კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ნეგატიურ დღეებში არ დაკრიფოთ ყურძენი, არც დაწუროთ და არც შეინახოთ

ნეგატიურ დღეებში დაკრეფილ-დაწურული ყურძენი ადამიანის ცუდი სიმთვრალის გარანტიაა. მზის დაბნელების დღეებში დაწურულ ღვინოში დიდი აგრესია და ნეგატიური ენერგია დევს. თუ მას ახალ მთვარეზე ან სატანურ დღეს დალევთ, მაშინ პათოლოგიური სიმთვრალე გელით. ღვინო ამ დროს აგრესიას დებს თქვენში და აუცილებლად გახდება სხვებთან ჩხუბის, აყალმაყალისა და დაპირისპირების მიზეზი. ასე რომ, არასასურველ დროს დაკრეფილ-დაწურული ყურძენი და მისგან დაყენებული ღვინო საწამლავად გექცევათ. შეგიძლიათ, არაყი ნებისმიერ დროს გამოხადოთ, რადგან ის ენერგეტიკულად სუსტი პროდუქტია და მასში ფერმენტები საერთოდ არ გვხვდება, ღვინოში კი ის 250-მდეა.
მცენარის დამოკიდებულება მთვარის ფაზებზე ადამიანებმა საუკუნეების განმავლობაში შეამჩნიეს და ჩვენი წინაპრებიც ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას. მთვარის ფაზების მიხედვით არკვევდნენ თუ როდის ჯობდა თესვა, მოსავლის აღება, გაშრობა, დაწურვა, დაბინავება, ღვინის გადაღება, გამოყენება და ასე შემდეგ. მთვარე არა მარტო მოსავლის აღებაზე, ყურძნის დაწურვაზე, ღვინის დალევაზე, არამედ ნაბახუსევზეც კი „აგებს პასუხს”. ამიტომ, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ მოსავლის აღება-დაბინავებას, რათა შემდგომში ბარაქაც ნახოთ და საკუთარი ხელით მოყვანილი ყურძნით დაყენებული ღვინით ისიამოვნოთ.
მთვარეს აქვს ოთხი ფაზა, კერძოდ, აღმავალი მთვარე, რომელშიც შედის 14 დღე და იწყება ახალი მთვარიდან – ეს ფაზაც იყოფა ორ ნაწილად. შემდეგი 14 დღე არის დაღმავალი მთვარის ფაზა, ანუ სავსე მთვარიდან – ახალ მთვარემდე. ეს ფაზაც ორ ნაწილად იყოფა, ანუ ერთი თვის განმავლობაში არის აღმავალი და დაღმავალი მთვარის ფაზები. აღმავალ მთვარეზე მცენარე მეტად წვნიანია, დაღმავალ მთვარეზე კი  – წვენი ფესვებისკენ მიდის. აღმავალ ფაზაში, ანუ ახალი მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში დაკრეფილი ხილი თუ ყურძენი, საღადაც გამოიყურება და წვნიანიცაა. ამ ორი კვირის შემდეგ კი ნაყოფს წვენი აკლდება, იფიტება და მისი მოკრეფა არ არის რეკომენდებული. თუმცა, თუ მისი შენახვა გსურთ, მაშინ ხილი დაღმავალ ფაზაში უნდა მოკრიფოთ და ის გვიან გაზაფხულამდე გაძლებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არსებობს მთვარის სატანური დღეები, რომლებსაც მოსავლის აღება-დაბინავების პროცესში აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეს დღეებია ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე. ამ დროს მთვარიდან დედამიწაზე მოდის ნეგატიური ენერგია, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუარესებას, კონფლიქტებს, ტრავმებს, ავარიებს; უარყოფითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე. ეს, ასევე, ნეგატიურად აისახება მცენარეებზეც, რადგან მათი დამოკიდებულება მთვარის ენერგიების მიმართ მეტად ფაქიზია. იმ დღეებში, როცა მთვარიდან მოდის ნეგატიური ენერგია, თავისთავად, ის ამ ენერგიით ავსებს ხილს, მაგალითად, ვაზს და ის წვენი, რომელიც გამოიყოფა ყურძნის მტევნიდან, მთვარის ნეგატიური ენერგიითაა გაჯერებული. ახალი მთვარის დღე ძალიან მძიმეა. ამის დამადასტურებელია სატანური დღეები, როცა მძიმე, ნეგატიური ენერგია მოდის კოსმოსიდან. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ამ დღეებში არ დაკრიფოთ ყურძენი, არც დაწუროთ ის და არც შეინახოთ.
თუ ახლა აპირებთ ვაზი მოაჯიშოთ, გეტყვით, რომ ვაზი უნდა ჩაიყაროს ახალ მთვარეზე. ამ დროში იგულისხმება ახალ მთვარემდე თორმეტი საათი და ახალი მთვარიდან თორმეტი საათი. ანუ, ახალი მთვარიდან თორმეტი საათი რომ გავა, ამის შემდგომი დღე და მეორე დღე კარგია ვაზის ჩასაყრელად. ვაზის გასხვლა კი სასურველია კლებადი მთვარის დროს. ამ დროს გაითვალისწინეთ, რომ ეს არ ეხება ახალგაზრდა, სამ წლამდე ვაზს. ის უნდა გასხლათ ახალი მთვარიდან თორმეტი საათის შემდეგ, რათა მისმა სითხემ თავისუფლად იდინოს და არ ჩადგეს. გასხვლა და გაფურჩქვნა რეკომენდებულია სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდში. სასუქით ნიადაგის განაყოფიერება კი დაღმავალ მთვარეზეა კარგი.
თეთრი ყურძნისგან დაწურული ღვინო ინ ენერგიის მატარებელია, ამიტომ ის არ არის დიდი აგრესიის მომტანი და არც გულს აწვება. შესაბამისად, მისი ხანგრძლივად სმა ადვილად ასატანია ადამიანის ორგანიზმისთვის. შავი ყურძნისგან დაწურული ღვინო კი იან ენერგიის მატარებელია და ამიტომ, შავი ღვინით ქეიფი და თრობა, ცოტა არ იყოს, სარისკოა. თუმცა, გარკვეული დოზით მისი მიღება წამალია.
скачать dle 11.3