კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 აინტერესებთ თუ არა დღეს მოძღვრებს საკუთარი მრევლი და რა ორი ენერგია გააჩნია ადამიანის სულს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ადამიანმა, რომელიც წირვაზე მიდის, მარხვას ინახავს, საზოგადოებაში რაღაცას წარმოადგენს, აუცილებლად ბევრი უნდა იფიქროს და ბევრი დრო უნდა დაუთმოს ამ ყველაფერს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ისინი არ ემზადებიან არც ლოცვისთვის, არც მარხვისთვის და არც მნიშვნელოვანი საქმისთვის, თუნდაც დაოჯახებისთვის. ეს არის უგულისყურობა, უყურადღებობა, რაც დღეს ბევრ ადამიანს ახასიათებს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– უგულისყურობიდან ჩვენი ბევრი ცოდვა იღებს სათავეს. მამები ამბობენ: თქვენ ამ ცოდვას ნაკლებად აკვირდებით, არადა ეშმაკი აქედან იღებს ბევრი ცოდვისთვის სათავესო. ადამიანი არის ზერელე, ის ზერელედ უდგება ყველაფერს, ზერელედ ლოცულობს, არ უკვირდება, რას კითხულობს, მთავარია, სწრაფად წაიკითხოს. ანუ პირველი ნიშანი უგულისყურობისა არის ზედაპირულობა. მეორე არის მერყეობა –  როდესაც ადამიანს ვერ გადაუწყვეტია, წავიდეს თუ არ წავიდეს ამა თუ იმ ადგილას, ილოცოს თუ არ ილოცოს, შევიდეს ეკლესიაში თუ არ შევიდეს. ადამიანის დაცემული ბუნება მერყევია. შეიძლება, ერთი თქვას და მეორე გააკეთოს. სულს აქვს ორი ენერგია. ერთი არის ლოგიკურობა, ადამიანის სული ლოგიკით უკავშირდება სამყაროს. მეორე – გონებითობა. როდესაც ადამიანი დაეცა, ლოგიკურობა და გონებითობა ერთმანეთში აირია. დღეს ვეღარ გაუგია ადამიანს, რა გააკეთოს – ღმერთს მიმართოს თუ ადამიანს, წინ ადამიანი დააყენოს თუ ღმერთი, მთავარი არის: ღმერთი თუ ადამიანი. ამიტომაც, ზერელედ, უგულისყუროდ მოქმედებს. უგულისყურო ადამიანი მოკლებულია ყველანაირ სიღრმეს, ინტერესს, ზედაპირული ადამიანია. როცა მართლმადიდებელი ხარ, ყველაფერს სიღრმისეულად უნდა მიუდგე. უნდა ჩაუღრმავდე, დაუკვირდე, უნდა დარწმუნდე: ეს სარწმუნოება, რომელიც მე მაქვს, მაცხონებს თუ არა.
– რა გრძნობებია უცხო ასეთი ადამიანისთვის?
– ასეთი ადამიანისთვის სიყვარული უცხოა. ის გულგრილად უყურებს სხვათა უბედურებას, იოლად აკისრებს მათ ძნელად სატარებელ უღელს, ანუ სიყვარული არ გააჩნია. სხვა ადამიანებს, შეიძლება, ისინი იყვნენ ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ავალებს ისეთ საქმეს, რაც მათთვის რთულია. ფარისევლებსაც ხომ ეუბნება მაცხოვარი: თქვენ არაფერს აკეთებთ, თქვენს მრევლს დიდ ტვირთს აკისრებთო. ეს შეიძლება, მოძღვრებსაც შეგვეხოს. ბევრ პოლიტიკოსს, მთავრობის წევრს არ უყვარს ხალხი. ბევრ ექიმს, მოძღვარს მხოლოდ იმ დონეზე აინტერესებს ხალხი, რომ თანხა გადაუხადოს პაციენტმა ან მრევლმა. ეს ყველაფერი ადამიანების დაშორებას იწვევს. მერე ასეთ ექიმს პაციენტები აღარ ჰყავს, ბიზნესმენს ბიზნესში არ ემართება ხელი, მოძღვარს მრევლი აღარ ჰყავს. ეს მათი უგულისყურობის ბრალია, მათმა უსიყვარულობამ გამოიწვია. შეიძლება, ბევრი იქადაგო, ბევრი რამ გააკეთო, მაგრამ შენი ამპარტავნებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უგულისყუროდ იქნას გაკეთებული, უგულისყურო ადამიანზე კი ძლიერ მოქმედებს განსაცდელი.
– როგორ მოქმედებს?
