№35 რომელი მინერალი უნდა ატაროთ საფულით, რომ კეთილდღეობას მიაღწიოთ
მინერალურ-ასტროლოგიურ ქვებს დიდი რაოდენობით ენერგია აქვთ. ქვასთან შეხებისას ეს ენერგია ადამიანის სხეულზე გადადის და სამკურნალო-მაგიური თვისებებით გამოირჩევა. ისინი მფლობელს ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიისგან იცავენ, არიდებენ შესაძლო საფრთხეებს, კურნავენ სხვადასხვა დაავადებისაგან, მოაქვთ წარმატება, და აღადგენენ დარღვეულ ბიოველს. ამისთვის კი აუცილებელია, იმ ენერგიის მქონე ქვა შეარჩიოთ, რომელი ენერგიის ნაკლებობაცაა თქვენს ორგანიზმსა და ბიოველში.
მალაქიტის ქვას აღმოსავლეთის ქვეყნებში ჯანმრთელობის ქვად მიიჩნევენ. ის მფლობელს სხვადასხვა სახის უბედურებისგან იცავს, აქვს უნარი, შთანთქოს უარყოფითი ენერგია და ორგანიზმში ფიზიკურ-ემოციური ჰარმონია შექმნას.
ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ტიბეტსა და ჩინეთში ექიმები ჭრილობებს მთის ბროლით კურნავდნენ. იოდის უკმარისობისას ქარვის მძივის ტარება დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. მას პატრონისთვის ფიზიკური სიძლიერე, სულიერი სიმხნევე, იღბლიანობა და ჯანმრთელობა მოაქვს. ზურმუხტი ქალებისა და ბავშვების ქვაა. ძველად ორსულები მას ცხრა თვე ატარებდნენ. ბავშვის დაბადების შემდეგ კი, საწოლზე ჰკიდებდნენ. ქარვას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, არეგულირებს არტერიულ წნევას.
ფერად ქვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ოპალი. ის ერთმანეთის გამომრიცხავი თვისებების მქონე ნახევრად ძვირფასი ქვაა. შუა საუკუნეებში ის ქურდებისა და ჯადოქრების მფარველად მიიჩნეოდა, თუმცა, ცნობილია, რომ მისი საშუალებით მრავალი დაავადებისგან იკურნებოდნენ. რაც უფრო თეთრი ფერისაა ოპალი, მით უფრო დადებითი ენერგეტიკის მქონეა.
ალმასი ოდითგანვე დაუმარცხებლობის, ძალაუფლებისა და სრულყოფილების სიმბოლო იყო. ალმასის რეგულარული ტარება მაღალი წნევის მქონე ადამიანისთვის არ არის რეკომენდებული.
ობსიდიანს მფლობელისთვის წარმატებები მოაქვს და მას ცოდვის ჩადენისგან იცავს. კურნავს თირკმელებს, ღვიძლს. ხელს უწყობს წონის კლებას, ასტაბილურებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე.
იასპი აძლიერებს მეხსიერებას, აუმჯობესებს მხედველობას და ამძაფრებს ყნოსვას. წითელი იასპი მფლობელს ენერგიას მატებს. ცივი ფერების მქონე იასპი სიბრძნესა და მომავლის განჭვრეტის უნარს სძენს. უბედურების ჟამს კი სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში ეხმარება.
სერდოლიკი სიცოცხლისა და ჰარმონიის ქვაა. აუმჯობესებს განწყობას, მოაქვს წარმატება და სიმდიდრე. მფლობელს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება და უფრო თავდაჯერებულს ხდის. აძლიერებს შემოქმედებით აზროვნებას, მატებს კონცენტრაციის უნარს.
აქატი იცავს ფსიქიკას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მფლობელს უვითარებს მჭევრმეტყველების უნარს და სძენს გარშემო მყოფთა კეთილგანწყობას. გარდა ამისა, კურნავს ბრონქიალურ ასთმას, ლიმფურ კვანძებს.
ამეთვისტო აძლიერებს ინტუიციას. მფლობელს იცავს ნეგატივისგან, მატებს გამბედაობასა და სიძლიერეს. სასიამოვნო სიზმრების სანახავად ამეთვისტოს ბალიშის ქვეშ ათავსებენ. ეს ქვა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, კურნავს უძილობას, ნევროზს, აქრობს აკვიატებულ შიშებს, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს მხედველობას.
ციტრონი კი, ფინანსური და კარიერული წარმატების მომტანია. ამ მიზნით ხშირად დებენ საფულეში. განდევნის დეპრესიასა და არასასურველ ფიქრებს, აძლიერებს თავდაჯერებულობას. ციტრონი ასტაბილურებს თავის ტვინის მოქმედებას, არეგულირებს ენდოკრინოლოგიური და ნერვული სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და ხსნის ალერგიას.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, კვირის რომელ დღეს რომელი ასტროლოგიური ქვა შეესაბამება და რომელი მათგანის ტარება მოგიტანთ წარმატებას:
ორშაბათს ბედნიერებისა და წარმატების მომტანია უფერო, გამჭვირვალე ქვები ასევე, ლურჯი და ცისფერი ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. უმჯობესია, მანდილოსნებმა ატარონ საფირონის ქვის ბეჭედი.
სამშაბათს უპირატესობა ოპალს და იასპს მიანიჭეთ.
ოთხშაბათის თილისმად გირჩევთ, ატაროთ მუქი ფერის, მაგალითად, ნაცრისფერი, ქალცედონი, მწვანე ძოწი, სარდონიქსი. ეს მოგიტანთ წარმატებას და ჯანმრთელობაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.
ხუთშაბათს ატარეთ ტოპაზი ან ამეთვისტო.
პარასკევის დღის თილისმაა და წარმატებებს გპირდებათ: ქრიზოლითი, აქატი, ნებისმიერი მწვანე ან ღია ფერის ქვა.
შაბათს გირჩევთ, ატაროთ მწვანე ქრიზოპრაზი ან იაგუნდი. ეს ქვები დაგიცავთ ცუდი სიტუაციებისგან და ნერვულ სისტემაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.
კვირა დღეს კი თილისმად უნდა ატაროთ წითელი, ყვითელი ან ფორთოხლისფერი ქვებისგან დამზადებული სამკაულები. მაგალითად, ლალი ან ქარვა.