№35 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 2001 წლის 27 მაისს. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატების მომტანი; უცხოეთის რომელ ქვეყნებში ურჩევთ გამგზავრებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან ჯობია, შექმნას ოჯახი?
პასუხი: მისთვის მისაღებია ურთიერთობა ისეთ ასტროლოგიურ ნიშნებთან, როგორებიცაა: ლომი, კირჩხიბი, სასწორი და ვერძი. უფრთხილდეს მერწყულს. უცხოეთი კი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან უმჯობესია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ბოლივია, ინდოეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, სირია, ალბანეთი და მაკედონია. მოერიდოს: რუსეთს, პოლონეთს, ჩილეს, ნიკარაგუას, კოლუმბიას, სლოვაკეთს, ეთიოპიას, კანადას და ფინეთს. დანარჩენი ქვეყნები კი საშუალოა. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგი, მისაღები და წარმატების მომტანია: სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, სადალაქო სფერო, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, გასართობი ინდუსტრია, საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო საქმიანობა და მშენებლობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში წარმატებების შანსი მაღალი აქვს.