კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ტუჩების კანს მუდმივი დატენიანება და კვება სჭირდება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


ტუჩებს ინტენსიური დაცვა და კვება სჭირდება, რადგან მისი კანი გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით და ხშირად განიცდის დაბალი ტემპერატურის, ქარისა და მზის სხივების ზემოქმედებას.  ტუჩების მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დანოტივებას და ტუჩებს რბილს, ნაზსა და მიმზიდველს ხდის.
ტუჩების კანს ცხიმოვანი ჯირკვლები, პრაქტიკულად, არ გააჩნია. ამის გამო, ხშირად შრება, სკდება და იქერცლება. როდესაც სახეზე წაისვამთ მკვებავ ან დამატენიანებელ ნიღაბს, წაისვით ტუჩებზეც, ანდა გამოიყენეთ ის ნიღბები და მკვებავი კრემები, რომლებსაც თვალების ირგვლივ ხმარობთ, რადგან ტუჩების კანი სტრუქტურით თვალების ირგვლივ არსებულ კანს ჰგავს. გამომშრალი და გაუხეშებული კანის დასარბილებლად შინიდან გასვლამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, ტუჩებზე წაისვით მცენარეული ზეთი, ვაზელინი ან ზეთოვანი A და E ვიტამინები. შინიდან გასვლის წინ შეიმშრალეთ ტუჩები ხელსახოცით და წაისვით პომადა ან ტუჩების ჰიგიენური ბალზამი. იგივე პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ ძილის წინაც.
ასევე, შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ტუჩის ნიღბები:
* ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს, შეათქვიფეთ 1 ჩაის კოვზი რძე და წაისვით ტუჩებზე. 15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით ვაზელინი. ეს პროცედურა არბილებს და კვებავს ტუჩების კანს;
* მეოთხედი ბანანი გახეხეთ, 1 ჩაის კოვზს, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და წაისვით ტუჩებზე 10 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ტუჩებს კვებავს, ანოტივებს და არბილებს.
* მშრალი ტუჩებისთვის, რომელიც მუდმივად იქერცლება, კარგია თაფლი. წაისვით ტუჩებზე, გაიჩერეთ ცოტა ხნით, დროდადრო, თითით მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.
* 1 ჩაის კოვზ არაჟანს, დაუმატეთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი, წაისვით ტუჩებზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ეს ნიღაბი, ტუჩის კანს ატენიანებს და იცავს გამოშრობისგან.
* თუ ტუჩები ხშირად გექერცლებათ, ნაღების კარაქით დაიზილეთ: რბილი ნაღების კარაქი ჯაგრისზე მოათავსეთ და ფრთხილად, ნაზი მოქმედებით, დაიზილეთ ტუჩები.
* შინიდან გასვლის წინ, ყოველთვის წაისვით ტუჩების ჰიგიენური ბალზამი, დაწოლის წინ კი, ვაზელინი, რომ ტუჩის კანი, მუდმივად რბილი და დატენიანებული იყოს.
* ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, სვით დღეში არანაკლებ 2 ლიტრი წყალი. ეს სასარგებლოა არა მარტო ტუჩებისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის.
скачать dle 11.3