კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ ვერ უხდის მადლობას თამარ დუდუნია თაყვანისმცემლებს ძვირად ღირებული საჩუქრების გამო და რა გამოჰყვა მას აფხაზი თავადი ბებიისგან

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

რუსეთში მცხოვრები მომღერალი და ექიმი თამარ დუდუნია, ახლახან დაბრუნდა ვიტებსკიდან, სადაც 27-ე ხელოვნების ფესტივალ „სლავიანსკი ბაზარზე“ საქართველოს სახელით გამოდიოდა. ეროვნულ სამოსში შესრულებულმა მისმა ქართულმა სიმღერამ, მაყურებლისა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, ნახევარფინალშიც გადავიდა და სპეციალური ჯილდოსა და ფულადი პრემიის მფლობელიც გახდა. ახლა თამარი საქართველოშია და ცდილობს, აგვისტოს დღეები საყვარელ სამშობლოში გაატაროს, დაისვენოს და შემდეგ კვლავ რუსეთში გააგრძელოს თავისი წარმატებული კარიერა.
თამარ დუდუნია: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ვცხოვრობ, ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ძალიან მიყვარს საქართველოში ყოფნა. ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში და დასვენების დღეები აქ გავატარო. ამიტომ, არც ეს ზაფხულია გამონაკლისი. დედა აფზახეთიდანაა, იქაც მიყვარს დასვენება და ჩავდივარ ხოლმე. სადაც უნდა ვიყო, ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ და კონკურსებზეც ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდივარ.
– თამარ, მახსოვს, განაცხადი უნდა შეგეტანა საქართველოს მოქალაქეობაზე. ხომ არ ვცდები?
– დიახ, უკვე შევიტანე განაცხადი, თუმცა, ჯერ კიდევ რაღაც პროცედურები დამრჩა გასავლელი და სულ მალე საქართველოს მოქალაქე გავხდები.
– ახლახან გამოდიოდი კონკურს „სლავიანსკი ბაზარზე“, სადაც, სპეციალური პრიზით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდი. ამ კონკურსზე საქართველოს სახელით  გამოსვლა შენი იდეა იყო?
– „სლავიანსკი ბაზარზე“ საქართველოს სახელით გამოსვლა თავად მინდოდა. შესარჩევი ტურები გავიარე და ნახევარფინალშიც გავედი. საკმაოდ დიდი მასშტაბის კონკურსია და მიხარია, რომ ორგანიზატორები, მსმენელები და ჟიურის წევრები ასე მოიხიბლნენ ჩემი ნამღერით. განსაკუთრებით მოეწონათ ქართულ ენაზე შესრულებული სიმღერა, რომელიც ჩემს ქვეყანას ეძღვნება, თან ნაციონალური ტანსაცმელი მეცვა და ისეთი ოვაცია იყო, ახლაც რომ მახსენდება, განცდებში ვარ. ზოგადად, ყველა კონკურსიდან დიდ გამოცდილებას ვიღებ და ჩემს სასიმღერო კარიერაში თითო ფურცელი იწერება.
– მახსოვს, შოუ-კონკურს „წარმატებაში“ ფინალში გახვედი, ჟიურის საკმაოდ მკაცრმა წევრმა, ფილიპ კირკოროვმა „ცარიცა ტამარა“ შეგარქვა და ასე მოგმართავდა. ამბობენ, ფილიპ კირკოროვი შენზეა შეყვარებულიო. კონკურსის შემდეგ თუ ხვდებით ერთმანეთს ან საუბრობთ ტელეფონით?
– დიახ, ფილიპ კირკოროვმა „ცარიცა ტამარა“ შემარქვა და ბევრი, დღესაც ასე მეძახის (იცინის). პროექტის მერე, თავის კარაოკეშიც დაგვპატიჟა და გამომიტყდა კიდეც, რომ ჩემი შემოქმედება ძალიან მოსწონს. ხშირად ვერ ვხვდებით, რადგან მასაც ბევრი საქმე აქვს და დაკავებულია, თუმცა ტელეფონით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. კონკურსი „წარმატება“ ჩემთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
– ვიცი, არ გიყვარს პირად თემებზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხო: არის შენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი?
– არა, ამისთვის ჯერ ვერ მოვიცალე (იცინის). ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, თეთრი ხალათი და სცენაა. თაყვანისმცემელი კი ბევრი მყავს და ვხუმრობდი, მათგან ცოტა ხნით თბილისში დავისვენებ, აქ ვერ მომაგნებენ-მეთქი (იცინის).
– გახვედრებენ ყვავილებს მანქანაზე, საჩუქრებით განებივრებენ?
– სხვათა შორის, ჩემი თაყვანისმცემლები, უფრო სერიოზულ საჩუქრებს მიძღვნიან, ვიდრე მანქანაზე დატოვბული ყვავილებია (იცინის). ინკოგნიტო თაყვანისმცემლებისგან იმდენი ძვირად ღირებული ბეჭედი, შინშილას ბეწვი, კოლიე და კიდევ ბევრი რამ მიმიღია, ჩამოთვლაც დამღლის (იცინის).
