№34 სხარტულები
თუ 25 წლამდე არ დაოჯახდი, მერე უკვე „ჯერ ადრეა“.
***
ცოლის ხელფასი ცოლის ხელფასია, ქმრის – ოჯახის ბიუჯეტი.
***
ჩემი ხელფასის პატრონი უნდა მივდიოდე სამსახურში, ვესალმებოდე უფროსს და უკან ვბრუნდებოდე.
***
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, არც ხეა და აღარც ჩიტი...
***
ლესბიანკები – ლიკა და ანი შეყვარებულები გახდნენ და საერთო „ფეისბუქს“ „ლიკანი“ დაარქვეს.
***
ხალხო, ნუ დახოცავთ კოღოებს, მათში ხომ ჩვენი სისხლი ჩქეფს!