№36 გემრიელად დასაცავი ბანანის დიეტა
ამ დიეტით 3 დღეში, დაახლოებით, 3 კილოგრამის დაკლება შეიძლება. თუმცა, სანამ ბანანის დიეტას შეუდგებით, გულმოდგინედ უნდა მოემზადოთ. წინა ორი დღე დაუშვებელია შემწვარი, ცხიმიანი, შებოლილი, ძალიან ტკბილი და მარიალიანი საკვების მიღება. დიეტის დროს კი, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ არამწიფე ბანანი რადგან, მათში სხვადასხვა ორგანიზმის მიერ ცუდად ასათვისებელი ნივთიერებაა.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებს, კერძოდ, E, C და B6 ვიტამინს, მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის ძირითად წყაროდ. ამ დიეტის დროს, ნაწლავები სუფთავდება, ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, უმჯობესდება კანის მდგომარეობა. ბანანის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ართრიტების დროს. ხოლო, ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული, ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს. ასე რომ, თუ არ გაქვთ სანაღვლე გზების, ღვიძლისა და თირკმლების დაავადება, ასევე, კუჭის წყლული, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ დიეტა.
პირველი დღე
დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და დალიოთ სამი ჭიქა უცხიმო რძე. თუ რძე არ გიყვართ, შეგიძლიათ ის 1-პროცენტიანი კეფირით ჩაანაცვლოთ.
მე-2 დღე
დღის განმავლობაშიმ უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და 200 გრამი ხაჭო. შეგიძლიათ, დალიოთ უშაქრო მწვანე ჩაი ან ლიმონიანი წყალი.
მე-3 დღე
დღის განმავლობაში მიირთვით 3 ცალი ბანანი, 1 ფილა მწარე შოკოლადი და სამი ჭიქა დაბალკალორიული კეფირი ან უცხიმო რძე.
დიეტის დროს, შიმშილის გრძნობა შეგიძლიათ უშაქრო მწვანე ჩაის სმით გადალახოთ. დიეტა მკაცრია, თუმცა, დღე-ღამეში ერთ ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ.