№35 სხარტულები
ჭკვიანური აზრები მუდამ თან დამყვება, მაგრამ მე უფრო სწრაფად დავდივარ.
***
მადლი ვქენი, ქვაზე დავდე და ქვაც არ დამხვდა.
***
ნამდვილი „მეგობარი“ დაუპატიჟებლად დაგადგება სახლში, გააღებს მაცივარს, აიღებს რამეს და გკითხავს – შეჭამ?
***
ფასდაკლება ხაჭაპურზე: ორ ცალს თუ იყიდით, მესამეში ყველია.
***
როდესაც იესომ ვაჭრები ტაძრიდან გაყარა, მათ გონებას მოუხმეს და ანაფორა ჩაიცვეს.
***
ისეთი მწარე ენა მაქვს, რომ ვლაპარაკობ, იჟოგას მაძლევს.