კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რით არის 25 წლის ანა რობაქიძის მიერ შექმნილი მიწისძვრის გამზომი ხელსაწყო უნიკალური და როგორ მუშაობს ის ყოველდღიურად მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ანა რობაქიძე 19 წლის იყო, როცა სასწავლებლად ამერიკაში წავიდა. საუნივერსიტეტო გამოცდები აქედან ჩააბარა და იქ ჩასული, უნივერსიტეტში არსებულ ყველა რესურსს იყენებდა, იმისთვის, რომ გამოცდილება მიეღო და წარმატებისთვის მიეღწია. ანუკი მსოფლიო დონის კომპანიებთან თანამშრომლობდა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სტაჟირება „გუგლში“ გაიარა და დიდი გამოცდილება დააგროვა. თუმცა დღეს სხვა, მნიშვნელოვანი და ქართველებისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაციით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამერიკაში მცხოვრებმა 25 წლის ქართველმა გოგონამ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა.
ანა რობაქიძე: მიწისძვრის მოწყობილობაზე უკვე ერთ წელიწადზე მეტია ვმუშაობ ჩემს მეგობარ Xiaoyue Che-სთან ერთად. Xiaoyue არის ჩინეთიდან და ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. უნივერსიტეტში მე კომპიუტერულ მეცნიერებას ვსწავლობდი, ხოლო ის კომპიუტერულ ინჟინერიას (მისი სფერო Hardware-ს შეიცავს, ჩემი სფერო კი – Software-ს). სწავლის პერიოდში ის მომიყვა რა პრობლემებს იწვევდა ხშირი მიწისძვრა ჩინეთში და მოგვივიდა იდეა, შეგვექმნა სპეციალური მოწყობილობა სახლისთვის. მას შემდეგ, ყოველდღე, უნივერსიტეტისა თუ სამსახურის მერე, ამ პროექტზე ვმუშაობდით, საბოლოოდ შევქმენით მოწყობილობა, რომელიც ზომავს მიწისძვრის ტალღას და ატყობინებს მომხმარებელს მიწისძვრის შესახებ.
– რაში მდგომარეობს თქვენ მიერ შექმნილი ხელსაწყოს უნიკალურობა?
– ზოგადად, ბევრი მოწყობილობა არსებობს, განსაკუთრებით ინდუსტრიული, რომელიც ზომავს მიწისძვრის სიმძლავრეს, ჩვენი გამოგონება  სიახლეა, რადგან ის სახლის მოწყობილობაა ყოველდღიური მოხმარებისთვის და მიწისძვრის დროს სპიკერის საშუალებით გეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი მოწყობილობა შეიცავს, აგრეთვე, თანამედროვე აპლიკაციას და მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ ის Smart Home მოწყობილობასთან შეაერთოს. მომავალში, როცა საკმარისი მონაცემები გვექნება, დავიწყებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რათა სხვადასხვაგვარი მოდელირების საშუალებით წინასწარი გამოთვლა ჩავატაროთ.
– მისი პრაქტიკაში გამოყენება უკვე შეუძლია მომხმარებელს, როგორია თქვენი კომერციული გეგმები?
– ეს პროექტი დამთავრებული არ არის და ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ეს მოწყობილობა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მომდევნო ეტაპზე გვსურს, რომ პატენტი მოვიპოვოთ ამერიკასა და ჩინეთში, რის შემდეგაც განვაგრძობთ კვლევას და აპლიკაციაზე მუშაობას.
– დიდი ხანია,  ამერიკაში ცხოვრობთ?
– ტექნოლოგია ბავშვობიდან მაინტერესებს და მომწონს, ჩემით ვისწავლე პროგრამირება და თავი ხელოვანი მეგონა, როცა კოდირებით პროგრამებსა და ვებსაიტებს ვქმნიდი. რაც მეტად ვიყავი დაკავებული ტექნოლოგიით, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს სფერო ჩემთვის ზედგამოჭრილი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, სწავლა ამერიკაში – ტექნოლოგიების ეპიცენტრში გემეგრძელებინა. საქართველოში, სამწუხაროდ, მრავალი სტერეოტიპი არსებობს ქალი ინჟინრების შესახებ, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს სფერო არის კაცებისთვის და ქალი ისეთივე წარმატებული ვერ იქნებოდა, როგორც კაცი. თუმცა მე ამის მოსმენის შემდეგ უფრო მეტს ვმუშაობდი და ვსწავლობდი, რათა მეჩვენებინა, რომ ეს ცრუ სტერეოტიპია. ბევრი შრომის და მრავალი გამოცდის შემდეგ ამერიკაში მოვხვდი. 19 წლის ვიყავი, როდესაც აქ სასწავლებლად ჩამოვედი. სკოლის დამთავრებამდე ჩავაბარე ამერიკული გამოცდები, გავაგზავნე უნივერსიტეტებში აპლიკაცია და საბოლოოდ გადავწყვიტე ნიუ-იორკის ტექნოლოგიის ინსტიტუტში კომპიუტერული მეცნიერების დარგი შემესწავლა. პირველივე სემესტრიდან აქტიური ვიყავი უნივერსიტეტში – გავწევრიანდი სხვადასხვა ორგანიზაციაში, გავხდი ინჟინერიის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ – პრეზიდენტი და ზოგადად, ვცდილობდი უნივერსიტეტის ყველანაირი რესურსი გამომეყენებინა. ხოლო ზაფხულობით ვმუშაობდი ან პრაქტიკას გავდიოდი სხვადასხვა კომპანიაში და ერთ ზაფხულსაც სტაჟირება Google-ში გავიარე.
