კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რუსკა ხვედელიძე: ეგოისტი ვარ და მინდა, ყველას ვუყვარდე

ნინო კანდელაკი ანი რევია

გადაცემა „ჰელოუ თბილისი“ დაიხურა. როგორც მისი წამყვანი, მომხიბვლელი ჟურნალისტი რუსკა ხვედელიძე ამბობს, მისი გადაცემა არხის რეორგანიზაციის გამო წყვეტს არსებობას. თუმცა, თავად წამყვანი გაჩერებას არ აპირებს და ის სულ მალე ახალ ამპლუაში გამოჩნდება.
რუსკა ხვედელიძე: მთელი წელი ზაფხულს ველოდები, მაგრამ ვერ დავისვენე. მთელი ზაფხული ვმუშაობდი. იმედი მაქვს, ზამთარში მაინც დავისვენებ. ასე რომ, ჩემი ზაფხული ზამთარში დადგება (იცინის).
– გადაცემა „ჰელოუ თბილისი“, რომელიც ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გადიოდა და შენ მიგყავდა, დაიხურა. გავიგე, ახალი სეზონიდან ახალ ამპლუაში მოევლინები მაყურებელს. იქნებ წინასწარ გაგვიმხილო, სად გიხილავთ?
– გეთანხმებით, არხზე რეორგანიზაცია მოხდა და გადაცემა „ჰელოუ თბილისი“, რომელიც მე მიმყავდა,  დაიხურა. სხვას წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სიურპრიზია (იცინის). სიახლეებია ჩემს კარიერაში და ამას სექტემბერში ყველა გაიგებს. აქტიურად ვმუშაობ და სხვა ამპლუაშიც მოგევლინებით.
– ახალი სეზონიდან შოუ-ბიზნესისა და კულტურის სფეროს ჩამოშორდები და სხვა სფეროში გადაინაცვლებ?
– იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ კულტურისა და შოუ-ბიზნესის სფეროდან სხვაგან ვერსადროს გადავინაცვლებ, მაგრამ ამ სფეროებს სოციალური თემებიც დაემატა – ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ორთოპედები და ასე შემდეგ.
– ფაქტობრივად, ყველა სფერო ჩამოთვალე, თუმცა პოლიტიკა არ გიხსენებია. არადა, ვიცი, ადრე აქტიურად იყავი ჩართული და მგონი, პოლიტიკოსობასაც გეგმავდი. ხომ არ ვცდები?
– არა. არ ცდებით, ბავშვობაში პოლიტიკით ვიყავი გატაცებული. თუმცა, რომ გავიზარდე, აღარ მაინტერესებს. წესით, პირიქით უნდა მომხარიყო – პოლიტიკით ბავშვობაში კი არა მოზარდობაში უნდა დავინტერესებულიყავი, მაგრამ მე ხომ უკუღმართი ვარ და ყველაფერი უკუღამრთად ვიცი (იცინის). სხვათა შორის, მსახიობობაც ძალიან მინდოდა, მაგრამ ჟურნალისტი გავხდი. მოვიარე რადიო, ტელევიზია, პრესა და მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ და სადაც, რომელ სფეროშიც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, მაქსიმალურად ვიხარჯები. ყოველდღიურად ვსწავლობ, ახალ გამოწვევებს ვეძებ და ყველა ადამიანში ვაკვირდები ისეთ თვისებებს, რაშიც მივბაძავ.
– აქტიური ჟურნალისტიკა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. პირადი ცხოვრების, შვილისა და მეგობრებისთვის დრო გრჩება?
– დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს და მეგობრები გამინაწყენდნენ. სულ გადაღებებზე ვარ, რესპონდენტების გვერდით და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ მრჩება. ჩემი შვილი, დედაჩემთან ერთად, აგარაკზეა და ხშირად რომ ვერ ჩავდივარ და ვერ ვეხუტები, ძალიან მწყდება გული, თორემ მეგობრების ნახვას, ასე თუ ისე, ვახერხებ.
– ბევრს უკვრის, რომ ცხრა წლის ბიჭი, ილია გყავს. ამბობენ, ამ გოგომ როდის მოასწრო გათხოვება და შვილის გაჩენაო. თუ შენი გარეგნობით ვიმსჯელებთ, მართლაც დაუჯერებელია, რომ ამხელა შვილი გყავს.
– დიახ, ყველას უკვირს, ამხელა შვილი რომ მყავს. ილია 9 წლისაა და იმ სიმაღლეა, ერთად რომ ვართ, ყველას ჩემი ძმა ჰგონია. თუ თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, შვილთან გავატარო. მე და ჩემი ქმარი გაშორებულები ვართ, მაგრამ ის აქტიურადაა ჩართული ბავშვის აღზრდა-განათლებაში. ასე რომ, ილიას მამაშიც და დედაშიც ძალიან გაუმართლა (იცინის).
