კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 „სენა-მედი“ – ძლიერი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

რეგიონებში სამედიცინო სფერო აქტიურად ვითარდება და ამის ნათელი მაგალითია წარმატებული და აღიარებული კლინიკა „სენა-მედი“, სადაც კვალიფიციური მედპერსონალისგან   უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებს მიიღებთ. სენაკში, მცირე ფართობზე გახსნილი სამშობიარო სახლი მალე მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრად იქცა და სწორედ ამიტომ „სენა-მედი“ გამორჩეულ და რეგიონში ერთ-ერთ ძლიერ კლინიკად დასახელდა. „სენა-მედის“ განვითარების გზასა და უპირატესობებზე უფრო დაწვრილებით კლინიკის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი თოლორდავა გვესაუბრა.  
– ბატონო გიორგი, როდის გაიხნა სამშობიარო სახლი „სენა-მედი” და განვითარების რა ეტაპების გავლა მოგიწიათ?
– კლინიკა „სენა-მედი“ 2001 წელს 400 კვადრატული მეტრის ფართობის შენობაში გაიხსნა და
თავდაპირველად მხოლოდ რვა საწოლზე გათვლილი სამშობიარო სახლი იყო. იმ პერიოდში ყველა ფიქრობდა, რომ თითქმის კატასტროფის პირას მყოფი ქვეყნისთვის ფასიანი სამედიცინო ცენტი არ გაამართლებდა, თუმცა, ჩვენ შევძელით, ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ „სენა-მედი“ არის ადგილი,
სადაც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან უმაღლესი დონის, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.
– სამშობიარო სახლის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრად გარდაქმნის იდეა საიდან გაჩნდა?
– დროთა განმავლობაში გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა და შესაბამისად – მოთხოვნებიც.
მხოლოდ მონოპროფილურ სამედიცინო ცენტრად დარჩენა აზრს კარგავდა და დავამატეთ ქირურგია, თერაპია, ბავშვთა სტაციონარი და რეანიმაცია. გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოგრაფია. შევიძინეთ უახლესი, საქართველოში ყველაზე თანამედროვე ექოსკოპიის აპარატი და ფაქტობრივად, ყველა დიაგნოსტიკურ სერვისს მოვიცავთ.
– როგორ დაახასიათებთ „სენა-მედის“ სამედიცინო პერსონალს?
– „სენა-მედი“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით როგორც სენაკიდან, ისე ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან – ზუგდიდიდან, წალენჯიხიდან, თბილისიდან და ასე შემდეგ. ექიმის პროფესია მუშაობასა და განვითარებას მოითხოვს და ჩვენი მედპერსონალი მუდმივად
გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.
– „სენა-მედიში“ მალე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება...
– დასრულდა მოლაპარაკებები,  ჩამოგვაქვს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი და ამით დამთავრდება დიაგნოსტიკური სპექტრის სრული მოწყობა.
– რითია გამორჩეული „სენა-მედი“ რეგიონში სხვა სამედიცინო ცენტრებისგან?
– ამჟამად, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და გამოცდილი გუნდით ვზრუნავთ მომავალზე და ვებრძვით სხვადასხვა დაავადებებს. ძალიან მაღალია პაციენტების მომართვიანობა. „სენა-მედი“ რეგიონალური მნიშვნელობისაა, თუმცა ჩვენთან თითქმის ყველა კუთხიდან მოდიან პაციენტები. დღეს თუ მაგნიტორეზონანსული კვლევებისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უწევთ ჩასვლა, სულ მალე „სენა-მედიც“ შეუერთდება ამ ჩამონათვალს და  ეს აპარატი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი კლინიკის მნიშვნელობას.
скачать dle 11.3