№34 ეს საინტერესოა
* ძველმა რომაელმა მწერალმა ჰესიოდემ შექმნა „ქალთა კატალოგი“. ამ ნაწარმოებში ის ღმერთების სატრფოებისა და გმირთა ცოლების შესახებ წერდა.
* ძველეგვიპტელები მოსავლის აღების შემდეგ მარცვლეულს შესანახად ამზადებდნენ – ახარისხებდნენ და რაოდენობას განსაზღვრავდნენ, წონიდნენ. ჩვეულებრივ, ამას სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ აკეთებდნენ.
* ერთხელ სოკრატეს ლამაზი ჭაბუკი უნახავს, რომელიც თავისთვის, წყნარად მდგარა კუთხეში. იმისთვის, რომ გაეგო, მართლა ასეთი ლამაზი იყო თუ არა, ფილოსოფოსი მასთან მივიდა და სთხოვა, ხმა ამოეღო, დაელაპარაკა.
* კოლუმბის მიერ აღმოჩენილი კონტინენტისთვის ამერიგო ვესპუჩის სახელის დარქმევას მწერალი შტეფან ცვაიგი „დიდ ისტორიულ შეცდომას“ უწოდებდა, გერმანელი გეოგრაფი ჰემბოლდტი კი – „ადამიანური უსამართლობის ძეგლს“.