№34 ანეკდოტები
სომეხი კვდება. დაიბარებს ახლობლებს და ეუბნება:
– ებრაელებს გაუფრთხილდით...
– ებრაელებს რატომ გავუფრთხილდეთ?
– იმათ რომ გაანადგურებენ, მერე ჩვენ დაგვერევიან.
***
ქმარი ცოლს:
– შენზე ჭკუას ვკარგავ.
– ნუ ცდილობ, შენი უჭკუობა მე დამაბრალო!
***
– მაკა, შენ რა, უტრუსიკოდ ხარ?
– სულელო, მე უკომპლექსოდ ვარ.
***
გურულს ეკითხებიან:
– რომელი მთავრობა ჯობია, სააკაშვილის თუ ივანიშვილის?
– სამივე, რაის მაქნისია?
– კი მარა, მესამე რა შუაშია?
– რავა, არ მუა თუ?
***
ოქროს ქორწილია. ქმარი ეკითხება ცოლს:
– ოდესმე ჩემთვის გიღალატია?
– კი, სამჯერ.
– როდის?
– პირველი‚ როდესაც საოპერაციო იყავი და არავინ ხელს არ გკიდებდა‚ მერე კი საუკეთესო ქირურგმა გაგიკეთა ოპერაცია.
– მადლობა‚ ჩემი სიცოცხლე გადაგირჩენია. მეორედ?
– აი‚ ბანკში რომ გქონდა ვალები‚ სახლი რომ უნდა გაეყიდათ და ვალის დაფარვის ქვითარი თვითონ ბანკის მმართველმა რომ გადმოგცა.
– ჰო, ჭერი გადაგირჩენია, მადლობა. და, მესამედ?
– გახსოვს, კენჭს რომ იყრიდი და 49 ხმა დაგაკლდა...