კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 უკმაყოფილონი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე



ანუ შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო

მას შემდეგ, რაც (ან იქნებ სხვა მიზეზთა გამო) რუსულმა მედიამ დაიჩივლა, რომ ლარსის გამშვებ პუნქტში სივიწროვეა და ტურისტებს (რუსებს, რასაკვირველია) რიგში უწევთ დგომაო, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის იმპორტი დიდი ავტომობილებით აკარძალა და პორტებისკენ გადაამისამართა (მათი დატვირთვის მიზნითაც).
ამ გადაწყვეტილებამ შეაფერხა ქართველი იმპორტიორები (ხორბლის) და სომხებიც (იმიტომ რომ ტვირთები სომხეთისკენაც რუსეთიდან ლარსით მიემართება). შესაბამისად,  მეზობლები უკმაყოფილონი არიან, რომ 17 სექტემბრიდან სომხეთისთვის განკუთვნილი ხორბალი საქართველოში მხოლოდ ზღვით თუ შემოვა ფოთის პორტში, იქიდან კი რკინიგზით გაეშურება დანიშნულების ადგილისკენ.
როგორც სომეხი ბიზნესმენები აცხადებენ, ტონა ხორბალი 50 ტონით გაუძვირდებათ და ამიტომაც ერევანი იმედოვნებს ამ პრობლემის „ძმურად“ მოგვარებას.
მეორე მხრივ, საქართველომ სწორედ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც მისთვის ხელსაყრელია (იმპორტიორი გინდა ქართველი იყოს, გინდა – სომეხი და თუნდაც – მარსელი). რაც შეეხება „ძმობას“: ძმამ ძმას ანგარიში უყო და მაინც ძმებად დარჩნენო; იმას გარდა, რომ არც რუსულ-სომხური სამხედრო ხელშეკრულება მოგვწონს (რის თანახმადაც, სომხეთი აუცილებლად უნდა ჩაერთოს რუსულ-ქართულ ომში, თუ ის დაიწყება და გიუმრის ბაზიდან საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მიტანის გეგმებიც არსებობს, თუმცა ჯერჯერობით თეორიული), მაგრამ „ძმობასთან“, აბა, რა მოსატანია?!
скачать dle 11.3