კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა საერთაშორისო ეტიკეტი დაარღვია ჩერჩილმა პოტსდამში სტალინთან გამომშვიდობებისას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინი ეპოქალური პიროვნება იყო და მიუხედავად მწვავე იდეოლოგიური წინააღმდეგობისა, ამ ფაქტს საბჭოთა ბელადის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეებიც კი ცალსახად აღნიშნავდნენ. სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის მკვლევარი, ალექსეი პატრიკეევი წერს: „სტალინი უბრალო, პლებეური წარმოშობის მშობლების შვილი იყო და თავისი ბუნებრივი ნიჭიერებისა და ნებისყოფის წყალობით, ისეთ არნახულ სიმაღლეზე ავიდა და ისეთ გლობალურ წარმატებას მიაღწია, რომ ძალზედ ძნელია ამის აღქმა. სტალინის მიერ მიღწეულ წარმატებებს არაერთი სერიოზული მკვლევარ-მეცნიერი თავისებურად ხსნის და ამის თაობაზე ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. მთავარი ისაა, რომ სტალინის გენიას მისი ტოლ-სწორნი, მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების ლიდერები აღიარებდნენ და რომ იტყვიან,  „თითს კაკვავდნენ“ საბჭოთა ბელადის წინაშე“.
საბჭოეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „პოტსდამის კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდში დიდ ბრიტანეთში  საპრემიერო არჩევნები ჩატარდა. უინტსტონ ჩერჩილმა ეს არჩევნები კლემენტ ეტლისთან წააგო და იძულებული გახდა, კონფერენცია დაეტოვებინა და ადგილი თავისი მემკვიდრისთვის დაეთმო. „ბრიტანელი ლომი“ (ჩერჩილს ეს მეტსახელი სტალინმა უწოდა) აეროდრომზე გამგზავრების წინ ჩვენს რეზიდენციაში მოვიდა. სტალინს მიესალმა და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა. ჩერჩილმა სტალინს უთხრა:
– არჩევნები წავაგე. იძულებული ვარ, სამშობლოში დავბრუნდე და ჩემი ადგილი ჩემს მემკვიდრეს დავუთმო. ვწუხვარ, რომ არ მეძლევა საშუალება მონაწილეობა მივიღო გლობალური გადაწყვეტილების მიღებაში.
სტალინმა ჩერჩილს გაუღიმა და უპასუხა:
– მეც ძალიან ვწუხვარ, რომ არჩევნები წააგეთ.
ჩერჩილმა გამჭოლი მზერა მიაპყრო სტალინს და თქვა:
– იცით, ბატონო სტალინ, რომ არჩევნების წაგება  იმდენად არ მწყინს, რამდენადაც ერთი საკითხი მაღელვებს.
– რომელი საკითხი? – იკითხა სტალინმა.
– ის, ბატონო სტალინ, რომ ეტლი კრავია გლობალურ პოლიტიკაში. უცოდველი კრავი და მგელთან მოუწევს შეხვედრა. ასეთი შეხვედრები კი, სამწუხაროდ, ყოველთვის ფატალურად სრულდება კრავებისთვის. აი, სწორედ ეს მაღელვებს მე.
სტალინს გაეცინა და ჩერჩილს უთხრა:
– კრავი, რა თქმა უნდა, გემრიელი კერძია მგლისთვის, მაგრამ უფრო კარგ გემოს ჩაატან, თუკი ლომს შეჭამ და თანაც, ათმაგად სასახელოა. სამწუხაროდ, ასეთი საშუალება არ ჩანს და ლომი დაუმარცხებელი ტოვებს ასპარეზსო.
ჩერჩილმა არაფერი უპასუხა სტალინს. ჯერ ხელი გადახვია მას, მერე ჩამოართვა და უხმოდ წავიდა...“
სტალინი და ჩერჩილი მეგობრები არ ყოფილან. მეტიც, ზოგჯერ მათი ურთიერთობები ისე იძაბებოდა, რომ მზად იყვნენ, ერთმანეთი გაენადგურებიათ. იმ პერიოდის მსოფლიო ლიდერებს შორის არც გადახვევა იყო ეტიკეტით მიღებული, მაგრამ ლორდმა ჩერჩილმა ეს ეტიკეტი დაარღვია და თავის იდეოლოგიურ მტერს ხელი გადახვია. ამ საქციელით ლეგენდარულმა ბრიტანელმა პრემიერმა აშკარად გამოხატა უდიდესი პატივისცემა სტალინისადმი და ასეთი რამ კიდევ არა ერთხელ გაუკეთებია. სწორედ ჩერჩილმა თქვა ლორდთა პალატაში გამოსვლისას: რუსეთისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ სტალინი ჰყავდაო... სწორედ ჩერჩილი ამბობდა: სტალინს ისეთი ქარიზმა ჰქონდა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ ვმოქმედებდით. შეხვედრების დროს მის (სტალინის) დანახვაზე ფეხზე წამოვიჭრებოდით და ისე ვიდექით სმენაზე, როგორც რიგითი ჯარისკაცები გენერლის წინაშეო... ტყუილად არ ეშინოდა ჩერჩილს იმისიც, რომ „მგელი“ სტალინი „კრავს“ – ეტლის „შეახრამუნებდა“. არადა, პოტსდამში სტალინმა არა მხოლოდ კლემენტ ეტლი „შეახრამუნა“, არამედ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ტრუმენიც „დესერტად დააყოლა...“ ანუ საბჭოთა ბელადმა ისეთ გეოპოლიტიკურ დანაწილებას მიაღწია პოტსდამში, როგორიც მას სურდა და ამაში მას ვერც ამერიკულმა ატომურმა ბომბმა შეუშალა ხელი. სტალინმა პოტსდამში ანგლო-ამერიკელებს პირწმინდად მოუგო პოლიტიკურ-დიპლომატიური ბრძოლა და ნურავინ იფიქრებს, რომ ეტლი და ტრუმენი მართლა „კრავები“ იყვნენ...
სტალინი, ქარიზმასთან ერთად, შორსმჭვრეტელობის განსაკუთრებული უნარითაც იყო დაჯილდოებული და უდავოდ მისი დამსახურებაა, რომ სამოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც დედამიწა დიდი ომის გარეშე ცხოვრობს. საბჭოთა ბელადმა კარგად უწყოდა, რომ მესამე მსოფლიო ომი კაცობრიობას მოსპობდა და ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინა პოტსდამში თავის ოპონენტ-კოლეგებს (ეტლი და ტრუმენი), რომ კაცობრიობას გლობალური საფრთხე ააცილა თავიდან. იგივე ჩერჩილი, თავის მემუარებში წერს: „პოტსდამში სტალინმა მსოფლიო მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნა. მე ვშიშობდი, რომ საბჭოთა ბელადი „კრავ“ ეტლისა და ტრუმენს შეჭამდა და ეს ასეც მოხდა. უნდა ვაღიარო, რომ იქ მე რომ ვყოფილიყავი, მაინც ისე მოხდებოდა, როგორც მოხდა. დიდება დიდ სტალინს!“.
скачать dle 11.3