კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ მოატყუა ლავრენტი ბერიამ ჰიტლერი და ჰიმლერი 1944 წელს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია მისი სიკვდილის შემდეგ „წითელი იმპერიის“ „განტევების ვაცად“ აქციეს და ყველა საბჭოური ცოდვა მას დააბრალეს, ამ ბოლო პერიოდში ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება. საბჭოთა „ჟანდარმერიის“ მარშალზე უკვე სიმართლე იწერება და მრავალი ობიექტური კვლევა-ძიებაა ჩატარებული. რუსეთში საქმე იქამდეცაა მისული, რომ საკმაოდ სერიოზული ხალხი წინადადებას აყენებს ლავრენტი პავლეს ძე ბერიას სრული რეაბილიტაციის, მისთვის ჩამორთმეული მარშლის წოდებისა და სახელმწიფო ჯილდოების დაბრუნების შესახებ. ისტორიკოსი გალინა ისაკოვა წერს: „ხრუშჩოვისეულ არასერიოზულობასა და ბრეჟნევის „ზასტოის“ „პერესტროიკა“ მოჰყვა, რომელმაც ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა. მიუხედავად სიტყვის თავისუფლებისა, გორბაჩოვის პერიოდში საიდუმლო არქივები არავის გაუხსნია და მეოცე საუკუნის ბოლომდე ლავრენტი ბერიაზე მხოლოდ ის იწერებოდა და ითქმოდა, რაც ხრუშჩოვის დროს იყო სანქცირებული, ხოლო ბრეჟნევის დროს კი – აკრძალული. მხოლოდ ამ ბოლო დროს გახდა შესაძლებელი ბერიაზე სიმართლის წერა და რუსეთის ხელმძღვანელობამ მეტ-ნაკლებად დააფასა ამ ადამიანის შეუფასებელი ღვაწლი რუსეთის გადარჩენა-შენარჩუნებაში. როგორც იქნა, სიმართლემ დღის სინათლე იხილა და ახლა უკვე ბევრს წერენ ლავრენტი ბერიას დიდ ღვაწლზე რუსეთის ისტორიაში. ატომური და კოსმოსური პროექტების გარდა, განუზომელია ლავრენტი ბერიას როლი დიდ სამამულო ომში გამარჯვებაში. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სტალინთან ერთად, ბერიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჰიტლერის დამარცხებაში. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე თავად, ეგრეთ წოდებულმა, გამარჯვების მარშალმა, გიორგი ჟუკოვმა. ამ ომში ბერიამ ფუნდამენტური სამუშაოები შეასრულა. პირველი – დროულად და უმტკივნეულოდ განახორციელა საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნების ევაკუაცია ურალის მთებს იქით. მეორე – ისე აამუშავა საბჭოთა დაზვერვა, რომ მტრებს გამარჯვების უმცირესი შანსიც კი მოუსპო. მეტიც, ბერია პირადად მონაწილეობდა საიდუმლო სპეცოპერაციებში და უშუალოდ აკონტროლებდა მათ მიმდინარეობას. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიამ პირადად მოატყუა მესამე რაიხის უმაღლესი ხელმძღვანელობა...“
მესამე რაიხის ხელმძღვანელობის მოტყუებაში ისაკოვა გულისხმობს რაიხსფიურერ ჰენრიხ ჰიმლერისა და ლავრენტი ბერიას შეხვედრას 1944 წლის იანვრის მიწურულს ჟენევაში... ლავრენტი ბერიასთან ერთად იყო, შემდეგ ბრალდებული და დახვრეტილი, ვლადიმირ გიორგის ძე დეკანოზოვი, რომელიც ასე იხსენებდა ამ საიდუმლო შეხვედრას: „1944 წლის იანვრის 22-ში ლავრენტი პავლოვიჩმა (ბერიამ) გამომიძახა და მითხრა:
– ჰიმლერისგან კაცი მოვიდა და რაიხსფიურერი გვითვლის, რომ მას ჟენევაში შევხვდე. სტალინს  რომ მოვახსენე, მითხრა: შეხვდი და გაიგე, რა სურთ ფაშისტებსო, თან დააყოლა, – თავს მოვიჭრი, თუ ზავზე დალაპარაკება არ უნდოდეთ და ყველაფერი შეხვედრაზე გაარკვიეო. ერთი სიტყვით, ზეგ მივემგზავრებით და უნდა მახლდეო. ელჩად ხარ ნამუშევარი ბერლინში, ჰიმლერი კარგად გიცნობს და გამომადგებიო.
