კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რატომ გადაწყვიტა კარლოვი ვარის კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელმა, ნათია ვიბლიანმა, პოლიციელობა და რა სვანურ ტრადიციებს აპროტესტებს ის

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

არ წყდება მსჯელობა იმაზე, არის თუ არა პოლიცია და იარაღი ქალის საქმე. მიუხედავად ამისა, ძალოვან სტურქტურაში უამრავი ქალია, მათ შორის არის ულამაზესი ნათია ვიბლიანი, რომელიც ფილმში – „დედე“, მთავარ როლს ასრულებს, ნათია ვიბლიანი, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.
ნათია ვიბლიანი: დავიბადე და გავიზარდე მესტიის რაიონში, სოფელ ჭუბერში. ლაღი და უდარდელი წლები გავატარე სვანეთში. ძალიან ტკბილად მახსენდება მესტიაში გატარებული დრო. უზომოდ მიყვარს იქაურობა და გული მწყდება, ხშირად რომ ვერ ვახერხებ ასვლას. ვმუშაობ საავიაციო უშიშროებაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. ყოველთვის მომწონდა პოლიციელობა, მათი დისციპლინა, ის საქმე, რასაც აკეთებენ. ჩემი სამსახური სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვუძლებ და მომწონს.
– ნათია, ფილმში როგორ მოხვდი?
– ფილმში შემთხვევით მოვხვდი. მარიამ ხაჭვანის და იყო ქასთინგ-მენეჯერი, სვანეთში ლოკაციებს ათვალიერებდა, სოფლებში დადიოდა და ფილმისთვის არჩევდა იმ ხალხს, ვინც სვანური ენა იცოდა, ამასთან, ვიზუალურადაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ჩემს სოფელში რომ ჩამოვიდა, ამ ქასთინგის პერიოდში ჩემი კლასელის დედის სახლში ცხოვრობდა. ჩემი კლასელის დედამ უთხრა ჩემ შესახებ: ერთი გოგო გვყავს და ნახეთო. მერე „ფეისბუქზე“ მომწერეს: ვიღებთ სვანურ ფილმს, გვჭირდება სვანი გოგო, ვინც სვანურად კარგად ლაპარაკობსო და ვიფიქრე, რა ფილმი, ვიღაც მაგრად მეღადავება-მეთქი და პირველ მოწერილზე პასუხი არც გამიცია. მერე სისტემატურად მწერდნენ, მოდი ქასთინგზეო. ისე მოხდა, რომ თბილისში აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი. წამოვედი და ჭუბერში ავცდით ერთმანეთს. თბილისშიც მომწერეს: აუცილებლად მოდი კინოსტუდიაში და ვნახოთ, რა იქნებაო. ქასთინგზე მითხრეს: წარმოიდგინე, მამაშენი გათხოვებს ვიღაცაზე, შენ არც გიყვარს და არც გინდა ის ვიღაც და მაგრად გაბრაზდიო. ჩემთან ერთად იყო გირშელ ჭელიძე, რომელიც ფილმში ჩემი ქმრის როლს თამაშობს, ისიც ისე მომიდგა, როლში შევედი, ძალიან გავბრაზდი, გამოვავლინე ჩემი სიმკაცრე, წინააღმდეგობას ვუწევდი – შანსი არ გაქვს და შენთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია-მეთქი. ბოლოს ისეთი  გაბრაზებული წამოვიდა ჩემკენ, თითქოს კაცთან მიდიოდა, მეც უკან არ დავიხიე: იცი, რას გიზამ-მეთქი და მისკენ გავემართე... გირშელი გაჩერდა, გაეცინა, ასეთი გოგო მართლა არცერთი არ ყოფილაო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, სხვა გოგოებიც მოვიდნენ ქასთინგზე, ისინი ეხვეწებოდნენ ჩავშალოთ ეს ქორწილი, გემუდარები... გთხოვ, არ გვინდა ეს ქორწილიო... ვფიქრობდი, რას ეხვეწებით-მეთქი და ასე დამამტკიცეს ფილმის მთავარ როლზე.
– რამდენად საინტერესო აღმოჩნდა გადაღებები შენთვის?
– ისე გავიარე მთელი გადაღებების პერიოდი, ვფიქრობდი, რას ვაკეთებ, აქ რა მინდა-მეთქი... ბევრი საინტერესო ამბავი ხდებოდა კადრს მიღმაც. ზამთარში თოვლში ჩავრჩით, უშგულში. რომ მივდიოდით გადაღებებზე მიგვქონდა საკვები, წამალი, მარაგი, უზრუნველყოფილი მივდიოდით კინოცენტრიდან. ამ გადაღებებს რომ მოვრჩით, გზები ჩაიკეტა. ერთადერთი ტრაქტორი გვყავდა. დიდი თოვლი მოვიდა, გზებზე ზვავი ჩამოწვა, მაშველი არავინ ჩანდა. მერე ჩავრთეთ მუნიციპალიტეტი, მერია – მთელი საქართველო ჩაერთო. ჩვენი ოპერატორი სიცხიანი იყო, მეც კი გავცივდი. მუნიციპალიტეტს რომ მოვახსენეთ, დაგვეხმარე, ხალხი გაციებულია; წამლები, საჭმელი არ გვაქვსო. დაავალეს სასაზღვრო პოლიციას, რომ წამლები მოეტანათ. მოიტანეს სამი ცალი ციტრამონი, ერთი ტაიქოლდი. ბევრი ვიცინეთ. მერე ჩვენმა ოპერატორმა ფოტო გადაუღო, „ფეისბუქზე“ დადო, აი, ჩვენი დახმარებაო. ერთ კვირაზე მეტ ხანს ვიყავით ჩარჩენილები.
