კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 არ ენდო გამვლელს

სეიერს დევიდსი

​მისტერ მელოუმ სტუმარი გააცილა.
– მოხვალთ იქით ოთხშაბათს?
– რა თქმა უნდა, მოვალ, –  თავი დაუქნია მისტერ კრიჩმა, – უბრალოდ, ერთ კაცთან შეხვედრა მაქვს დანიშნული. თუ ცხრა საათამდე არ გამოვჩნდი, არ დამელოდოთ. მაშინ ხუთშაბათს გამოვივლი.    ამ თითქმის უკაცრიელ ადგილზე კოტეჯი პენსიაზე გასვლის შემდეგ იყიდა. სურდა, დარჩენილი დღეები აქ გაეტარებინა, თუმცა მალე მისი იდილია დაირღვა. მდიდარმა ბიზნესმენმა, სწორედ იმ კრიჩმა, ჭადრაკს რომ ეთამაშებოდა ხოლმე, იქაურობა მთლიანად იყიდა და მალე მთელს ველზე ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები გამოჩნდა.
მისტერ მელოუ სახლში დაბრუნდა .კალოშები თავის ადგილზე დააწყო და დასაძინებლად გაემართა. იმ ღამეს მას უცნაური სიზმარი ესიზმრა. თითქოს ველზე იყო გამოსული. „კალოშების გარეშე არ უნდა გამოვსულიყავი“, – ფიქრობდა თავისთვის. რატომღაც ხიდზე მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ  რაც მეტად უახლოვდებოდა, ხიდი მით მეტად შორდებოდა. მელოუ გაიქცა. როდესაც გაჩერდა, აღმოაჩინა, რომ კოშკი მიუახლოვდა. ხოლო ხიდი ქინძისთავის ზომაზე დაპატარავებულიყო. წამის შემდეგ მეილოუ მდინარის ნაპირზე იდგა. ხიდი სადღაც გაქრა, ხოლო კოშკი ადგილიდან დაიძრა. უფრო სწორად უკვე ორი ტყუპი კოშკი იყო – თავად კოშკი და მისი ანარეკლი. ისინი ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და ნათელი იყო, კაცის გაჭყლეტვას აპირებდნენ. ამ დროს ცა გასკდა და იქიდან წყლის ჭავლი წამოვიდა. წამის შემდეგ მელოუ კოშკის ნაცნობ კიბეზე ადიოდა. „ჩემი კალოშები აქ ყოფილა“, – შვებით ამოისუნთქა მან. იმ წამსვე მეხი გავარდა.
ოთხშაბათ საღამოს, რვა საათზე ედვინ მელოუ სახლში იჯდა და გაზეთში დაბეჭდილი საჭადრაკო ამოცანის ამოხსნას ცდილობდა. ამ დროს ვიღაცამ დააკაკუნა. კრიჩი არ უნდა ყოფილიყო. ჯერ ხომ მხოლოდ რვა საათი იყო. ზღურბლზე უცნობი მამაკაცი იდგა.
– მისტერ მელოუ?
– გახლავართ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– არაფერი, უბრალოდ ჭადრაკის სათამაშოდ მოვედი, – აუხსნა უცნობმა, – კომერსანტი ვარ. მანქანა გამიფუჭდა და იძულებული გავხდი, სოფელში სასტუმროში გავჩერებულიყავი. დრო რომ გამეყვანა, ვკითხე, ამ მხარეში ჭადრაკის მოყვარული ხომ არ ეგულებოდათ.  მიპასუხეს, რომ ჭადრაკს ძალიან კარგად მისტერ მელოუ თამაშობსო. თქვენი სახლიც მომასწავლეს. თუ არ გცალიათ წავალ.
– საერთოდ, ერთ ნაცნობს ველოდები, – მელოუმ მხრები აიჩეჩა, – ცხრაზე უნდა მოვიდეს,  მაგრამ შეიძლება, ვერც მოახერხოს.
უცნობმა ზღურბლს გადმოაბიჯა და ხელთათმანიანი ხელი გაუწოდა.
– ხელზე რამე გჭირთ?  – ზრდილობიანად დაინტერესდა მელოუ.
– ისეთი არაფერი, თითებზე ტყავი ამძვრა, როდესაც ჩემი მანქანის დაქოქვას ვცდილობდი... დავიწყოთ?
ედვინ მელოუ მალე მიხვდა, რომ პირველ პარტიაში მისი მეტოქე მთელი ძალით არ თამაშობდა. მალე მისტერ მელოუს მეფე მეტოქის ორმა ეტლმა შუაში მოიმწყვდია – მისი სიზმარი მეორდებოდა, ორი მოძრავი კოშკის შესახებ. მელოუმ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
– ქიში! – გამოაცხადა მისტერ მოზესმა, – ქიში და შამათი!
მოზესმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა და ფიგურების ჩალაგება დაიწყო. მელოუმ სტუმარი გააცილა და ფანჯარა გამოაღო. ველი მთვარეს გაენათებინა. „გასეირნება ცუდი არ იქნებოდა“, – გაიფიქრა თავისთვის და პარმაღზე გამოვიდა, თუმცა კალოშები ჩვეულ ადგილზე ვერ აღმოაჩინა. სად ჯანდაბაშია შეტენილი, – თავისთვის ჩაიბურტყუნა. მერე კი,  რატომღაც, დარწმუნებით დაამატა, – კალოშები კოშკშია.
თითქოს ფეხები თავისით მოძრაობდნენ. კალოშები სასწრაფოდ უნდა მოიტანოს, თორემ შეიძლება, უბედურება მოხდეს. „რა სისულელეა, – გაიფიქრა თავისთვის, – ეს ყველაფერი იმ სულელური სიზმრის ბრალია. ალბათ,  მოსამსახურემ კალოშები გასარეცხად წაიღო... თუმცა,  რადგან გამოვედი,  ბარემ გავისეირნებ“.
რამდენიმე წუთში ის უკვე კოშკის წინ იდგა. სიბნელეში ფეხით მოძებნა საფეხურები და ზევით ასვლა დაიწყო. სადღაც შუა გზაზე მან კიბეზე რაღაც დიდი, უფორმო საგანი შენიშნა და შეშინებული მიხვდა, რომ ეს ზუსტად ის იყო,  რის გამოც აქ მოვიდა.
კრიჩის სხეულის გვერდით მისი კალოშები ეწყო. როდესაც  მათ ასაღებად დაიხარა, კრიჩის ფეხებთან ჭადრაკის ფიგურა, ეტლი შენიშნა...
პოლიციის ექიმი ფიქრობდა, რომ კრიჩი დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე მოკლეს. სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაინახა, სწორედ ამ დროს, იგი როგორ გაემართა ჭადრაკის სათამაშოდ მისტერ მელოუსთან. დილით კოშკისკენ მიმავალ გზაზე ნათლად გამოჩნდა მისტერ მელოუს კალოშების კვალი. კვალი ღრმა იყო, თითქოს კალოშების პატრონს რაღაც მძიმე ტვირთი მიქონდა.
– რა სამწუხაროა, – ჩაილაპარაკა საგრაფოს პოლიციის ინტენდანტმა – ამ მოზესს ვერსად ვპოულობთ. სასტუმროში იგი თვალით არ უნახავთ და მით უმეტეს, თქვენთან ჭადრაკის სათამაშოდ არავინ გამოუშვიათ. სოფელში არავის უნახავს არც მანქანა, არც გაფუჭებული და არც გაუფუჭებელი... ამ ოთახში თამაშობდით? ბაღში მისტერ კრიჩის ნაბიჯების ხმა არ გაგიგიათ? არა? ან ის, ან ვიღაც სხვა, ვერანდაზე ამოვიდა და თქვენი კალოშები წაიღო, ხოლო თქვენ იდუმალ მისტერ მოზესთან ისე იყავით ჭადრაკის თამაშით გართული, რომ ვერაფერი დაინახეთ და ვერაფერი გაიგონეთ.
– ჭადრაკის ფიგურებზე თითის ანაბეჭდები არ იქნება? – ჩაილაპარაკა საგრაფოს მთავარმა კონსტებელმა.
– მარჯვენა ხელზე ხელთათმანი ეკეთა,  – მძიმედ ამოიოხრა მელოუმ,  – ხოლო მარცხენა ხელი, მგონი, საერთოდ არ გამოუყენებია.
– ამ ფიგურას ტურას ეძახით, არა? – თქვა ინტენდანტმა და ჯიბიდან თეთრი ეტლი ამოიღო, რომელიც კრიჩის გვამის გვერდით ეგდო, – თქვენს ჭადრაკს სწორედ ეს ფიგურა აკლია.
– ალბათ მოზესმა ჩუმად ჯიბეში ჩაიდო. ფიგურები იმან აალაგა, – თქვა მელოუმ.
– ჰო, მაგრამ მას ხომ არ შეეძლო, ის კოშკში წაეღო, – შეეწინააღმდეგა პოლიციელი, – ის მკვლელობას ვერ ჩაიდენდა, რადგან ამ დროს თქვენთან ერთად იყო.
– იქნებ თავად თქვენ წაიღეთ ფიგურა კოშკში და იქ დაგივარდათ? – ივარაუდა კონსტებელმა.
ედვინ მელოუს თავზე ხელები ჰქონდა წავლებული და ოფლში იწურებოდა.
– გვითხარით, მისტერ მელოუ, – რამ გაიძულათ წუხელ კოშკში წასულიყავით?
– სუფთა ჰაერზე გავედი... – მელოუ გაჩუმდა. შემდეგ გაუბედავად დაამატა, – ეს ყველაფერი სიზმრის ბრალია.
– რა დაგესიზმრათ, ჭადრაკი?
