№36 გოგი წულაიას ანეკდოტები
ქალი საგიჟეთში რეკავს და ექიმს ეუბნება:
– ექიმო, მიშველე, ქმარი გამიგიჟდა, თავი ტრაილერი ჰგონია!
– ქალბატონო, სასწრაფოს გამოუძახეთ და როგორმე ჩემამდე მოიყვანეთ.
– თქვენც კაი გიჟი ყოფილხართ, იმხელა ტრაილერი სასწრაფოს მანქანაში რას შეეტევა?
***
ბაზარში მეგრელი ყიდის საზამთროს. წინ წარწერა დაუდევს: „ერთი საზამთრო – 3 ლარი, 3 საზამთრო – 10 ლარი”.
ჩერდება გამვლელი და ეკითხება:
– კარგად ხარ?! ერთი თუ 3 ლარი ღირს, სამი 10 ლარი – როგორ?
– აი, ეგრე გამოდის და…
– რა გამოდის ეგრე?! აი, შენ სამი ლარი და მომეცი ერთი საზამთრო.
მეგრელი, ართმევს 3 ლარს და აწვდის საზამთროს.
– აი, კიდევ 3 ლარი და მეორე მომეცი... აი, კიდევ 3 ლარი და მესამეც მომაწოდე. ხედავ, მე სამი საზამთრო ვიყიდე, შენ კი 9 ლარი გაქვს 10-ის ნაცვლად, ისწავლე მარკეტინგი! – გატრიალდა და წავიდა.
მეგრელმა ფული გადათვალა, მხრები აიჩეჩა და ჩაილაპარაკა:
– ვა, რა ხალხია... მოდიან, ჭკუას გარიგებენ, საზამთრო სულ არ უნდათ და სამს ყიდულობენ და კიდევ მე არ ვიცი მარკეტინგი, მაგალითად.
***
ქუთაისელს სტუმრები ეწვია. დაიწყო სუფრის გაშლა ეზოში, სუფთა ჰაერზე. სანამ მაგიდას მიუსხდებოდნენ, სტუმრები ეზოში სეირნობდნენ. ყურძენი იყო დამწიფებული და ყველამ, თითო მტევანი მოწყვიტა ტალავერს და გემო გაუსინჯა. მოკლედ, აიწია ქეიფი. ცოტა ხანში ქუთაისელ მასპინძელს ერთი სტუმარი მამაკაცი მორიდებით მიუახლოვდა და ჰკითხა, ტუალეტი სად არისო.
– წამოი, ძამია, აგერ, საწნახელი განახოო!
– მე, ტუალეტი გთხოვეთ, ბატონო!
– რაც ყურძენი მქონდა, ჩამომიჭამეთ და აქ ქენით ბარემ, იქნება „ოტკა“ მაინც გამოვხადო.
***
სვანს, აჩვენეს ჭა და უთხრეს:
– აი, შენი წინაპრები, აქედან სვამდნენ წყალს.
– მაიცა, კაცო, მაგ შობელძაღლებს, ამხელა კისერი ჰქონდათ?
***
ვაკელი გოგონა მეგობარს შეხვდა:
– როგორ მოგწონს ჩემი ახალი ქმარი?
– შენ, ყველაფერი გიხდება, საყვარელო.
***
სვანმა როიალი იყიდა. ააქვს სახლში და უცბად დაუგორდა. მისდევს და თან ყვირის:
– არიქა, პედალს დააჭირეთ ვინმემ ფეხი!