კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რაში ჩაითრია ანი მიროტაძე ქმარმა, რატომ აიღო პოლიტიკური დეკრეტი და რა შემოეპარათ მასა და მის ქმარს საარჩევნო ეიფორიაში

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი ანი მიროტაძე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად აღარ არის ჩართული, თუმცა ცხოვრების პასიურ რეჟიმზე  გადასვლა მაინც არ მოუწია.  გარდა იმისა, რომ ბოლო თვეებში საყვარელი საქმით – ინტერნეტ-გამოცემითა და ახალი საინფორმაციო პორტალით  დაკავდა, მთელ დროს შვილთან, პატარა გიორგისთან ერთად ატარებს, რომელიც დედის წყალობით, დროდადრო, სატელევიზიო არხების სტუდიებშიც კი ხვდება. ვინ დააყენა თავდაყირა ანი მიროტაძის ცხოვრება და რაში ჩაითრია ის ქმარმა,  ყოფილმა ფეხბურთელმა    დათო შეყილაძემ,   ამის შესახებ თავად ანი გიამბობთ.  
ანი მიროტაძე: იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის წევრი აღარ ვარ და ერთი შეხედვით, აქტიურად აღარ ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესებში, ცხოვრების პასიური რეჟიმი ნამდვილად არ მაქვს. დამსახურებულ პენსიაზე გასვლამდე ჯერ შორია, რა დროს პენსია და დასვენებაა, როცა წინ უამრავი გეგმა და საქმე მაქვს. მოსაწყენად არ მცალია. ავიღე პოლიტიკური დეკრეტი, რომელიც ორსულობის პერიოდს და ბუნებრივ დეკრეტს დავამთხვიე.
–  ერთდროულად შეიცვალა ყველაფერი – ოჯახი, შვილი, ბევრი სიახლე იყო  ერთად შენს ცხოვრებაში.
– ეს იყო ყველაზე კარგი სიახლეები, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და რეალურად თავდაყირა დააყენა. როცა ჩემს ცხოვრებაში დათო გამოჩნდა, ერთ დღეს ჩემს თავს თოქ-შოუ მოვუწყვე – დავჯექი და საკუთარ თავს ველაპარაკე, მოვუყევი, როგორი კარგი გოგო ვარ, რა გავაკეთე. შევახსენე, ხომ იცი, რამდენი წლის ხარ-მეთქი და ვკითხე, რა გაკლია  ბედნიერებისთვის? – პირადი ცხოვრება. ასე მარტივად მივიღე  გადაწყვეტილება, შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება, თუმცა  დათომ თავადაც დამაჩქარა. ჩვენ ერთმანეთს ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს შევხვდით. ის გამაცნეს, როგორც ჩემი მხარდამჭერი, ჩვენი შტაბის წევრი,  რომელიც სულ თან დაგვყვებოდა და ჩემს „უსაფრთხოებაზე“ ზრუნავდა, აღმოჩნდა, რომ დათომ ყველაფერზე კარგად იზრუნა (იცინის). მაშინ ისეთ ბრძოლაში ვიყავით ჩართული, არავის ეცალა სიყვარულისთვის. მერე კი, ისე განვითარდა მოვლენები, დათომ  გადაწყვეტილება სამ თვეში მიმაღებინა. არჩევნების ეიფორიაში სიყვარული ისე შემოგვეპარა, ვერ მივხვდით (იცინის). ასეთი სიახლეები ადამიანს ახალი ძალით ავსებს. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი და იმ 25-წლიანი აქტიური ცხოვრების პიკი, რაც გავიარე.  
– ფეხბურთელმა ქმარმა ფეხბურთში ჩაგითრია?