– ადამიანი განსაცდელში რომ ვარდება, შემდეგ მას ისტერიკა ემართება, რადგან ასეთი ადამიანი განსაცდელებს არ ელოდება. ასეთი ადამიანი მხოლოდ სიხარულის მოლოდინშია. უცბად, როდესაც მასზე ღმერთი უშვებს განსაცდელს, უკვე ისტერიკა ემართება. უგულისყურო ადამიანს ყველაფერი ბეზრდება, რადგან არც საფუძვლიანი ცოდნა და არც შთაბეჭდილება არ შეუძენია, ამიტომაც უსაშველო მოწყენილობას მიეცემა. რა გვეშველება, აღარაფერი არ გვეშველება... თანამედროვე ადამიანის დაავადება რა არის? მოწყენილობა. შემდეგ შოუების ყურებას იწყებს, იქაც ვერ პოულობს სიმშვიდეს. ეკლესიური სწავლებით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ მღვიძარებდეთ და ილოცვიდეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. მღვიძარენი იყავით – ეს არის ეკლესიური სწავლება. სევდიანები და მოწყენილები რომ არ ვიყოთ, საკუთარ თავში უნდა დავინახოთ უგულისყურება.  
– თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი საცდურია, რაც ადამიანს საკუთარ თავთან აშორებს. ადამიანები გაურბიან საკუთარ თავს.
– იოანეს გამოცხადებაში მაცხოვარი კარგად ამბობს: მე ვდგავარ თქვენი გულის კართან და ვაკაკუნებ. ვინც გამიღებს, ვივახშმებ მასთან, ვინც არ გამიღებს – დაველოდები მას. თუ ჩვენს გულში არის უფალი, ჩვენ გვიყვარს ადამიანები, არ ვბრაზდებით, არ განვიკითხავთ. უნდა ვიყოთ გულისხმიერები, მაგრამ ჩვენ ამის ძალა არ გვაქვს, ამაში ქრისტე უნდა დაგვეხმაროს. თუ შენ ხარ ნამდვილი ქრისტიანი და ზედაპირული, ყველა რელიგიაზე, ფილოსოფიურ სიბრძნეზე მაღლა დგახარ. სხვა რელიგიის ადამიანი ამბობს: მე ქრისტე მიყვარს, მაგრამ ქრისტიანებს ვერ ვხედავ, რომ ქრისტიანები იყვნენო. ნიცშეც ხომ ამბობდა: ერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრესო. როცა შენ ასეთი სიბრძნე გაქვს, მამათა დარიგებანი, როგორ შეიძლება, ამას არ გაუფრთხილდე. ბევრი პროტესტანტი ამბობს: დავდიოდი ეკლესიაში, ვერაფერი რომ ვერ გავიგე, მერე წავედი სექტაშიო. იქ კი შაქარი მისცეს, ფქვილი და იფიქრა: ღმერთი ვიპოვეო. როცა ეკლესიაში დადიოდა, შეიძლება, არავინ მიაქცია ყურადღება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია.
– რამდენად არიან თავად მართლმადიდებლები გულისყურიანი, თუ მათი უმრავლესობაც ზედაპირულად უდგება საქმეს, სარწმუნოებას, ოჯახის წევრებს?
– ადამიანებმა საკუთარ თავში კარგად უნდა დავინახოთ უგულისყურობა. ნუ იყურებით სარკეში: რამდენი კილოგრამი დაიკელით. სულში ჩაიხედეთ, იქნებ დაინახოთ: რამდენ ცოდვას განეშორეთ ან, პირიქით, რამდენი ცოდვა შეგემატათ, რამდენად აღარ ჩავდივართ იმ ცოდვებს, რომელიც გვახასიათებს? გაბოროტებული რომ იყავი, იგივე მდგომარეობაში აღარ უნდა იყო. თუ ისევ ვერ აჩერებ ენას, ილანძღები, განკითხვაში ხარ, ესე იგი, შენი მარხვა, ეკლესიაში სიარული, ლოცვა უნაყოფოა. სულში უნდა მოგვაკლდეს ჭუჭყი და არა კილოგრამები. ადამიანებიც სახარებას ეკლესიაში უსმენენ ანთებული სანთლებით, შემდეგ ისე გარბიან, რომ არც კი ისმენენ იმ სახარების განმარტებას. ერთხელ მამაომ გამოაცხადა, მარკოზის სახარების მეცხრამეტე თავი წაიკითხეთო. დილით იკითხა: წაიკითხეთო, კი, წავიკითხეთო – ყველამ უპასუხა. მარკოზის სახარების მეცხრამეტე თავი არ არსებობსო. გულისხმიერები უნდა ვიყოთ, გულით, სულით უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენი ქცევებიდან სიკეთე, სიხარული უნდა მოდიოდეს. სოციალურ ქსელში რომ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, სულს ხომ ვერ გადაუღებთ ფოტოს, სულის ფოტოს ხომ ვერ დადებთ „ფეისბუქზე“. ამიტომაც, სულში ჩავხედოთ ერთმანეთს. უყურადღებობა დროთა განმავლობაში იწვევს უსიამოვნებას, განხეთქილებას. ცოლი ქმარს არ აქცევს ყურადღებას, ქმარი – ცოლს, შვილები – მშობლებს, შეყვარებული – შეყვარებულს, მოძღვარი – მრევლს. ეს არის ჩვენი უბედურება.
скачать dle 11.3