– ლავრენტი პავლოვიჩ, ფაშისტები მახეს არ გვიგებდნენ, – მივუგე ბერიას.
– რა, ხომ არ გეშინია? – მეხუმრა ბერია.
– არა, შიში რა შუაშია. თქვენი შეტყუება და მოკვლა ან დატყვევება არ ჰქონოდეთ განზრახული, ისე, როგორც ეს ვალტერ შელენბერგმა ქნა ჰოლანდიურ ვენლოში, როცა იქ ორი ბრიტანელი ოფიცერი შეიტყუეს და გაიტაცეს.
– მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამჯერად არ მგონია, ასე იყოს საქმე. თუმცა, სუდოპლატოვი და მისი ბიჭები სტარტზე არიან და ჩვენ გაცურებას არ დაუშვებენ, – მითხრა ბერიამ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 24 იანვარს უკვე შვეიცარიაში ვიყავით და ჟენევის კონსპირაციულ ბინაში ბერია და მე ჰენრიხ ჰიმლერსა და ვალტერ შელენბერგს შევხვდით, რომელიც საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. მე და ბერია გერმანულ ენას ვფლობდით. შელენბერგი კი – რუსულს, თუმცა  კომუნიკაციისთვის შევთანხმდით, რომ გერმანულად გვესაუბრა. ჰიმლერი ყოველთვის და ყველასთან ფაშისტური სალმით ხვდებოდა ადამიანებს. ამჯერად მან ეს ტრადიცია დაარღვია და გერმანულად მოგვესალმა. ხელი ჩამოგვართვა და რომ დავსხედით, ბერიას უთხრა:
– ბატონო ბერია, მე ფიურერის დავალებით ვმოქმედებ და ყოველგვარი შესავლის გარეშე გეტყვით, ადოლფ ჰიტლერი ბატონ სტალინს ზავს სთავაზობს. მართალია, ჩვენ სტალინგრადი და კურსკი წავაგეთ, თქვენ ახლა უპირატესობა გაქვთ, მაგრამ ნუ დაგაგავიწყდებათ, რომ ჩვენი არმიები ჯერ კიდევ თქვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. მთელი ევროპა კი ჩვენზე მუშაობს და თუკი ომი გაგრძელდება, არავინ უწყის, ვინ გაიმარჯვებს. მსხვერპლი კი უდიდესი იქნება. ამიტომ, თუკი თქვენ თანახმა იქნებით, დავზავდეთ და ჩვენ ორ-სამ დღეში გავიყვანთ არმიებს თქვენი ტერიტორიებიდან.
ჰიმლერმა რომ ლაპარაკი დაამთავრა, ბერიამ მხოლოდ ეს უთხრა:
– ასეც ვიცოდი. სტალინი თანახმაა, გაიყვანოთ თქვენი არმიები და თუკი ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვით, მაშინ უკვე დიპლომატიური შეხვედრა მოვაწყოთ და ეს აქტი ოფიციალურად გავაფორმოთ.
ამ პასუხის მერე ბერიამ და ჰიმლერმა ჩვენთან ერთად შერიგების სადღეგრძელო დალიეს ქართული ღვინით, რომელიც ბერიამ საგანგებოდ წამომაღებინა და ერთმანეთს დავშორდით. ეს შეხვედრა კი სულ რაღაც 45 წუთი გაგრძელდა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიამ ჰიტლერს სტალინთან შეუთანხმებლად მისცა წინასწარ დაზავების სიტყვა. შემდეგ კი ის მოხდა, რასაც საბჭოთა ისტორიულ სახელმძღვანელოებში წითელი არმიის მთელი ფრონტით შეტევა და ფაშისტების განდევნა უწოდეს. სინამდვილეში კი ეს ტყუილი იყო. ბერიას მიერ მოტყუებულმა ჰიტლერმა ბრძოლის შეწყვეტა და ყველა ფაშისტური არმიის საბჭოთა ტერიტორიის დატოვებისთვის მომზადების ბრძანება გასცა. ამით კი წითელმა არმიამ ისარგებლა. ფაშისტებზე მოულოდნელი, ელვისებური შეტევა განახორციელა და გერმანელებს მესამე დიდი დარტყმა, ამასთან, უდიდესი ზარალი მიაყენა და საბჭოეთი ევროპაში შეიჭრა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ბერიას პირადი გადაწყვეტილება და დიდი დამსახურება იყო.
скачать dle 11.3