№35 ანეკდოტები
– ექიმო, ქორწილის შემდეგ მხედველობის პრობლემები დამეწყო. ფულს ვერ ვხედავ.
***
– ალო, ნანა მინდა...
– ჯერ ფისი-ფისი ქენი.
***
სამი ფრაზა, რომლებსაც ჩინეთში არ ამბობენ:
1. მეზობლებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!
2. ღმერთმა გვამრავლოს!
3. არის აქ ვინმე?
***
სომეხი შარდით სავსე ქილით მოდის და ერთი ეკითხება, – ეგ რა არისო? სომეხი პასუხობს: შარდის ანალიზი ჩავაბარე, შაქარი აღმომაჩნდა და იქ ხომ არ დავუტოვებდიო.
***
მეგობრები საუბრობენ:
– ძალიან მომწონს ჩვენი განათლების მინისტრის პოზიცია.
– რატომ?
– ვერც მე ვიტან, მეტისმეტად განათლებულებს.
***
ტელეფონზე ზარია:
– ალო! ეს ცხოველთა დაცვის საზოგადოებაა?
– დიახ. რაიმე პრობლემა გაქვთ?
– დიახ. ჩემი სახლის წინ ხეზე ფოსტალიონი ზის და უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩემს ძაღლს...
***
სკოლაში:
– შეიძლება, ვისარგებლო იმით, რომ გოგო ხარ?
– რა ბილწი აზრები გაწუხებს, ბიჭო?!
– ბილწი აზრები შენ გაწუხებს, ბურთი შემივარდა გოგოების ტუალეტში.
***
მატჩის არბიტრმა მეშვიდე წუთზე ფეხბურთელს ყვითელი ბარათის ნაცვლად გულის ჯიბეში შემთხვევით ჩარჩენილი პრეზერვატივი აუფრიალა.
საფინალო სასტვენამდე თამაშის წესები ერთხელაც არ დარღვეულა.
***
გურული დაპატიჟებს კახელს რთველში. ხედავს კახელი, რომ თუთის ხეზეა ვაზი ასული. გაოცებული ჰკითხავს მასპინძელს:
– კი მარა, ამ ვაზს როგორ სხლავთ?
– რათ უნდა, ბიძია, ადესას გასხვლა?
– როგორ ფურჩნით?
– რათ უნდა ადესას გაფურჩვნა?
– აბა, როგორ წამლით?
– რათ უნდა, ბიძია, ადესას შეწამლა, – სიცილით უპასუხა მასპინძელმა.
– მა ღვინოს რა ნამუსითა სვამ, მე შენი დედა...
***
მოსამართლე ქალს ეკითხება:
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქმარს დაშორდეთ?
– იმიტომ, რომ ისე მექცევა, როგორც ძაღლს.
– და ეგ რაში გამოიხატება?
– ჩემგან ერთგულებას მოითხოვს.
***
ერთი დაქალი მეორეს ეკითხება:
– ანგარებით გათხოვდებოდი?
– იცი, ისე ძალიან მიყვარს ფული, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში სიყვარულით გათხოვება იქნებოდა.