნურად იკვებება, საკეისროს შემდეგ ხშირად ხდება ასე. სამსახურში რომ გავალ, ვარჯიშსაც დავიწყებ, ტრენერს უკვე მოველაპარაკე. ჩემი ტანსაცმელი ყოველდღე უნდა გამოვიღო და ჩავიცვა, ყველაზე პატარა შარვილიდან დავიწყებ (იცინის).
ტატო: იმიტომ არა, რომ ჩემი ცოლია, მაგრამ საოცარი შემართება აქვს.
მზია: სამშობიაროდან რომ მოვდიოდით, მომდევნო ზაფხულის არდაადეგებს ვგეგმავდით.
ტატო: მერვე თვეში რომ იყო, დეკემბერში გერმანიის ბილეთები დავჯავშნეთ, რა თქმა უნდა, ალექსანდრესთვისაც.
მზია: მამიდასთან ვხვდებით ამ ახალ წელს ბავშვებთან ერთად.  
скачать dle 11.3