№36 კუჭ-ნაწლავის დეტალური ულტრაბგერითი კვლევა ბოლო თაობის ოთხგანზომილებიანი ექოსკოპიური აპარატით კლინიკა „ჰელსიკორში“
ისრაელ-საქართველოს პირველი ერთობლივი კლინიკა - კარდიოლოგიისა და ანგილოგიის ცენტრი - „ჰელსიკორი“ ძლიერი და გამოცდილი მედპერსონალით და ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდართების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით გამოირჩევა. „ჰელსიკორი“ მუდმივაც ზრუნავს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესების გაცნობასა და ჩვენს რეალობაში დანერგავაზე. მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ „ჰელსიკორში“ შესაძლებელი გახდა კუჭ-ნაწლავის დეტალური ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) ზონდის გადაყლაპვის გარეშე.
კუჭ-ნაწლავის დეტალური ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) ზონდის გადაყლაპვის გარეშე - კვლევის ძალიან პოპულარული მეთოდია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში, მისი დანერგვა საქართველოში, არის საუკეთესო შესაძლებლობა პაციენტებისთვის, რომელთაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ და საკმაოდ უსიამოვნო პროცედურის - ზონდის გადაყლაპვის შიში ან დიკომფორტი აქვთ. ეს მეთოდი დამზოგველი და ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის და იძლევა კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის ზუსტ სურათს. „ჰელსიკორში“ ულტრასონოგრაფიულ კვლევას გამოცდილი და აღიარებული რადიოლოგი-კოსნტანტინე ბარიშვილი ატარებს.
კონსტანტინე ბარიშვილი: 1982 წელს დავამთავრე სანქტ პეტერბურგის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და სამი წლის თავზე იქვე დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, გახლავართ მედიცის მეცნიერებათა კანდიდატი. გარკვეული პერიოდი ვიმუშავე ქირურგად, დაახლოებით 10-12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ონკოქირურგად. გავიარე კვალიფიკაცია რადიოლოგიაში და ბოლო ოცი წელია ვმუშაობ ექიმ-რადიოლოგად, კერძოდ დაკავებული ვარ ულტრა სონოგრაფიული კვლევით. კლინიკა „ჰელსიკორში“ დაახლოებით 2 წლის წინ გადმოვედი.
-რითია გამორჩეული კლინიკა „ჰელსიკორი“?
-„ჰელსიკორი“ ნამდვილად არის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩული კლინიკა ქართულ სამედიცინო სივრცეში. აქ მუდმივად ინერგება დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. „ჰელსოკორში“ შექმნილია ყველანაირი პირობა წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისთვის, ამიტომაც თავის დროზე სიამოვნებით დავთანხმდი ამ კლინიკაში გადმოსვლის შემოთავაზებას.
„ჰელსიკორს“ აქვს უმაღლესი დონის ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ ჩვენს განყოფილებაში გვაქვს ბოლო თაობის ოთხგანზომილებიანი ექოსკოპიური აპარატი, რომელიც გვაძლევს დიდ უპირატესობას სხვა კლინიკებთან შედარებით.
-რა უპირატესობა აქვს კვლევის ულტრასონოგრაფიულ მეთოდს?
-კუჭ-ნაწლავის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური კვლევა ენდოსკოპიის, ზონდის გადაყლაპვის გარეშე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში აღიარებული, ინფორმატიული და წარმატებული მეთოდია, მიუხედავად ამისა, რომ კუჭ-ნაწლავის ულტრა სონოგრაფიული კვლევის შესახებ უამრავი ლიტერატურული წყარო არსებობს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმი საქართველოში, კვლევის ამ მეთოდს არა თუ წინააღმდეგობას უწევს, არამედ გააფთრებულ ბრძოლას უცხადებს. კუჭ-ნაწლავის ექოსკოპიური კვლევა, რომელიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში კეთდება, შედარებით ახალი, ინოვაციური მეთოდია საქართველოში, ხოლო, მსოფლიოში ამ ტიპის კვლევის დაახლობით 20-25 წლიანი პრაქტკა არსებობს.
მე ამ კვლევის კეთება დავიწყე 10-12 წლის წინ, მაშინ პრაქტიკულად ამ მიმართულებით ერთადერთი ვიყავი საქართველოში.
-კონკრეტულად რა დაავადებების დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა კვლევის ეს მეთოდი?
-ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური კვლევა იძლევა საშუალებას, დაისვას ისეთი დიაგნოზები, როგორიცაა საყლაპავის თიაქარი, კუჭის წყლულოვანი დაავადებება, ეროზიული გასტრო-დუოდენიტი, ქრონიკული გასტრიტი, პოლიპები, სიმსივნური წარმონაქმნები, პრაქტიკულად ყველა დაავადება, რაც გასტროსკოპიის დროს შეიძლება იყოს გამოვლენილი. უფრო მეტიც, გასტროსკოპიული კვლევის დროს თვალიერდება ლორწოვანი გარსი, კვლევის ამ მეთოდით კი ხდება, როგორც ლორწოვანი გარსის, ასევე კუჭის კედლის ხუთივე შრის დათვალიერება. არის შემთხვევები, მაგალითად, კუჭის სიმსივნის დროს, არსებობს ენდოფიტური ზრდის ფორმა, როცა სიმსივნე იზრდება არა ღრუს, არამედ კედლის სისქეში და გადის გარეთ, ასეთ შემთხვევაში ულტრასონოგრაფიულ კვლევას მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე- გასტროსკოპიას.
-რა შემთხვევაშია ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური კვლევა ენდოსკოპიური კვლევის ალტერნატივა?
-ენდოსკოპიურ კვლევას ბევრი უკუჩვენება და მოსალოდნელი გართულება აქვს და ძალიან ბევრი პაციენტი უბრალოდ უარს აცხადებს ამ კვლევაზე ვინაიდან საკმაოდ არასასიამოვნო კვლევაა. ზუსტად ასეთი კატეგორიის პაციენტებისთვის არის შეუცვლელი და შეუდარებელი საკმაოდ მარტივი, ყველაზე უსაფრთხო და არაინვაზიური კვლევა კუჭისა და ნაწვალების.
ეს არის ყველაზე უსაფრთხო, მარტივი, კომფორტული, ინფორმატიული, უმტკივნეულო და პაციენტისთის დამზოგავი მეთოდი. კუჭ-ნაწლავის პრობლემის, ყველა მსუბუქი და საშუალოდ გამოხატული დისპეფსური ჩივილების (სიმპტომების) დროს კვლევა უნდა დაიწყოს ამ მეთოდით, რის შემდეგაც თუ არსებობს საჭიროება, უნდა მოხდეს გასტროსკოპიული, ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენება. ეს კვლევები ავსებენ ერთმანეთს ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.
მისამართი: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის 13
ცხელი ხაზი: 2 43 33 43