კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მულმა მე და ბავშვი გარდაცვლილი ქმრის სახლიდან გამოგვაგდო

მე და ჩემს მეუღლეს დიდი ხანი არ გვყავდა შვილი. დავიტანჯეთ, ყველა ექიმი და სამედიცინო დაწესებულება მოვიარეთ, ვიმკურნალეთ და ექვსი წლის მერე ორსულად დავრჩი. ნანატრი შვილის მოლოდინში ქმარი ხელის გულზე მატარებდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ ბედნიერ დროს, ბედი ასე მიმტყუნებდა და საყვარელ მამაკაცს დამაშორებდა. რვა თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემი ქმარი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. თავს ვახლიდი კუბოს, არც შვილი მახსოვდა და არც აღარავინ დედამიწის ზურგზე. მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა, არ ვიცოდი. ყველა მეუბნებოდა, შვილის გამო უნდა იცოცხლო, მაგრად უნდა იყო და ამით შენს გარდაცვლილ ქმარს უნდა სცე პატივიო. მოკლედ, ქმრის გარდაცვალებიდან, ზუსტად ერთ თვეში დედა გავხდი. ვიფიქრე, მე მეტს ვერაფრით დავეხმარები ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს, მას ვერ გავაცოცხლებ, მის სასახელოდ გავზრდი შვილს და სიცოცხლეს მისთვის გავაგრძელებ-მეთქი. მაგრამ ვინ დამაცადა? ჩემი მული არც მანამდე მცემდა პატივს და არც ძმის გარდაცვალების მერე მოეგო გონს. იმდენი ქნა, სანამ მე და ბავშვი სახლიდან არ გამოგვყარა. დადიოდა და ტიროდა, ძმაო, ეს რა გამიკეთე, შენ აღარ მყავხარ და შენი ცოლი რად მინდაო. ბავშვს ზედ არ უყურებდა. მესმის, მძიმეა დედმამიშვილის დაკარგვა, მაგრამ მე და ჩემმა შვილმა რა დავაშავეთ? ერთი სიტყვით, ბინა მიქირავა და იქ გადამიყვანა. მითხრა, მე გადავიხდი ფულს, უბრალოდ, შენ რომ გხედავ სახლში და ჩემი ძმა მიწაში წევს, არ შემიძლიაო. ვერც ჩემმა დედამთილმა გაუწია შორიდან წინააღმდეგობა – სოფელში ცხოვრობს. სულ მირეკავს და მეუბნება, აქ ჩამოდი, შვილო, მე მოგხედავო. იქ ნამდვილად ვერ წავალ საცხოვრებლად – არ არის პირობები ბავშვის აღსაზრდელად. ჩემი მულის ნამუსზე იყოს, რაც გამიკეთა. დაპარპაშებს ახლა მარტო ოროთახიან ბინაში და ვითომ ძმას გლოვობს. წელიწადში ერთხელ ავა საფლავზე და იქაც იმას დასტირის, შენი ცოლი დატოვე და შენ წახვედიო. მე კი, როცა შესაძლებლობა მაქვს, ბავშვი ამყავს მამის საფლავზე, ვუყვები ჩვენს ამბებს და ასე მგონია, ესმის. ამას წინათ მობრძანდა ჩემი მული, ბინის ქირა მომცა და ბავშვს ჩასაცმელები მოუტანა. არც კი უკითხავს, რას ვჭამთ, როგორ ვართ, როგორ გაგვაქვს თავი... ჩემი ნათესავები რომ არა, ალბათ, შიმშილით დავიხოცებოდით. წამოვზრდი ჩემს პატარას, დავიწყებ მუშაობას და ყველას გადავუხდი ამაგს. კი შევაპარე, უკვე ერთი წელი გავიდა და მე და ბავშვი დავბრუნდებით-მეთქი, მაგრამ შემომტირა, მაცადეთ ძმის გლოვაო. მეც მტკივა გული, ახალგაზრდა ქმარი ჩავდე მიწაში, მეც ვგლოვობ და მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ, მაგრამ ამის გამო ახლობლები დავკარგო და მივუკეტო კარი? არ მინდა, მულს გული ვატკინო, ვიცი, ძალიან უყვარდა თავისი ძმა, მე – ჯანდაბას, მაგრამ ძმისშვილზე როგორ ამბობს უარს, არ ვიცი. იმის მაგივრად, რომ ბავშვზე გადაიტანოს ყურადღება, მასზე იზრუნოს და ამით გარდაცვლილ ძმას სცეს პატივი, უკუღმა იქცევა. კი ამბობენ, კაცია და ბუნებაო, მაგრამ, ეს უკვე სიბოროტეა. არ მინდა, სასამართლოს წესით გამოვიტანო ჩემი წილი სახლიდან, მაგრამ თუ დამჭირდა, შვილის გულისთვის, ალბათ, ასეც მოვიქცევი და ჩემი გარდაცვლილი ქმარი მაპატიებს.
ირმა, 35 წლის.скачать dle 11.3