– შენი მკაცრი ხასიათი სვანობიდან მომდინარეობს?
– არ ვიცი სვანობასთან არის თუ არა კავშირში, მაგრამ მომწონს დისციპლინა და სიმკაცრე. სვანი ქალი უფრო დინჯი, თავდაჭერილია, მამაკაცთან ურთიერთობაშიც განასხვავებ. მკაცრი ვარ, მაგრამ ისე არა, გიჟივით რომ მივვარდე ვინმეს და ვეჩხუბო. დიპლომატიური სიმკაცრე მაქვს.
– ის ისტორია, რაც ფილმში შენს გმირს გადახდა თავს, რეალურად რომ გადაგხდომოდა, რას იზამდი?
– ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. მე იმ დროში რომ მეცხოვრა და ასე ძალით გავეთხოვებინე, უკანასკნელი ქალი ვიქნებოდი, თავს შევაკლავდი და მაინც არ გავყვებოდი იმას, ვინც არ მინდოდა. ბევრი ქალი, ვისაც მაშინ ძალით ათხოვებდნენ, რჩებოდა იმ ოჯახში და მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ იყო. გარკვეულ ტრადიციებს მე თავიდანვე ვაპროტესტებდი და ეს დღემდე გრძელდება.
– რომელ ტრადიციებს აპროტესტებ და რომელი მოგწონს?
 – ძალიან მომწონს ხატის პატივისცემა რომ აქვთ, ასევე, ფიცის ტრადიცია, მაგრამ ეს, რაც ფილმში ხდებოდა, „შენ იმას უნდა გაჰყვე“, პირად ცხოვრებაში ჩარევა ჩემთვის მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში ასეთი მკაცრი ტრადიციებია, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა სვანურ ოჯახებში დაბალანსებულია. ასე არ ხდება, რომ კაცი ვარ და ოჯახში მე უნდა ვიყო უფროსი. ძალით გათხოვება რომ იყო, ბაბუები და ბიძები რომ წყვეტდნენ: შენ ამას უნდა გაჰყვე და შენ ამან უნდა მოგიყვანოს ცოლადო, იმ პერიოდში ეს მოვლენა გამართლებული იყო – დემოგრაფიულმა პრობლემებმა გამოიწვია. რეალურად ასე რომ არ მომხდარიყო, დღეს შეიძლება უშგულსაც არ ეარსება, დღესაც კი რთულია იქ მისვლა, თან, ამ ყველაფერთან ერთად, შეყვარებულობა არ არსებობდა, დემოგრაფია გადასარჩენი იყო და უფროსები იძულებული ხდებოდნენ, ასე მოქცეულიყვნენ. სვანეთში ოჯახური ძალადობა არ არსებობს და ესეც მიუთითებს გენდერული ბალანსის არსებობაზე. იყო სისხლის აღების ტრადიცია და ესეც იქიდან გამომდინარე, რომ იქ კანონი, პოლიცია არ არსებობდა და უხუცესებს უწევდათ ძალიან მკაცრად განესაჯათ – სისხლი, სისხლის სანაცვლოდ. მიუხედავად იმ სიმკაცრისა და სიმძიმისა, რაც ვითომ სვანებს აქვთ, რეალურად არ აქვთ, ოჯახების მხრივ, ძალადობის, გენდერული პრობლემები არ არსებობს. სვანეთში არავინ აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, რომ შეყვარებულობის პერიოდი გაიარონ, ეს ეტაპი ამოგლეჯილი აქვთ, როგორც კი მოგეწონება, ან მოეწონები, ეგრევე ნიშნობა...
– შენი მეუღლე ვინ არის, შენც ხომ არ გქონდა პრობლემები შეყვარებულობის გამო?
– ჩემი მეუღლე ჩვენს ჯგუფში იყო ფილმის გადაღებებზე და იქ გავიცანი. მერე გადაღებებზეც ერთად წავედით, იქიდან განვითარდა ჩვენი სიყვარულის ამბები და ფილმის დასრულების მერე, დაახლოებით წელიწად-ნახევარში, დავოჯახდით. ერთი სეზონი რომ მოვრჩით და გადავედით ზამთრის სეზონზე, თმა შემჭრეს, შავები ჩამაცვეს, ვითომ მგლოვიარე ქალი ვარ. გამხდარი და ლოყებჩაცვენილი უნდა ვყოფლიყავი. წამიყვანეს დიეტოლოგთან. დავიცავი დიეტები და წავედით უშგულში. ჩემს მეუღლეს შოკოლადები წამოუღია მთელი დიდი პარკით. გავდივართ, ვქრებით, შევჭამთ ამ შოკოლადებს და გამოვდივართ. ერთხელაც ჩვენი პროდიუსერი მეუბნება, გამხდარი შედიხარ და გასუქებული გამოდიხარ, კი მაგრამ, რას აკეთებთ, რას გაჭმევს ასეთსო... მერე შოკოლადების ქაღალდები აღმოაჩინეს. იმ პერიოდში ვსუქდებოდი და რომ ჩამოვედი, მერე გავხდი. ორი წელი ვიყავით მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები და მეუბნებოდნენ, სირცხვილია, შეყვარებულები რამდენ ხანს უნდა იყოთ ან რა დროს შენი გათხოვებააო. ორი წელი გავიდა და დავქორწინდით. ნელ-ნელა გავიდა ის შეყვარებულობის პერიოდი და მივედით იმ ეტაპამდე, რომ ვთქვით, მოდი, ოჯახი შევქმნათო. ასე ლამაზად გადავედით ერთად საცხოვრებლად. ქორწილი არ გვქონია. ჯერ ხელიც არ გვაქვს მოწერილი, ჯვრისწერას და ხელის მოწერას მომავალში ვგეგმავთ.
скачать dle 11.3