კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა სურვილებს შეგისრულებთ საკუთარი ხელით დამზადებული ჯადოსნური ჯოხი და რა მინიშნებას უნდა დაელოდოთ ხისგან თილისმისთვის საჭირო ტოტის ჩამოსაჭრელად

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

თილისმა – ერთგვარი მაგიური ნივთი, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს: უბედურებისგან იცავს მას და საქმესა თუ სიყვარულში წარმატების მომტანია. ამ განმარტების აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ბევრს რომ სწამს, ფაქტია. თილისმა შეიძლება, იყოს ნებისმიერი ნივთი, რომლის შერჩევაც კონკრეტულ პირზეა დამოკიდებული. ზოგს ეს შეიძლება, სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ არა მგონია, იმ ურწმუნოთა შორისაც კი, ისეთი მოიძებნოს, ვისაც ბავშვობაში მაინც, არ ენატროს: ახლა მომცა ჯადოსნური ჯოხიო... და იცით, რომ ის ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ ზღაპარში არ გვხვდება?!. გარკვეულ ძალისხმევას თუ გამოიჩენთ, თქვენც შეგიძლიათ, დაამზადოთ და თუ როგორ, ამას გვასწავლის ეზოთერიკოსი, ბატონი ბესო კ.
– მართლა შეგვიძლია, ბავშვობის ოცნების ახდენა?
– რა თქმა უნდა. მართალია, მთლად ისეთი ეფექტი არ ექნება, თანამედროვე კინოფილმებში რომაა აღწერილი, მაგრამ, რაღაც დონეზე რომ შეგიძლიათ, მიზნის მისაღწევად გამოიყენოთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მაშ ასე, ჯადოსნური ჯოხის დასამზადებლად უნდა მოემზადოთ და უპირველესად, ამისთვის, რა თქმა უნდა, ჯოხია საჭირო. ეს იქნება არც ძალიან წვრილი – რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ხის ტოტი, რისთვისაც ჯერ განსაზღვრული ჯიშის ხე უნდა შეარჩიოთ. თუ კონკრეტულად, რომელია ეს ხე, თქვენვე უნდა განსაზღვროთ. ის უნდა მოგწონდეთ და შეგეფერებოდეთ – ეს არის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი. თუმცა, არც ამის შემდეგ შეიძლება, პირდაპირ მიადგეთ და ტოტი ჩამოჭრათ. ჯერ კარგად უნდა გაიცნოთ, რასაც შეიძლება, რამდენიმე დღე დასჭირდეს. თავიდან, უბრალოდ, მის ძირში ჩამოჯექით, თან ისე, რომ არ მიეკაროთ. მეორე დღეს, უკვე შეიძლება, ხის ტანს ხელით შეეხოთ და მოეფეროთ. გაითვალისწინეთ, რომ ხე ჯანსაღი და ძლიერი უნდა იყოს. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, ხის ტანს შუბლითაც შეგიძლიათ, მიეყრდნოთ, მერე კი  – ზურგით. მომდევნო, რამდენიმე დღის განმავლობაში, მიდით იქ და ისე ჩამოჯექით ხის ძირში, ზურგით მის ტანს მიეკრათ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ხის ენერგეტიკის დინება თქვენც შეიგრძნოთ და ეს შეგრძნებები უნდა იყოს კომფორტული. თუ ასე არ მოხდა და უსიამოვნო განწყობა დაგეუფლათ, გამოდის, აღნიშნული ხე თქვენი არ არის.
– ამ შემთხვევაში სხვა უნდა მოვძებნოთ?
