კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ მოვითმინოთ წყენა, შეურაცხყოფა, უხეშობა, ცილისწამება

როცა გაწყენინებენ, არასდროს იკითხო – რატომ და რისთვის. წმიდა წერილში ეს არსად არის. იქ, პირიქით, ნათქვამია: რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოცა (მთ. 5,39). სინამდვილეში ყვრიმალში გარტყმა საკმაოდ მოუხერხებელია და ეს ასე უნდა გავიგოთ: თუ ვინმე ცილს დაგწამებს ან უდანაშაულოდ რაიმეთი გაწყენინებს – ეს ნიშნავს, რომ გაგარტყეს ყვრიმალში. არ იდრტვინო, არამედ ეს დარტყმა გადაიტანე მოთმინებით და ამავე დროს მიუშვირე მარცხენა ყვრიმალიც, ანუ გაიხსენე შენი არასწორი საქმეები და შეიძლება ახლა უდანაშაულო ხარ, მაგრამ... ადრე ბევრს სცოდავდი, ამით დარწმუნდები, რომ დასჯის ღირსი ხარ.
ღირსი ამბროსი ოპტინელი
ქრისტემ გვიბრძანა, რომ არა მარტო ყველა წყენა უნდა გადაიტანო სულგრძელად და მშვიდად, არამედ უნდა განაგრძო გზა სიბრძნისკენ: მზად უნდა იყო მეტის გადასატანად, ვიდრე უნდა იმას, ვინც გაწყენინებს, მოთმინების ძალით დაამარცხო მისი თავხედური გამოხდომა, რათა ის გაოცდეს შენი დაუჯერებელი სიმდაბლით და ამის გამო დაგანებოს თავი.
***
როცა ბოროტი ადამიანებისგან რაიმეს ითმენ, მაშინ, უმზერ რა ჩვენს უფალს და რწმენის აღმასრულებელს, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ... ვითმენთ... სათნოებისა და მის გამო. თუ ამაზე ვიფიქრებთ, ყველაფერი იქნება ადვილი და ასატანი. და მართლაც, თუ თითოეული იმით ტრაბახობს, რომ იტანჯება საყვარელი ადამიანისთვის, შეიგრძნობს თუ არა მწუხარებას ის, როცა რაიმეს დაითმენს ღმერთის გამო?
***
თქვენ შეურაცხგყოფენ? შეურაცხყოფენ ღმერთსაც. თქვენ გლანძღავენ? ლანძღავენ ღმერთსაც. თქვენ გაფურთხებენ? იგივეს განიცდიდა ღმერთი ჩვენი. ამაში აქვს მას საერთო ჩვენთან, ხოლო საპირისპიროში – არა. ის არასდროს არავის აყენებდა შეურაცხყოფას, არც მიაყენებს, არ ლანძღავდა, არ აწყენინებდა შესაბამისად, ჩვენ (ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს) გვაქვს მასთან საერთო, და არა თქვენ (ვინც შეურაცხყოფას აყენებთ). შეურაცხყოფის გადატანა დამახასიათებელია ღმერთისთვის, ხოლო შეურაცხყოფის მიყენება – ეშმაკისთვის. აი, ორი საპირისპირო მხარე.
წმიდა იოანე ოქროპირი
ისინი, ვისაც უნდათ ცხოვრება კეთილმსახურებით, არაფერს უნდა ელოდნენ გარდა ძალადობისა, გაბოროტებისა, დევნისა, რადგან განმრავლებითა უჰსჯულოებისათა განხმეს სიყუარული მრავალთა (მთ. 24,12).
***
ლანძღვა და ცილისწამება არის ან სამართლიანი ან უსამართლო. სამართლიანია – თუ ჩვენ გვლანძღავენ იმის გამო, რაც ნამდვილად დავაშავეთ... და მას ჩვენ ვიღებთ, როგორც დამსახურებულს; ამ შემთხვევაში უნდა გამოვსწორდეთ, რათა ლანძღვა განქრდეს და საბოლოოდ გახდეს უსამართლო. უსამართლოა, როცა ჩვენ დამნაშავენი არა ვართ იმაში, რის გამოც გვლანძღავენ; და მაშინ ეს ლანძღვა უნდა მივიღოთ სიხარულით და თავი დავიმშვიდოთ ღმერთის მუდმივი მოწყალების იმედით. ამასთანავე, შეიძლება, ამაში არ ვართ დამნაშავენი, რის გამოც გვლანძღავენ, მაგრამ ჩვენ სხვა რამეში შევცოდეთ და ამიტომ ამის გამო უნდა მოვითმინოთ.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ცილი დაგწამეს შენ – თუმცა დამნაშავე არ იყავი? უნდა კეთილგანწყობით მოითმინო. და ეს იქნება, როგორც ეპიტამია იმისთვის, რაშიც ჩვენს თავს ვთვლით დამნაშავედ. ამიტომ თქვენთვის ცილისწამება არის ღმერთის წყალობა. აუცილებელია, შეურიგდეთ მას, ვინც ცილი დაგწამა, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს.
წმიდა თეოფანე დაყუდებული
თუ ცილი დაგწამეს და შემდეგ გაირკვა, რომ მართალი ხარ, არ გაამაყდე, მაგრამ მორჩილებით ემსახურე ღმერთს, რომელმაც გაგათავისუფლა ადამიანური ცილისწამებისგან.
***
ადამიანმა შეურაცხყოფა მოგაყენა? ნუთუ ამის გამო ღმერთს შეურაცხყოფ? არ შეურიგდე იმას, ვინც გაწყენინა – ნიშნავს, შური იძიო არა მასზე, არამედ ღმერთზე, რომელმაც მცნებად დაგვიტოვა შერიგება.
წმიდა ეფრემ ასური
გთხოვთ, რამდენიც შეგიძლიათ, მოითმინეთ მშვიდად ყველანაირი შეურაცხყოფა, რამეთუ ხედავს ღმერთი თქვენს მორჩილებას და დაგაჯილდოებთ თავისი სიუხვით, რაც არ უნდა მძიმე განსაცდელში ჩავარდეთ, მაშინაც კი არავისთან არ იწუწუნოთ თქვენს ბედზე, ღმერთს მადლობა შესწირეთ და ღმერთი ძლიერ გაგაკვირვებთ თავისი მოწყალებით.
ბერი გიორგი დაყუდებული
ბრძენი და მორჩილი, რომელიც წყენასა და შეურაცხყოფას იტანს მტრისგან, როცა შეურაცხყოფას აყენებენ – შეურაცხყოფილი არ ხდება და როცა აბრაზებენ – არ ბრაზდება. და თუ სიმართლეს ვიტყვით, შეურაცხყოფილი და გაბრაზებული არის ის, ვინც სხვას შეურაცხყოფს და აბრაზებს: მას ხალხიც განიკითხავს და ცუდად ლაპარაკობს. ის, ვინც შეურაცხყოფაზე მაღლა დადგება, ის აქაც შემკულია ყველასგან ქებით, როგორც არა მარტო მტრის დამმარცხებელი, არამედ ასევე გაღიზიანების, და ამით ის ღმერთისგან უხვად ჯილდოვდება. თუ იტყვი, რომ საჭიროა ბევრი ოფლი და შრომა, რომ ყველაფერი გადაიტანო, ამას არ უარვყოფ, მაგრამ ვიტყვი, რომ დიდი შრომით ჩვენ დავიმსახურებთ გვირგვინებს.
წმიდა მაქსიმე პელუსიოტიскачать dle 11.3