–  რა თქმა უნდა, ჩვენს სახლში ფეხბურთი პირველ პლანზეა. ადრე რომ გეკითხათ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გვარებსაც კი ვერ გეტყოდით, ახლა უკვე ისე ვარ დაოსტატებული, კუთხურების, ბარათების, ოფსაიტების ამბავიც შეგიძლიათ, მკითხოთ. ადამიანი ვერასდროს წარმოიდგენ, ვის დაუკავშირებ ცხოვრებას და, რა თქმა უნდა, მეც  ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთელის ცოლი ვიქნებოდი. ის, რაც ზუსტად ვიცოდი, ცხოვრებას პოლიტიკოსს ვერ დავუკავშირებდი, რადგან ორი პოლიტიკოსი ერთ ოჯახში წარმოუდგენლად მიმაჩნია, კატასტროფა იქნებოდა. თუმცა, რომ შემყვარებოდა, არ ვიცი, როგორ შევცვლიდი ჩემს დამოკიდებულებას. როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩებოდი, ხშირად ვეკითხებოდი, როგორი ადამიანი არ მინდოდა, რომ მყოლოდა გვერდით და უფრო ადამიანურ თვისებებზე ვიწყებდი ფიქრს. როდესაც გახმაურებული  საფეხბურთო თამაშის მეორე დღეს მამაკაცების საზოგადოებაში ვხვდები, სადაც ყველა ფეხბურთზე საუბრობს და მეც მათთან ერთად ვარჩევ იმ თამაშის დეტალებს, ვატყობ ხოლმე ირგვლივ მყოფების გაოცებას რომ ვიწვევ.  შენც, ანი? – ასეთი შეკითხვის შემცველი გამომეტყველება  აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს, რაც ძალიან სახალისოა.  სულ ვფიქრობ,  დღეს დათო ფეხბურთს რომ თამაშობდეს და მე ისევ დეპუტატი ვიყო, ჩვეულებრივ, მეც ვივლიდი სტადიონზე, ვიყვირებდი ისე, როგორც იქცევიან ფეხბურთის გულშემატკივრები. რა პრობლემა იქნებოდა? გარდა იმისა, რომ დათომ ჩამითრია  ფეხბურთში, მისი წყალობით თავიდან გავიცანი და დავუახლოვდი ჩემს ნათესავებს. მათთან შეხვედრებს სულ მოკლებული ვიყავი, დათო დედისერთაა და ისე  უყვარს ნათესავებთან შეხვედრა, ეს მეც  გადმომდო და ახლა უკვე ჩემთვისაც სიამოვნებად იქცა ნათესავების წრეში ყოფნა. დათო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათისაა. მე, ჩემი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, უფრო  ემოციური ხასიათი მქონდა.  მას რკინის ნერვები აქვს, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია. მეც დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ ის სიმშვიდე, რაც  დათოს აქვს და მე არ მქონდა, უკვე მეც გადმომედო. დათომ მასწავლა, როგორ უნდა გავჩერდე. ეს მეც ჩვევად მექცა. ახლაც, თუ მის გარეშე ვარ და რამეზე წონასწორობა დავკარგე, თვალწინ მიდგება დათოს სახე,  მისი უსიტყვო, მაგრამ მრავლისმთქმელი გამოხედვა და მაშინვე ვხვდები, რომ წონასწორობის წერტილს უნდა დავუბრუნდე (იცინის).     
– ყოფილი „პირადი მცველი“ დღემდე მცველის როლშია? ოჯახურ თანაცხოვრებას როგორ შეეჩვიე?   
–  6 თვის განმავლობაში ჩემი შვილს მე და ჩემი მეუღლე ვზრდიდით. დედაჩემის სახლიდან ჩემს სახლში გადავედი, ძიძა არ ავიყვანე, გიორგის მე თვითონ ვუვლიდი. მინდოდა, ყველაფერი შემეგრძნო – ორთვიანი გადაბმული ღამის თენებით დაწყებული ფაფის კეთებით დამთავრებული.  ჩემს შვილს დღე და ღამე არეული  ჰქონდა და მეც იმავე რეჟიმში გადამიყვანა. ჩვენ ვთამაშობდით, ვცეკვავდით, ათას რამეს ვაკეთებდით, რომ ბავშვი გაგვერთო. ეს ყველაფერი გადაღებული მაქვს და როცა გიორგი გაიზრდება, ნახავს, რა დღეში იყვნენ მისი დედა და მამა თვეების განმავლობაში. სხვათა შორის, ამ არქივში არის ჩემი და ჩემი მეუღლის სიმღერა და ცეკვა ღამის ხუთ საათზე (იცინის).
– რამდენიმე თვის წინ დააარსე საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი,  ჟურნალისტიკაში დაბრუნდი? რატომ დაარქვი პორტალს „20/20 ნიუსი“, ბიძინა ივანიშვილს მიბაძე?
–  ასე ვერ ვიტყოდი, ეს არ არის დაბრუნება. ჩემს გუნდთან ერთად  გავაკეთე პორტალი, მათ ვეხმარები მთელი ჩემი რესურსით და იმ  გამოცდილებით, რაც მაქვს,  მაგრამ ვრჩები პოლიტიკაში.  ძალიან ვბრაზდები, როცა სადმე წარმადგენენ, როგორც ყოფილ ჟურნალისტს, სიკვდილამდე ვიქნები ჟურნალისტი და მერეც, როცა აღარ ვიქნები, ჩემზე იტყვიან, რომ ვიყავი ცნობილი ჟურნალისტი (იცინის). მე  ჟურნალისტიკიდან არსად წავსულვარ, უბრალოდ, სხვადასხვა როლში  ვიყავი და ვარ დღემდე – ხან აქტიური ჟურნალისტი ვარ, ხან მისი აქტიური გულშემატკივარი და დამცველი. რაც შეეხება  პორტალის დასახელებას, რა თქმა უნდა, იყო პატარა ინტრიგა, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ მიმიბაძავს.   პეპლებისა და ყვავილების სახელს ვერ დავარქმევდი, „20/20  ნიუსი“ მართლაც  არის  დაკავშირებული 2020 წელთან, როდესაც „შენების მოძრაობა“ დიდ პოლიტიკაში აუცილებლად დაბრუნდება.     
скачать dle 11.3