– რა თქმა უნდა და იქამდე უნდა ეძებოთ, სანამ ხესთან კარგ ურთიერთობას არ დაამყარებთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ, ტოტის ჩამოჭრაც არ დააყოვნოთ, ოღონდ, ეს უნდა გაკეთდეს ალიონზე, მთვარის მილევისას. ტოტი წინასწარ არ შეარჩიოთ: როცა ხეს მიუახლოვდებით, ყურადღებით დაათვალიერეთ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რაიმე ნიშანი მიიღოთ. შეიძლება, ეს იყოს: ტოტის შერხევა, წვიმის ან ნამის წვეთების მოვერცხლისფრო ციაგი თუ ჩიტის ჩამოჯდომა ზედ და სხვა, უამრავი მსგავსი რამ. ტოტი მოჭერით ახალი, უხმარი დანით და თან, ხესაც პატიება სთხოვეთ თქვენი საქციელის გამო. ამ დროს თითი ან ხელისგული უნდა გაიჭრათ, რომ რამდენიმე წვეთი ხეზე ტოტის ჩამონაჭერს დააწვეთოთ. მერე ზედ მიწა შეაზილეთ და ჯადოსნური ჯოხის მომზადებაც იქვე დაიწყეთ: გააცალეთ კანი, ნათალი ბურბუშელა კი ხის მახლობლად, მიწაში ჩაფალით. მერე ხეს დაემშვიდობეთ და იქაურობას გაეცალეთ. ჯადოსნური ჯოხის მასალა კარგად უნდა გამოშრეს და რაც მთავარია, თქვენ გარდა, მას არავინ არ უნდა მიეკაროს. ღამით სასთუმალქვეშ ამოიდეთ. კარგად რომ გამოშრება, მის დამუშავებას შეუდექით. შეგიძლიათ, სპირალისებრი ხაზები ამოჭრათ ზედ ან სხვა, ორნამენტის მსგავსი ფიგურები. შუა ნაწილს შემოახვიეთ ტყავი ან უხეში ძაფი – ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და მოხერხებაზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ ჯოხის დამუშავების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და მიმდინარეობს, როგორც ერთგვარი მედიტაცია: ჯოხზე მუშაობისას მასში თქვენს ძალას აქსოვთ. მზა ჯოხი აუცილებლად გულმოდგინეთ გააპრიალეთ და ლაკი წაუსვათ. ჯადოსნური ჯოხის მსხვილი ნაწილი არის „ინი“, წვრილი კი – „იანი“. დასრულებული თილისმა უნდა „განიწმინდოს“. რიტუალი მობიბინე მდელოზე ჩაატარეთ, ანუ ჯოხი „იანის“ მხრიდან რამდენიმე საათით მიწაში ჩაარჭეთ. ამის მერე, ამოატრიალეთ და „ინის“ ბოლოთი, ძველ, მიტოვებულ საფლავზე ჩაარჭეთ მიწაში იმდენივე ხნით. განწმენდის პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას რომ მორჩებით, თილისმა ღამით ისევ ბალიშის ქვეშ დაიდეთ. დღისით კი, როცა თან არ გექნებათ, სპეციალური, დახშული კოლოფით ისეთ ადგილას შეინახეთ, სხვამ ვერ მიაგნოს.
– ვთქვათ, ყველა რჩევის გათვალისწინებით დავამზადეთ ჯადოსნური ჯოხი, როგორ და რაში უნდა გამოვიყენოთ?
– ჯადოსნური ჯოხი თქვენია და ახლა უკვე შეგიძლიათ, სასურველი მოვლენების ინიცირება და არასასურველი პროცესების შეჩერება. მოვლენათა ინიცირებაში მონაწილეობს „იანის“ პოლუსი, ხოლო პირიქით, შეჩერებაში – „იანი“. ჯოხის ამოქმედების მთავარი კრიტერიუმი იმის რწმენაა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოვლენათა ინიცირებისას დეტალებს ნუ ჩაუღრმავდებით, მხოლოდ საბოლოო შედეგზე იფიქრეთ და ყველა წვრილმანი თავისთავად დალაგდება. ზუსტად ასევეა, მოვლენათა დეაქტივაციის დროსაც – იფიქრეთ მხოლოდ ფინალზე და არა იმაზე, რა და როგორ შესრულდება. ასე რომ, დაიქნიეთ ჯადოსნური ჯოხი და სურვილიც ასრულდება!
скачать dle 11.3