კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორს გხედავენ გარშემო მყოფები

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ძალიან საინტერესო, ორგინალური და უცნაური ტესტია. საკმაოდ ინფორმაციული. თქვენ მხოლოდ გულახდილად უნდა უპასუხოთ შეკითხვებს.
1. როგორია თქვენი ყოველდღიური მაკიაჟი?
ა) საერთოდ არ ვიყენებ მაკიაჟს;
ბ) მსუბუქი, დახვეწილი, ეფექტური;
გ) ყოველდღიურად ახლებური.
2. რა გაქვთ „კოსმეტიჩკაში“?
ა) სახის დასაბანი ტონიკი, ტუჩის ბალზამი, ხელის კრემი;
ბ) ტონალური კრემი, საყვარელი ტუში, პომადა, ჩრდილები;
გ) ფუნჯი – ტონალურისთვის, შავი „ლაინერი“, ტუჩის საცხი.
3. როგორ უვლით სახის კანს სახლში?
ა) ვიყენებ სახის ძვირფას კრემებს;
ბ) მაქვს დილის, ღამის, პილინგის, მკვებავი კრემები. ასევე, სხვადასხვა სახის ნიღბები;
გ) ვიყენებ შრატებს, კრემებს, ნიღბებს, პილინგის საშუალებებს და მკვებავ კრემს.
4. როცა დილით დრო არ მაქვს:
ა) პირს ვიბან და საუზმის გარეშე გავრბივარ სახლიდან;
ბ) სწრაფად „შევიღებები“, სულ ოდნავ და გავრბივარ;
გ) მირჩევნია, საუზმეზე ვთქვა უარი და ფორმაში ვიყო.
5. კოსმეტიკის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი გადმოგცეს. რას აირჩევთ:
ა) რაიმე სასარგებლოს – შამპუნს, სველ ხელსახოცს;
ბ) ტუშს, პომადას... იმ მარკისას, რასაც ვიყენებ;
გ) რაიმე ისეთს, რასაც ჩემი თანხებით ვერ ვიყიდი.
ყველა პასუხი „ა“ უდრის 0 ქულას;
პასუხი „ბ“ – 1 ქულას;
პასუხი „გ“ – 2 ქულას.
2 ქულა და ნაკლები: მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვთ. შეგიძლიათ, ღრმად ჩასწვდეთ მოვლენებისა და საგნების არსს. თუმცა, რადიკალიზმიც გახასიათებთ, რაც ხელს გიშლით რეალობის კარგად აღქმაში. სიახლეებიც გაკლიათ.
3-დან 7 ქულამდე: კონსერვატორი ბრძანდებით. საკუთარი არჩევნის ერთგული ხართ. ძველი პრობლემების გადასაჭრელად ახალ გზებს არ ეძებთ. დაუმატეთ თქვენს ყოველდღიურობას სულ ცოტა ექსპერიმენტები და ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდება.
8-დან 10 ქულამდე: წვრილმან დეტალებს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პედანტი ბრძანდებით. ვერავინ ვერაფერს დაგიმალავთ. ვერ იტანთ, როცა სრულყოფილებას ვერ აღწევთ – მნიშვნელობა არა აქვს, რა საქმეში. წესრიგი – აი, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
скачать dle 11.3