კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ისევ სიყვარულის შესახებ

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


სიყვარული ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. ის ისეთი ლამაზი და საინტერესოა, რომ რომანტიკულობას არც ერთ ეტაპზე არ კარგავს.  სიყვარულს იკვლევენ, სიყვარულზე წერენ, სიყვარულის გამო მთელ ცხოვრებას ცვლიან. გაინტერესებთ, რა დაასკვნეს მეცნიერებმა ამ არაჩვეულებრივი გრძნობის შესახებ? მაშ, ასე:
* „მუცელში პეპლები“ მართლაც არსებობენ  და ამ შეგრძნებას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება. ადრენალინი ქმნის ეიფორიის განცდას და აღიზიანებს ტვინის იმ უჯრედებს, რომლებიც სიამოვნებაზე არიან პასუხისმგებელი.
* ამბობენ, რომ  ადამიანის შეყვარებისთვის მხოლოდ 4 წუთია საჭირო. სხვათა შორის, ეს ძალიან ახლოსაა რეალობასთან. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, ადამიანი მოგვწონს თუ არა, საშუალოდ 4 წუთია საჭირო. სწორედ ამ პირველ 4 წუთზეა დამოკიდებული ყველაფერი.  გარდა ამისა, შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს არა ის, თუ რას ვამბობთ, არამედ სხეულის ენა და ხმა.
* როცა ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთს უყურებს, მათი გულისცემა სინქრონიზდება – მეცნიერებმა აღმოაჩნეს, რომ შეყვარებულების გულისცემა ერთნაირი ხდება მას შემდეგ, რაც სამი წუთის განმავლობაში ერთმანეთს დაჟინებით უყურებენ თვალებში.
* სიყვარული დაახლოებით იგივე ეფექტს იწვევს, რასაც კოკაინი. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ქიმიური ნივთიერება გამომუშავდება, ერთდროულად ტვინის თორმეტ უბანს ააქტიურებს და ეიფორიას იწვევს. ანუ, სიყვარული „კაიფია“.
* ჩახუტებას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს – ოქსიტოცინი, ეგრეთ წოდებული, სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება, ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება ნელ-ნელა ამცირებს და ოთხ საათში სრულიად აქრობს ტკივილს.
* საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებაც კი თავს უკეთესად გვაგრძნობინებს. ის, რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნა კარგად გვხდის, დიდი ხანია, ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამჯერად კვლევებმაც აჩვენა, რომ იგივე ეფექტი საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებასაც აქვს.
* არსებობს შეთავსების თეორია, რომლის მიხედვითაც წყვილები ერთმანეთს ვიზუალური თანასწორობის მიხედვით ირჩევენ, ანუ ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით, სოციუმში ისინი დაახლოებით ერთნაირად ლამაზად უნდა მიიჩნეოდნენ. თუკი რომელიმე ერთი პარტნიორი ნაკლებად მომხიბვლელია, იგი შეეცდება სხვა რამით აინაზღაუროს ნაკლი, ანუ გახდეს მეწყვილის შესაფერისი, თუ არა და, ყველაფერი დაინგრევა.
* წყვილები, რომლებიც ერთმანეთს გვანან დიდხნიან ურთიერთობას ვერ შეიქმნიან. დიახ, საწინააღმდეგოები ერთმანეთს იზიდავენ. ამას კვლევებიც ადასტურებს. იმდენად უნდა განსხვადებოდეთ ერთმანეთისგან, რომ რაღაც ახალს სწავლობდეთ.
რომანტიკული სიყვარული მართლაც მთავრდება და მისი ადგილი პასუხისმგებლობით სავსე სიყვარულმა უნდა დაიკავოს. საქმე ისაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი წყვეტს იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომელიც ეიფორიას იწვევს და სიყვარულიც ახალ საფეხურზე გადადის. სიყვარულის ობიექტის გახსენება დადებითად აისახება ადამიანის შემოქმედებით აზროვნებაზე.
კვლევების მიხედვით, არსებობს სამგვარი სიყვარული და მათი ფორმულები. რომანტიკული სიყვარული = ვნებას + სიახლოვე, გარიგებით სიყვარული = სიახლოვეს + ერთგულება, ილუზიური სიყვარული = ვნებას + ერთგულება. საუკეთესო ვერსია სრულქმნილი, რეალური სიყვარულია, რომელიც სამივე კომპონენტს მოიცავს.
სიყვარული ერთადერთია, რასაც მართლა აზრი აქვს და მის გარშემო ტრიალებს ადამიანური ბედნიერება.

მარტივი ჭეშმარიტება

არაფერი ისე არ ხიბლავს მამაკაცს, როგორც ურთიერთობა რთული ხასიათის მქონე ქალთან. ეს სამართებელზე სიარულს ან მოქმედ ვულკანთან ახლოს ყოფნას ჰგავს – საშიშია, მაგრამ გინდა. ასეთ ქალთან ურთიერთობა კაცისთვის საოცრად საინტერესოა, თუმცა დამღლელიც.
იმის გააზრებაც კი, რომ სიყვარული დიალოგებისგან, დათმობებისა და კომპრომისებისგან შედგება, დიდხნიან და სრულფასოვან ურთიერთობას მოგიტანთ. სიყვარულის მხოლოდ მიღება კი არ უნდა შეგეძლოთ, არამედ გაცემაც.
წარუმატებელმა რომანმა შესაძლოა, ბევრ ადამიანს დაუქვეითოს თვითშეფასება. ეს ისაა, როცა საკუთარი თავის მიმზიდველობაშიც ეჭვი გეპარებათ, იწყება თვითანალიზისა და თვითგანადგურების რთული პერიოდი. არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი იმაში, გაქვთ თუ არა სიყვარულის უფლება. უბრალოდ იცოდეთ: ვალდებული ხართ იყო ბედნიერი და შეყვარებული.
მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ. თქვენი ინდივიდუალურობა თქვენთან ერთად ყოფნას საოცრად საინტერესოსა და ემოციებით სავსეს ხდის. ეს კი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს. ნუღარ იფიქრებთ იმის შესახებ, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელია. დაიმახსოვრეთ, ბედნიერება საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის. ვერასოდეს შეძლებთ შეიყვაროთ სხვა ადამიანი, სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს. გამოიყენეთ დრო თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფილებისთვის.
მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელი მშვენიერია – უნიკალური, კაშკაშა და საოცარი! იყავით ის, რაც ხართ ნებისმიერ სიტუაციაში და აუცილებლად შეხვდებით თქვენს სიყვარულს!
ყველა ქალს სჭირდება ჩვეულებრივი, ქალური ბედნიერება, ამიტომ დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება:
• ურთირთობაზე უნდა იმუშაო;
• სიყვარული ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო;
• შენ გაქვს უფლება, იყო ბედნიერი!скачать dle 11.3