– ანუ, არ იცი, ვინ გჩუქნის ძვირად ღირებულ საჩუქრებს?
– ნამდვილად არ ვიცი. სახლში კურიერს მოაქვს და ამიტომ, მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ვხუმრობ ხოლმე, იქნებ გამოჩნდეს ის ადამიანი, დამენახოს, ცოლად ვერ გავყვები, მაგრამ მადლობას მაინც  ვეტყვი-მეთქი (იცინის).
– ბევრი ჭორი დადიოდა შენზე. ხან ვისთან დაგაწყვილეს და ხან ვისთან. შენ თუ გაგიგია ეს ჭორები და როგორ რეაგირებ მათზე?
– როგორ არ გამიგია, მაგრამ არ ვაქცევ ჭორებს ყურადღებას. დედა უფრო ნერვიულობს, ვიდრე მე. ვისთანაც კლიპი გადავიღე ან დუეტში სიმღერა ჩავწერე, ყველას შეყვარებული გამხადეს. განსაკუთრებით მეწყინა, როცა გიგა კვენეტაძესთან, მამუკა ონაშვილთან და პრაქტიკულად, ვინც რუსეთში მღერის, ყველა ქართველ მომღერალთან დამაწყვილეს. ამაზე არასოდეს გამიკეთებია განმარტება, არც მინერვიულია. სისულელეა, მეგობრებზე, როგორც შეყვარებულებზე და მათთან რომანებზე ვისაუბრო.
– პროფესიით ექიმი-პედიატრი ხარ, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგიც. საექიმო კარიერას, თეთრ ხალათს როგორ უთავსებ  სცენაზე დგომასა და სიმღერას? ამ ორი პროფესიის შეთანხმება, ვფიქრობ, რთულია.
– ექიმისა და მომღერლის ტანდემი ჩემთვის საკმაოდ აზარტული აღმოჩნდა და ორივეს, ვფიქრობ, კარგად ვართმევ თავს. ყველას უკვირს, როგორ ვუთავსებ ერთმანეთს სიმღერას და ექიმის კარიერას. თუმცა,  თუ ადამიანმა მოინდომა და უყვარს თავისი საქმე, ყველაფერს შეძლებს. დასვენების დღეებში ვმეცადინეობ სიმღერაში, დავდივარ სტუდიებში და ვწერ ახალ სიმღერებს, დანარჩენ დროს კი, თეთრ ხალათს ვირგებ და პაციენტებს ვემსახურები.
– როგორც ვიცი, შენს წარმატებულ კარიერაში დიდი როლი მშობლებმა ითამაშეს, პრინცესულად გაგზარდეს და ახლაც სულ შენ გვერდით არიან, ნებისმიერ მომენტში. როგორ ფიქრობ, ახდა შენი პრინცესული ოცნებები?
– დიახ, ჩემმა მშობლებმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი. განსაკუთრებით მამა მზრდიდა პრინცესულად. რაც შეეხება ოცნებების ახდენას, ნელ-ნელა მიხდება და იმედია, ჩემს მშობლებთან ერთად, წინ კიდევ ბევრი წარმატება და ბედნიერი დღე მელის. ყველაზე მეტად მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და გავხდი, სცენაზე მემღერა და ვმღერი, ხალხს ვყვარებოდი და ამას ვგრძნობ.
– არის ისეთი ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აიხდინე?
– კი. არის და ესაა საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსზე გასვლა. ძალიან მინდა და იმედია, ამიხდება.
– ყოველთვის კარგად გამოიყურები, ფორმაში ხარ, მოდურად ჩაცმული... გიყვარს „შოპინგი“ და ძვირად ღირებული, ლამაზი სამკაულები?
– რომელ გოგოს არ უყვარს „შოპინგი“ და ლამაზი სამკაულები? (იცინის).  ასე რომ, არც მე ვარ გამონაკლისი. ვცდილობ, ფორმაში ვიყო – ჯანსაღად ვიკვებო, სპორტულ დარბაზში ვივარჯიშო და თავს მოვუარო.
– და, გენეტიკა?
– ო, გენეტიკაც, რა თქმა უნდა, თავისთავად (იცინის). დედის მხრიდან აფხაზური, თავადური სისხლი დამყვა და ჩემი ასეთი გარეგნობა ამის დამსახურებაა. სხვათა შორის, იმ თავადი ბებიის, გვარად ინალ-იპას, შთამომავალი და მისი მოსახელე ვარ, მასაც თამარი ერქვა. ასე რომ, გენეტიკურად, აფხაზი თავადი ბებიის სილამაზეც დამყვა და სახელიც. აფხაზურ-ქართული შერწყმული გენეტიკა თავისას შვება.
p.s. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეში, თამარს მამა გარდაეცვალა. ჟურნალი „თბილისელები“ უსამძიმრებს მთელ ოჯახს.
скачать dle 11.3