– როგორ დაიწყო ეს თანამშრომლობა?
– „გუგლით“ პატარაობიდანვე მოხიბლული ვიყავი და როცა  უნივერსიტეტში ვნახე, „გუგლი“ სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებდა, მაშინვე გავაგზავნე აპლიკაცია. ზოგადად, არ არსებობს ფორმულა ან წესდება, „გუგლში“ რომ მოხვდე. მე პირადად მომთხოვეს უნივერსიტეტის ნიშნები, გამოცდილება უნივერსიტეტში (მაგალითად, კვლევის გამოცდილება) და აქტივობების ჩამონათვალი უნივერსიტეტის გარეთ (სტაჟირება, პროექტები და ასე შემდეგ). უნივერსიტეტში კარგი ნიშნები მქონდა და პროფესორებისგანაც კარგი დახასიათება მივიღე, სტაჟირება ორჯერ მქონდა გავლილი და ჩემით, დამოუკიდებლად ბევრ სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა კანდიდატებისგან იმით განვსხვავდებოდი, რომ უნივერსიტეტში ძალიან ვაქტიურობდი, ბევრი საინჟინრო ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელი ვიყავი. „გუგლი“ ყოველთვის ეძებს აქტიურ ინჟინრებს, რომლებიც დიდ როლს ითამაშებენ კომპანიაში და კომპანიის გარეთ, ამიტომაც ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ აქტიური იყოთ ტექნოლოგიურ საზოგადოებაში.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ Wall Street-ზე ვმუშაობდი, როგორც სისტემური ინჟინერი-პროგრამისტი (Softvare Engineer), შემდეგ ჩემი სტარტაპიც წამოვიწყე, რომელიც წარმატებით არ დასრულდა, მაგრამ დიდი გამოცდილება და განათლება მივიღე. ახლა კომპანია Celtra-ში ვმუშაობ, სადაც ყოველდღიურად მიწევს მსოფლიოს ყველაზე დიდ და წარმატებულ კომპანიებთან მუშაობა. სამუშაოს მერე მიწისძვრის მოწყობილობაზე ვმუშაობ და აგრეთვე, სხვადახვა არაკომერციულ ორგანიზაციის საქმიანობაში  ვიღებ მონაწილეობას.
ამერიკაში მოღვაწე სხვა წარმატებულ ქართველებთან თუ გაქვთ კონტაქტი?
– ამერიკაში ვიცნობ სხვადახვა წარმატებულ ქართველ მეცნიერებს და ინჟინრებს. როდესაც კონფერენციებზე დავდივარ, ყოველთვის ვხედავ ერთ ქართველ მეცნიერს ან ინჟინერს მაინც. რამდენიმე თვის წინ Google-ის კონფერენციაზე, „Google I/O 2018-ზე“ ვიყავი, სადაც სამი ქართველი ინჟინერი გავიცანი, ერთ-ერთი მათგანი, მარიამი, Google-ში მუშაობს. აგრეთვე, მსმენია ქართველი პროგრამული ინჟინრების შესახებ, რომლებიც Facebook-ისა და Micorosoft-ის კომპანიებში მუშაობენ. საქართველოში კომპიუტერული მეცნიერება ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება.  
– საქართველოში რა სიხშირით ჩამოდიხართ?
–  ვცდილობ, წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვიდე და სხვადახვა პროექტში მივიღო მონაწილეობა, როგორიცაა ქალთა უფლებები და ქალთა ინტერესი მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ახლა ვმუშაობ ვებ-პლატფორმაზე, რომელიც რესურსებს მიაწვდის იმ ქალებს, რომლებიც ძალადობის ქვეშ ცხოვრობენ. ჩვენი პლატფორმის საშუალებით ისინი მიიღებენ იურიდიულ დახმარებას და თუ მათ სურთ, აგრეთვე, ექნებათ პროფილი, რითაც საზოგადოება შეძლებს ფინანსურად დაეხმარონ მათ.
скачать dle 11.3