კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რატომ გაურბიან ქალები მათზე უსაზღვროდ შეყვარებულ მამაკაცებს და რისი ეშინიათ მათ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

[hide][/hide]
წარუმატებული სიყვარული მხოლოდ პრობლემებს ქმნის და ფსიქოლოგები ზომიერების მომხრენი არიან. გადამეტებული არაფერი ვარგა და მით უფრო გრძნობა, რომელიც ადამიანს მთლიანად ცვლის. ამბობენ, რომ ზღვარს და ჩარჩოებს გაცდენილი სიყვარული მძიმე სენივით არის. ადამიანი ამ დროს ავადაა, მას არ შეუძლია რეალობის ადეკვატურად აღქმა და გაანალიზება. ამიტომ, თუ ვინმე გეუბნებათ, რომ გიჟურად უყვარხართ, კარგად დაფიქრდით – სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ ორივე თვენგანი ამ სიგიჟემ.

თათია (32 წლის): ქალებს ხშირად გვეშლება, როცა უზარმაზარ, ყველაფრის მომცველ და ქარიშხალივით სიყვარულზე ვოცნებობთ. ეს სულაც არ არის მთავარი ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის. პირიქით, ხშირად სწორედ ასეთი სიყვარული გვიშლის ხელს ბედნიერებაში. სანამ ოჯახი არ შევქმენი, სანამ ჩემი საყვარელი მამაკაცი ოფიციალური ქმარი არ გახდა, ვერ შევნიშნე, რა საშიშროების მომტანი იყო მისი იმპულსური, ფეთქებადი სიყვარული. რა სულელი ვიყავი, როცა მიხაროდა მისი სიტყვები: „შენ აუცილებლად ჩემი იქნები“, „შენ მხოლოდ ჩემი უნდა იყო“, „შენ თუ ჩემი არ იქნები, სამყაროს ამოვატრიალებ“... – ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. ეტყობა, ქალებს მაინც ყურებით გვიყვარს. ჰოდა, ამ „ყურებით“ სიყვარულმა ჩამაგდო საშინელ მდგომარეობაში. ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია კარგი, მათ შორის, სიყვარულიც, რაც დღემდე ვერ გავაგებინე ჩემს ქმარს. როგორც კი პირველად ეს ვუთხარი, გაგიჟდა, ისეთი არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა, შემეშინდა. ვერ მივხვდი, რატომ გადაირია ასე.
– რამდენ ხანში დაიწყო თქვენ შორის პროლემები?
– ალბათ, თავიდანვე. უბრალოდ, ქორწინების პირველ წლებში საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. პირიქით, მგონი, მომწონდა კიდეც. იცით, რაზე ვლაპარაკობ? ჩემი ქმრის მესაკუთრულ გამოვლინებებზე. დიახ, როცა დიდი სიყვარულია, იქ მესაკუთრული გრძნობებიც ჩნდება. მე ეს არ ვიცოდი ან შეიძლება, ვიცოდი, მაგრამ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ვერ მივხვდი, როგორი საშინელება ყოფილა.
– სიყვარულია საშინელება?
– კი. როცა ყველანაირ ჩარჩოებს სცილდება, საშინელებაა. ჩემი ქმრის სიყვარული, თუ ამას სიყვარული ჰქვია, ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ გახდა შემაწუხებელი. მანამდე ვფიქრობდი, ბედნიერებაა, როცა კაცს ასე უყვარხარ-მეთქი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, „ველური სიყვარული“ კრახით მთავრდება.
– „ველური სიყვარული“ – ეს მხოლოდ ტერმინია. რეალურად რა იგულისხმება?