– 18 წლის გათხოვდი. როგორ ფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ნაჩქარევი ნაბიჯი, სიყვარული თუ უბრალოდ, გრძნობებზე აყოლა?
– პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ რასაც ვაკეთებ, იმას აღარასდროს განვიცდი. ალბათ, ასე იყო საჭირო და გავაკეთე. შესაბამისად, ყველა ნაბიჯს გააზრებულად ვდგამ და შემდგომ არ ვნანობ.
– ახლა, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ სამსახურის საქმეებით სულ დაკავებული ხარ?
– ჩემს რესპონდენტებს თუ გავეპრანჭები, თორემ სხვა ადამიანებთან შეხვედრების დრო არ მაქვს. ვხუმრობ ხოლმე, ადამიანს ერთი ნახვით თუ შევუყვარდები, თორემ სხვა გამოსავალი არ არის, ჩემი საქმის გადამკიდე, მეორეჯერ ვეღარ მნახავს-მეთქი (იცინის). ასე რომ, საყვარელი მამაკაცი ამ ეტაპზე ჩემ გვერდით არ დგას. როგორც ყველა ქალს, მეც მყავს თაყვანისმცემლები, ვგრძნობ მათ ყურადღებას,  საჩუქრებითაც მანებივრებენ და ავტომობილზე დატოვებული ბარათებითაც. სულაც არ არის აუცილეებლი, ადამიანს ძვირად ღირებული საჩუქარი უსახსოვრო, შეიძლება, პატარა რამემაც გაგაბედნიეროს და ისე „ამოგქოქოს“, უამრავი საქმე გააკეთო. სხვათა შორის, ჩემი მანქანა სულ მოუწესრიგებელია, გაურეცხავი და ორჯერ გაწმენდილი დამხვდა. არ ვიცი, ვინ გააწკრიალა, თორემ, დიდ მადლობას ვეტყოდი.
– შენი გარეგნობა იყო შენი კარიერული წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი?
– ჩემზე გაცილებით ლამაზი გოგონებიც არიან და მიმაჩნია, რომ ისეთი გოგო არ ვარ, მხოლოდ ვიზუალის ბრალი იყოს ჩემი კარიერული წარმატება. ადამიანებს ჩემი პოზიტიური განწყობა უფრო მოსწონთ. ვცდილობ, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან. მე ბედნიერებას, ელემენტარულად, მეგობრებთან ყოფნაც მანიჭებს. ვცდილობ, ისეთ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა, რომელთაგანაც დადებით ენერგეტიკას ვგრძნობ. ვისგანაც ნეგატივი მოდის, ასეთ ადამიანებს ლამაზ გამარჯობას ვეუბნები და ახლოს არ ვუშვებ, ვერიდები. მოკლედ, ენერგოვამპირ ადამიანთან ვერც ვიმეგობრებ და ვერც ვიახლობლებ. ბედნიერებისთვის ვიბრძვი – ესაა ჩემი ცხოვრების მიზანი. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული ვიყო. ვიცი, ყველასთვის მისაღები და კარგი ვერ იქნები, მაგრამ, ეგოისტი ვარ და მინდა, ყველას ვუყვარდე (იცინის). ხალხი რას იტყვის – ეს არ  „მკიდია“, თუმცა ამაზე, ორიენტირებულიც ვერ ვიქნები. თუ სულ იმაზე იფიქრე, ხალხი რას იტყვისო, წინ ვერ წახვალ. ათასი ჭორი გავიგე ჩემზე და არ ავყევი. რაც მართალი არ არის, იმაზე ნერვებს ვერ ავიშლი. არ დამავიწყდება, „ჰელოუ თბილისში“ რომ გამოვჩნდი, ერთი ქალბატონი წერდა: რა არის, ამ გოგოს ხან მწვანე თვალები აქვს, ხან ლურჯი, ხან ცისფერი... ჩამოყალიბდეს, რამდენ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებსო. არადა, ვინც მიცნობს, იცის, რომ მწვანე თვალები მაქვს და თან „ქამელეონი“ – რა ფერის ტანსაცმელიც მაცვია, იმ ფერს იღებს და არც არაფერი მაქვს გაკეთებული და დაბერილი. თუ დამჭირდა და გავიკეთე, არც დავმალავ. იმასაც მეკითხებიან, არაქართული გარეგნობა გაქვს და გერმანელი, რუსი ან უკრაინელი წინაპარი ხომ არ გყავდაო. დამიჯერეთ, „კარენოი“ ქართველი ვარ (იცინის).
скачать dle 11.3