– ორი ეტლი და მკვდარი შავი ყვავი, – თავი დააქნია ედვინმა და ყველაფერი დაწვრილებით მოყვა. არც იმის შეეშინდა, რომ კრიჩისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმართ თავისი ცუდი დამოკიდებულების შესახებ ეთქვა.
– ძალიან გაგიმართლათ, რომ ასეთი სიზმარი ნახეთ, – გასაგებია, თქვენ მათ რატომაც აგირჩიეს. ყველაფერი დღესავით ნათელია! სიზმარი რომ არ ყოფილიყო, მკვლელი კალოშების უკან დაბრუნებას შეძლებდა, ხოლო თუ დილით ვინმე კრიჩის გვამს, ეტლს და კალოშების კვალს იპოვიდა, თქვენ შამათი გქონდათ ერთ სვლაში... ინტენდანტო, ორი ადამიანი უნდა ეძებოთ. ერთი ალბათ,  კრიჩთან მუშაობს და იცოდა, რომ მისი უფროსი ყოველ ოთხშაბათს მელოუსთან ჭადრაკის სათამაშოდ დადიოდა. მან ისიც იცოდა, რომ თქვენ და კრიჩს ერთნაირი ჭადრაკი გაქვთ, ამიტომაც აღმოჩნდა კოშკში თეთრი ეტლი. მეორე უცხო ტიპია. ალბათ ის, ვისაც კრიჩი უნდა შეხვედროდა. მოდით, მას „მსახური“ ვუწოდოთ, კრიჩს მელოუს ჭიშკართან დახვდა და გაგუდა. შემდეგ ვერანდიდან კალოშები აიღო და გვამი კოშკში წაათრია. მეორემ გრიმი გაიკეთა და თქვენთან მოვიდა, რათა ჭადრაკით გაერთეთ და თან თქვენთვის ისეთი ალიბი შეექმნა, რომელსაც არავინ დაიჯერებდა. პირველი ძლიერი მამაკაცია, მეორე მაღალი ბიჭია, სუფთად გაპარსული და კარგად თამაშობს ჭადრაკს. იპოვეთ კრიჩის მტრებს შორის ასეთი ადამიანები და დაინტერესდით, სად იყვნენ წუხელ რვა საათიდან თერთმეტის ნახევრამდე.
–  მკვლელმა კალოშები რატომ არ დააბრუნა? – უნდობლად იკითხა კონსტებელმა.
– სწორედ აქ დაუშვა შეცდომა, – უპასუხა უიმსიმ, – ვფიქრობ, ის კოშკში იყო და ელოდებოდა, კოტეჯში შუქი როდის ჩაქრებოდა. ალბათ,  ვერანდაზე დაბრუნება არ სურდა, ვიდრე მისტერ მილოუს ეღვიძა. როდესაც დაინახა, მელოუ, კოშკისკენ როგორ მოდიოდა, პანიკაში ჩავარდა და გაიქცა.
– დავუშვათ, თქვენ მართალი ხართ, – მხრები აიჩეჩა ინტენდანტმა, – სად არის მტკიცებულებები?
– ყველგან. გაიხსენეთ კვალი. კალოშების ერთი კვალი კოშკის მიმართულებით მიდის. ეს ღრმა კვალია. ანუ, ისეთი ადამიანის, რომელსაც ტვირთი მიაქვს. მეორე კვალი მისტერ მელოუს მიერ ფეხსაცმელებით არის  დატოვებული. მესამე კვალიც მან დატოვა, როდესაც სასწრაფოდ უკან დაბრუნდა. მიაქციეთ ყურადღება, რომ კოშკისკენ ორი ადამიანის კვალი მიდის, კოშკიდან აქეთ კი – მხოლოდ ერთის? სად წავიდა ადამიანი, რომელმაც კოშკში მძიმე ტვირთი წაიღო და არ დაბრუნდა?
– იქნებ, მისტერ მეილოუმ თავად გააკეთა მეორე კვალი, რომ  ჩვენ სწორი გზიდან ავეცდინეთ,  – არ ნებდებოდა პოლიციელი.
– ამისთვის მას დრო არ ჰქონდა, – მოთმინებით აუხსნა უიმსიმ, – ფეხსაცმელების  კვალი ორივე მიმართულებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც გვამი გადაიტანეს. თუ ის უკან სხვა გზით დაბრუნდა, მაშინ გამოდის, რომ მეორე ხიდით გადმოვიდა. იქამდე კი სამი მილია, გაითვალისწინეთ,  ედვინ მელოუმ პოლიციაში სასტუმროდან, უკვე თერთმეტის ნახევარზე დარეკა. ამ ყველაფერს, იგი მხოლოდ ფრენით  თუ მოასწრებდა, რაც აბსურდია. ინტენდანტო, სწორედ ის ფაქტი, რომ სამი კვალია და არა ოთხი, მის უდანაშაულობას ამტკიცებს.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3