– რეალურად ჩვენი გართულებული, ჩიხში შესული ურთიერთობა. გაქცეა მინდა მისი სიყვარულისგან. მეხუთე წელია, ერთად ვართ და უფრო მწვავდება სიტუაცია. ჩვენი ერთად ყოფნა, პრაქტიკულად, აუტანელია. ყოველდღე ვჩხუბობთ. დიდი, ყოვლის მომცველი, ორმხრივი სიყვარულის მითი დანგრეულია. მირჩევნია, ჩვეულებრივი, ნორმალური ცოლ-ქმარი ვიყოთ. გასაგებია, „სასწორის“ ორივე მხარე ერთ დონეზე ვერ იდგება. ერთს ყოველთვის უფრო მეტად უყვარს. ეს რეალობაა...
– და ამიტომ ცოლ-ქმარს პრობლემები და სირთულეები ექმნება?
– აუცილებლად. როცა ერთ-ერთის სიყვარული პათოლოგიურ ამოჩემებაში გადადის. „ველური სიყვარული“ სხვა არაფერია, თუ არა პათოლოგიური ამოჩემება. როცა მამაკაცი ხმამაღალი ღრიალით გამოხატავს თავის გრძნობას – ეს  ნორმალური აღარ არის და უნდა  გეშინოდეს. სიყვარული თუ ასე შემაშინებდა, ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა ეს, ალბათ, აღარც არის სიყვარული. ჩემს ქმარს ამის გაგონებაც არ უნდა. შენ აღარ გიყვარვარ და იმიტომ მოგდის თავში ეგეთი „ბნელი“ აზრებიო. ვუხსნი, რომ მიყვარს, მაგრამ მასავით ისტერიკებში არ ვვარდები. ერთხელ ჩემმა ერთმა დაქალმა თქვა: ჩემს თაყვანისმცემელს ისე ვუყვარვარ, დროა, მისგან შორს გავიქცეო. მაშინ ვერ მივხვდი და დავცინე. ახლა უკვე ვიცი, რასაც გულისხმობდა. ვისაც არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, რისი გადატანა გვიწევს იმ ქალებს, ვისაც  გვერდით ასეთი მამაკაცი გვყავს. იცით, რომ გაყრისაც მეშინია? სულ რომ გაგიჟდეს, აფექტში როგორ მოიქცევა, ვინ იცის?! რა გარანტია მაქვს, რომ ამ თავისი „ველური სიყვარულის“ გავლენით საერთოდ არ გამგუდავს.
– ფიზიკურად გაგისწორდებათ?
– ჯერ მაგის საშიშროება არ დგას, მხოლოდ წუწუნებს და ნერვიულობს. როცა ერთი-ორი საათით მისი კონტროლის არეალის გარეთ ვარ. აქეთ-იქით აწყდება, ადგილს ვერ პოულობს და აგრესიას მალავს. მე ხომ ვხვდები, რის ფასად უჯდება ეს მოჩვენებითი სიმშვიდე. კბილების ღრჭიალის ხმა მესმის ხოლმე. მერე ყვირილს იწყებს – რატომ არ გესმის, რომ მიყვარხარ?! ძალიან მიყვარხარ! შენ რომ არ გიყვარვარ, იმიტომ არ გესმის ჩემიო. უფლება არ მაქვს, დაქალებთან ერთად სადმე წავიდე. ეგეც აუცილებლად თან უნდა წავიყვანო. გოგოებს ჩემი დანახვა არ უნდათ. როგორია, ზის და სიტყვის თქმის საშუალება არ გვაქვს. რაც გათხოვილი ვარ, სადმე მარტო წასვლა ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდ იქცა. ზედ მყავს მოწებებული. სანამ ახალი ცოლ-ქმარი ვიყავით, ეს ამბავი მსიამოვნებდა, მაგრამ ეს რეალობის არაადეკვატური შეფასება იყო. ნორმალურია, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან ცოტა ხნით ისვენებს და თითოეულს თავისი პირადი სივრცე აქვს. ჩემს ოჯახში ეს წარმოუდგენელია. აი, მისი სიყვარულის „გვერდითი მოვლენები“, რასაც უკვე ჭკუიდან გადავყავარ.

скачать dle 11.3